სალომე ზურაბიშვილი: პარტიებმა უნდა დათმონ თავიანთი პარტიული ინტერესები ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ და გაერთიანდნენ
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Facebook-ის პირდაპირ ეთერში მიმართვისას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ არსებულ რეალობაში გადამწყვეტი როლი არა პოლიტიკურ პარტიებს, არამედ თავად საზოგადოებრივ ერთობას ეკუთვნის.
მან ოპოზიციურ პარტიებს ვიწრო ინტერესების დათმობისა და საზოგადოებრივი ნდობის აღდგენისკენ მოუწოდა. მისი თქმით, გაერთიანების უნარის არქონის ფონზე, პოლიტიკურმა სპექტრმა საკუთარი ამბიციები ქვეყნის ინტერესებს უნდა შესწიროს, რადგან ქვეყანას ერთპიროვნული მხსნელები აღარ სჭირდება და გამოსავალი მხოლოდ შიდა სოლიდარობასა და ერთობაშია.
"არსებობს პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც დღეს არ გააჩნიათ უნარი გაერთიანების, არ გააჩნიათ უნარი, რომ მის ირგვლივ მოიპოვონ ის ძლიერი მხარდაჭერა, რომელიც საჭირო არის იმისთვის, რომ არჩევნებით ეს რეჟიმი გაუშვან.
ამიტომ არის ორი ვარიანტი: ერთი, რომ ყველა პარტია გაერთიანდნენ და თვითონ მოიპოვონ თავიანთ თავში ეს ძალა, რომ გაერთიანდნენ და გაიყვანონ ეს რეჟიმი ამ სივრციდან — რაც, როგორც ჩანს, მე ვცადე და ჩემი გამოცდილებიდან, ეს ჯერჯერობით ვერ ხდება. ამ პარტიებმა უნდა დაიბრუნონ საზოგადოების ნდობა. იმისთვის, რომ დაიბრუნონ საზოგადოების ნდობა, საჭირო არის, რომ — ერთი, დათმონ, ერთხელ რაღაცა პერიოდისთვის თავიანთი პარტიული ინტერესები ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ.
პოლიტიკური სივრცე არის დაკავებული ერთი და იმავე ადამიანებისგან ძალიან დიდი ხანია უკვე და ძალიან ბევრი, ძალიან პატრიოტი ადამიანი არის გვერდზე გაწეული. აღარ გვჭირდება რაღაცა მარტო ლიდერები და ერთი ლიდერი, რომელიც გადაგვარჩენს და მესია, რომელიც ჩამოფრინდება თეთრ ცხენზე და გადაგვარჩენს. არა, ჩვენ თუ ვერ მოვნახავთ ჩვენში ამ სოლიდარობის, ერთობის, ერთმანეთის გაგების ძალას, მაშინ არ ვართ ღირსი ამ ქვეყნის და ესეც უნდა შევიგნოთ", — თქვა ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს ქვეყანაში არ არის ისეთი არჩევნები, სადაც ცალკეული პარტიები საკუთარი მხარდამჭერების გარშემო შემოკრებას უნდა ცდილობდნენ, არამედ საჭიროა სრული საზოგადოებრივი კონსოლიდაცია.
ზურაბიშვილის შეფასებით, პოლიტიკური პარტიების ძველი გაერთიანება, როგორც ჩანს, ვერ შედგა. მისივე თქმით, ეს პროცესი, დიდწილად, მმართველი რეჟიმის ჩარევამ და ოპოზიციური ლიდერების მიმართ განხორციელებულმა რეპრესიებმა განაპირობა.
"ეს არ არის, ის არჩევნები, სადაც ხან ერთი პარტია, ხან მეორე ცდილობს, რომ მის ირგვლივ მოაგროვოს მაქსიმალურად თავისი მხარდამჭერები. აქ უნდა იყოს სრული ერთობა საზოგადოების. და მე არ ვლაპარაკობ იმ ძველ გაერთიანებაზე პოლიტიკური პარტიების, რომელიც, როგორც ჩანს, ვერ შედგა და ალბათ ამ რეჟიმის ჩარევების გამოა, ან თუნდაც იმის გამო, რომ ძალიან დიდი ნაწილი ამ პოლიტიკური პარტიების ლიდერების ციხეში არიან დღეს და შეიძლება დაუმძიმდეს კიდეც მათ ეს სასჯელები", — თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, შექმნილ ვითარებაში უალტერნატივოა საზოგადოების მხრიდან ინიციატივის საკუთარ თავზე აღება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ როდესაც ხალხი საკუთარ ბრძოლას მკაფიოდ დაინახავს, პოლიტიკური პარტიებიც იძულებულნი გახდებიან, მას ფეხი აუწყონ.
"აუცილებელი არის, რომ საზოგადოებამ აიღოს თავის თავზე და მოამზადოს ის, რაც არის მისი მომავალი. პრობლემა პარტიების სხვა არის და მე მგონი, როცა საზოგადოება თავის თავს და თავის ბრძოლას ძალიან კარგად დაინახავს, ასევე პოლიტიკური პარტიები დაინახავენ, რომ უნდა გაყვნენ საზოგადოებას ამ შემთხვევაში. ეს არის ის გამონაკლისი, როცა პოლიტიკოსები უნდა გაყვნენ საზოგადოების დაკვეთას. საერთოდ, ისე ითვლება, რომ პოლიტიკოსებმა უნდა წინსწრებით დაინახონ რა არის მომავალი, ხედვა ჰქონდეთ და იმათმა წამოიყვანონ საზოგადოება. დღევანდელ დღეს ჩვენ ვართ სხვა მდგომარეობაში და საზოგადოება არის ლოკომოტივი, საზოგადოება არის წამყვანი და საზოგადოება გადაარჩენს თავის თავს", — განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები