ომარ ფურცელაძე: "ნეიტრალური საქართველოს" წევრები აცხადებენ, რომ სს-ის დანაშაულის ფიგურანტები არიან კალასი, ფონ დერ ლაიენი, კოსი და CIA
ფოტო: "ტვ პირველი"
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ საბოტაჟის საქმეზე პარტია ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წევრები დაიკითხნენ. ადვოკატ ომარ ფურცელაძის განცხადებით, გამოკითხულმა პირებმა განაცხადეს, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში "აგენტურული ჯგუფის მხარდამჭერები და თანამოაზრეები" არიან: კაია კალასი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, მარტა კოსი, კელი დეგნანი და CIA.
ფურცელაძის თქმით, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ბრალად ედებათ უცხო ქვეყნის მტრულ საქმიანობაში დახმარება, ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წევრებს კი "მტრულ ძალად და სახელმწიფოდ ამერიკის შეერთებული შტატები მიაჩნიათ.
"მტრულ სახელმწიფოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს მიიჩნევენ. საგამოძიებო უწყებას დაწყებული აქვს გამოძიება და აწარმოებს სისხლის სამართლის საქმეს 319-ე მუხლის, ანუ უცხო ქვეყნის მტრულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ და ამ მტრულ ძალად და სახელმწიფოდ მიაჩნიათ ამერიკის შეერთებული შტატები. ეს ფაქტი დაადასტურა სამმა მოწმემ, რომელიც სასამართლოში იკითხებოდნენ.
დღეს მდგომარეობით, მათ სახელობითად ჩამოთვალეს ის ადამიანები, საერთაშორისო დიპლომატიური და პოლიტიკური თანამდებობის პირები, რომლებიც მიაჩნიათ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებად, მათ შორის ერთ-ერთმა მათგანმა, ბატონმა ლევან ნიკოლეიშვილმა, სასამართლოს მისცა ჩვენება, რომ ამ აგენტურული ჯგუფის მხარდამჭერი და თანამოაზრე გახლდათ ურსულა ფონ დერ ლაიენი, კაია კალასი და მთხოვა პირადად, არ გამომრჩენოდა არავითარ შემთხვევაში, ქალბატონი მარტა კოსი. მას მიაჩნია, რომ სწორედ ეს ადამიანები არიან საერთაშორისო დანაშაულებრივი აგენტურული ქსელის წევრები, რომლებიც გეგმავდნენ და მონაწილეობდნენ ანტიქართულ მოქმედებაში და ამაში ხელს უწყობდნენ ადგილობრივი ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.
სასამართლოს წინაშე გამოკითხულია სამი მოწმე და ესენი არ გახლავთ უბრალოდ რიგითი მოწმეები, ისინი არიან განმცხადებლები, რისი განცხადებების საფუძველზეც დაიწყო გამოძიება და ისინი ამბობენ, რომ ამ სისხლის სამართლის დანაშაულში, თუ საერთოდ სისხლის სამართლის დანაშაულია, მონაწილე ფიგურანტები არიან კაია კალასი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, მარტა კოსი და კელი დეგნანი. ასევე, ამ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებად ისინი მიიჩნევენ CIA-ის, როგორც ერთ-ერთ მონაწილე ორგანიზაციას", — განაცხადა ომარ ფურცელაძემ.
- სასამართლოში ე.წ საბოტაჟის საქმეზე "ნეიტრალური საქართველოს" წევრები დაიკითხნენ
- ე.წ საბოტაჟის საქმეზე 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პირველი სასამართლო პროცესის ქრონიკა
- ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გიორგი ვაშაძეს 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა და პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩაბარება დაევალა
- საბოტაჟის საქმეზე ზურაბ ჯაფარიძეს 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩაბარება მოეთხოვა
- მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ე.წ საბოტაჟის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონ-მილიონიანი გირაო შეეფარდა
შეგახსენებთ, დღეს, 14 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ საბოტაჟის საქმეზე პარტია ნეიტრალური საქართველოს წევრები — ნანა კაკაბაძე, ბიძინა გიორგობიანი, ვატო შაქარიშვილი, გელა ნიკოლაიშვილი და ლევან ნიკოლაიშვილი დაიკითხნენ.
პროკურატურამ სწორედ ნეიტრალური საქართველოს საჩივრის საფუძველზე დაიწყო ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სამართლებრივი დავა.
ცნობისთვის, 2025 წლის 8 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ე.წ საბოტაჟის საქმეზე ბრალი 8 ოპოზიციონერ პოლიტიკოსს აქვს წაყენებული — მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს.
ვის რა ბრალდება წარედგინა?
მიხეილ სააკაშვილი — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტზე;
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლი, რაც საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს;
ელენე ხოშტარია — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილი, 319-ე მუხლი და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი, რაც საბოტაჟს, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტს გულისხმობს;
ნიკა გვარამია, ნიკანორ მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილი, რაც სახელმწიფო საბოტაჟს გულისხმობს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები