₾5 მლნ სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებული ლევან გამრეკელი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან გამრეკელი, რომელიც 5 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონების მითვისების ბრალდებით იყო დაკავებული, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს — ინფორმაციას "ქართლის ამბები" ავრცელებს.
10 000-10 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს კიდევ ორ პირს, რომლებიც ლევან გამრეკელთან ერთად, ორგანიზებული ჯგუფის წევრობის ბრალდებით, იყვნენ დაკავებულები — პაატა ნოზაძესა და რომან მეტივიშვილს.
პროკურატურაზე დაყრდნობით, "ტვ პირველთი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ გამრეკელს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეცვალა გირაოთი, მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურების სანაცვლოდ. ამ ეტაპისთვის ბრალდებულმა 2 მილიონი ლარის ზარალი დაფარა, ხოლო დარჩენილი სამი მილიონი ლარი დათქმულ ვადაში უნდა გადაიხადოს.
"ბრალდებულ ლევან გამრეკელს აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა შეეცვალა გირაოთი, მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურების სანაცვლოდ. ბრალდებულმა ამ ეტაპზე უკვე დაფარა მიყენებული ზიანიდან 2 მილიონი ლარი, რაც შეეხება მიყენებული ზიანის თანხის ნაწილს, ბრალდებულს ასანაზღაურებლად მიეცა კონკრეტული დრო. ასევე, აღსანიშნავია, რომ ბრალდებულ ლევან გამრეკელის უძრავ-მოძრავი ქონება და ანგარიშები დაყადაღებულია. ბრალდებულ ლევან გამრეკელის სისხლის სამართლის საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა," — განაცხადა უწყებამ.
გამრეკელი და მასთან დაკავშირებული ორი პირი 2025 წლის 11 ნოემბერს დააკავეს. ბრალდების მხარემ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით მიმართა. სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ისინი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
რა ედებოდა ბრალად ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილეს?
ლევან გამრეკელს, პაატა ნოზაძეს და რომან მეტივიშვილს ბრალი ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით ქურდობის გამო წარედგინათ, რაც სასჯელის სახით 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის განცხადებით, ლევან გამრეკელი, პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად, 2020-2023 წლებში ფარულად დაეუფლნენ შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ 5 000 000 ლარის ღირებულების, სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს, რის შედეგადაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები