დონალდ ტრამპი მხარს დაუჭერს ლინდსი გრემის მიერ ინიციირებულ რუსეთის სანქცირების კანონპროექტს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მხარს დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ორპარტიული სანქციების პაკეტის მიღებას, რომლის მთავარი ინიციატორიც ახლახან გარდაცვლილი რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
CNN წერს, რომ ეს გადაწყვეტილება სენატორ გრემის მოულოდნელი გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში გახდა ცნობილი, რაც, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გააადვილებს იმ კანონპროექტის მიღების პროცესს, რომლის ბოლომდე მისაყვანადაც სამხრეთ კაროლინელმა სენატორმა წლები იშრომა.
Axios-ის ცნობით, გრემის გარდაცვალების შემდეგ ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა: "ამას განვიხილავთ. სერიოზულად ვფიქრობთ. ეს ლინდსის პატივსაცემადაც არის. მას ამაზე მეტად არაფერი უნდოდა". მან ასევე დაამატა, რომ "დიდი შანსია, ეს განხორციელდეს".
მანამდე ლინდსი გრემი და დემოკრატი სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი მიუთითებდნენ, რომ ადმინისტრაცია მზად იყო მხარი დაეჭირა ამ პაკეტისთვის და პარასკევს განაცხადეს კიდეც, რომ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმებას მიაღწიეს. თუმცა, იმ დროისთვის მაინც გაურკვეველი რჩებოდა, დაუჭერდა თუ არა ტრამპი პირდაპირ მხარს კანონპროექტს, რადგან პრეზიდენტმა წარსულში არაერთხელ გააკრიტიკა ეს ინიციატივა და სანქციების დაწესებისას აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის მეტ პირად უფლებამოსილებას ითხოვდა.
რას ითვალისწინებს ახალი სანქციების პაკეტი?
უკრაინული მედიის ცნობით, ორწლიანი მოლაპარაკებებისა და თეთრ სახლთან კონსულტაციების შედეგად, კანონპროექტის პირვანდელი ვარიანტი მნიშვნელოვნად დაკორექტირდა და უფრო მიზანმიმართული გახდა. თუ თავდაპირველი ვერსია ითვალისწინებდა სატარიფო შეზღუდვების დაწესებას 60-ზე მეტი ქვეყნისთვის, მიმდინარე დოკუმენტი ფოკუსირებულია:
- მსხვილ იმპორტიორებზე: სანქციები და ტარიფები შეეხება რუსული ნავთობის 5 უმსხვილეს და რუსული ბუნებრივი აირის 5 უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყანას (რომელთაგან ნაწილი იკვეთება).
- მკაცრ გამონაკლისებზე: მნიშვნელოვნად ვიწროვდება სანქციებიდან გამონაკლისების დაშვების შესაძლებლობები.
- სავაჭრო წარმომადგენლის უფლებამოსილებაზე: იზრდება აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის (USTR) როლი კონკრეტული სატარიფო განაკვეთების განსაზღვრის პროცესში.
- რუსულ "ჩრდილოვან ფლოტზე": კანონპროექტში პირველად ჩაიწერა ცალკეული, სპეციალური თავი, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტის" (ტანკერების ქსელის, რომლითაც მოსკოვი გვერდს უვლის საერთაშორისო სანქციებს) ბლოკირებას. სენატორ ბლუმენტალის განცხადებით, შემუშავებულია ეფექტური იარაღი ამ ფლოტის ოპერაციების შესაჩერებლად, რაც მოსკოვს ენერგორესურსების ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებს საგრძნობლად შეუმცირებს.
- წინასწარი შემოწმებით ამერიკელი სენატორის, ლინდსი გრემის გარდაცვალება გულის პრობლემამ გამოიწვია
- სენატორი ლინდსი გრემი: დონალდ ტრამპმა მწვანე შუქი აუნთო ორპარტიულ კანონპროექტს რუსეთის სანქცირების შესახებ
შგახსენებთ, ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი 11 ივლისს მოულოდნელად გარდაიცვალა. აშშ-ის კოლუმბიის ოლქის (ვაშინგტონის) სამედიცინო ექსპერტის წინასწარი შემოწმების თანახმად, მისი მოულოდნელი გარდაცვალება გულის პრობლემამ გამოიწვია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები