სილქნეტი წინანდლის ფესტივალს მერვედ წარადგენს
ფოტო: სილქნეტი
3–13 სექტემბერს წინანდლის ისტორიული მამული მერვედ უმასპინძლებს კლასიკური მუსიკის ფესტივალს, რომელიც უკვე წლებია საქართველოსა და რეგიონში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კულტურულ მოვლენად მიიჩნევა. ფესტივალი, ტრადიციულად, სილქნეტის წარდგენით გაიმართება და კლასიკური მუსიკის მოყვარულებს 23 დაუვიწყარ კონცერტს შესთავაზებს.
წინანდლის ფესტივალი წელსაც მსოფლიოს წამყვან მუსიკოსებს გააერთიანებს. ფესტივალს ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი გახსნის. პან კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის მონაწილეობითა და მაესტრო ჯანანდრეა ნოზედას დირიჟორობით შესრულდება პოლონელი კომპოზიტორის კაროლ შიმანოვსკის სავიოლინო კონცერტი No. 1 და ნიკოლაი რიმსკი-კორსაკოვის სიმფონიური სიუიტა შეჰერაზადა.
დავით საყვარელიძე, წინანდლის ფესტივალის გენერალური დირექტორი: "წლევანდელი ფესტივალი თავისი მასშტაბითა და პროგრამის მრავალფეროვნებით განსაკუთრებით გამორჩეულია. ფესტივალში 300-ზე მეტი მონაწილეა ჩართული, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელია. ასევე, რეკორდულია საერთაშორისო სტუმრების რაოდენობაც, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ფესტივალის მზარდ გლობალურ მნიშვნელობას. წინანდლის ფესტივალი არა მხოლოდ კლასიკური მუსიკის უმაღლეს სტანდარტს ქმნის, არამედ მნიშვნელოვან სივრცეს კულტურებს შორის დიალოგისთვის და ახალგაზრდა მუსიკოსების პროფესიული განვითარებისთვის”.
პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი, რომელიც ახალგაზრდა მუსიკოსებს საქართველოდან და ცხრა მეზობელი ქვეყნიდან აერთიანებს, წელს ოთხ კონცერტს გამართავს ფესტივალის მუსიკალური დირექტორის ჯანანდრეა ნოზედას, რაფაელ პაიარეს და ნიკოლაი შეპს-ცნაიდერის ხელმძღვანელობით.
გიორგი რამიშვილი, სილქ როუდ ჯგუფის თავმჯდომარე და წინანდლის ფესტივალის დამფუძნებელი: “წინანდლის ფესტივალის მისიაა სამშვიდობო იდეის, მაღალი კულტურული ღირებულებებისა და საგანმანათლებლო ინიციატივების განვითარება, ასევე წინანდლის მამულის მდიდარი ისტორიის გაგრძელება. წელს წინანდლის ფესტივალი კვლავ გააერთიანებს პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის ნიჭიერ მუსიკოსებს. დღეს, როდესაც მშვიდობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობა განსაკუთრებით თვალსაჩინოა, პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის გზავნილი კიდევ უფრო აქტუალურია. მოუთმენლად ველით ახალგაზრდა ტალანტების, გამორჩეული სოლისტების, დირიჟორებისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული კლასიკური მუსიკის მოყვარულების მასპინძლობას წინანდლის ისტორიულ მამულში“.
წლევანდელი ფესტივალი მრავალი ქართველი მუსიკოსის მონაწილეობით გამოირჩევა. მე-8 სეზონს შეუერთდება თბილისის ოპერისა და ბალეტის გუნდი. კონცერტებს გამართავენ გიორგი გიგაშვილი და გიორგი მარდალეიშვილი. ამფითეატრის სცენა ტრადიცულად დაეთმობა ნაციონალურ ბალეტ სუხიშვილებს. ფესტივალზე განსხვავებული ფორმატით იქნება წარმოდგენილი ჟორჟ ბიზეს კარმენი, ანიტა რაჭველიშვილის, ნიკა ლაგვილავას, მიხეილ შეშაბერიძისა და ანა ფალავანდიშვილის მონაწილეობით. წლევანდელ სეზონს ქართველი პიანისტი დავით ხრიკული დახურავს.
წინანდლის ფესტივალი აგრძელებს თავის მისიას — კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას, ახალგაზრდა მუსიკოსების მხარდაჭერასა და შემოქმედებითი კავშირების დამყარებას. სილქნეტი, როგორც ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი, ამ ტრადიციის გაგრძელებას უკვე მერვე წელია უზრუნველყოფს.
წინანდლის ფესტივალის პროგრამის გაცნობა შესაძლებელია ვებგვერდზე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები