სუხიშვილები, ცეკვაში თქმულნი — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
ფოტო: საქართველოს ბანკი
ქართული ცეკვა მხოლოდ ქორეოგრაფია არასდროს ყოფილა. ის ადამიანების ხასიათში, ყოველდღიურობაში, შრომაში, თამაშში, სიყვარულსა და ერთმანეთზე ზრუნვაში იბადებოდა. სწორედ ამიტომ, როდესაც სცენაზე სუხიშვილები გამოდიან, მაყურებელი მხოლოდ მოძრაობებს არ უყურებს, ის ქვეყნის ისტორიას, კულტურასა და იდენტობას ხედავს.
ეს არის მემკვიდრეობა, რომელიც ერთ დღეში არ შექმნილა. ათწლეულების განმავლობაში ილიკო სუხიშვილმა და ნინო რამიშვილმა საქართველოს სხვადასხვა კუთხე შემოიარეს, საგულდაგულოდ შეისწავლეს ფოლკლორი, მოძრაობები, ხასიათი, სამოსი და ტრადიციები, რათა სცენაზე მთელი თავისი მრავალფეროვნებით გადმოეტანათ ქართული სული. თითოეულ დადგმაში იგრძნობა მთის სიმტკიცე, ზღვისპირეთის ცეცხლოვანი ტემპერამენტი, მებრძოლი ხასიათი და ის შინაგანი ღირსება, რომელიც ქართველობას საუკუნეების განმავლობაში აყალიბებდა.
ასეთ საზოგადო საქმეში დიდი მნიშვნელობა აქვს საიმედო და ძლიერ მოკავშირეს. სუხიშვილების შეუჩერებელი მოძრაობის სპონსორი კი, უკვე მრავალი წელია საქართველოს ბანკია. თანამოაზრე, რომლის ღირებულებები ზუსტად ეხმიანება ანსამბლის სულისკვეთებას, მუდმივ განახლებას, ინოვაციისკენ სწრაფვასა და არგაჩერებას. სწორედ ამ საერთო ხედვამ აქცია საქართველოს ბანკი სუხიშვილების წარმატების განუყოფელ ნაწილად.
“სუხიშვილების ცეკვა საქართველოს თითოეული კუთხის უნიკალურ ხასიათს ინახავს და მოძრაობად ქცეულ ტრადიციას მსოფლიოს აცნობს. შესაბამისად, სუხიშვილები არის საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება”.
სუხიშვილების რეპერტუარი
სუხიშვილების რეპერტუარი ტრადიციისა და თანამედროვეობის უნიკალური სინთეზია. თითოეული დადგმა თავისი რიტმით, მუხტითა და განწყობით ერთი კუთხის ამბავს ჰყვება. თუმცა, ის, რაც დღეს კლასიკაა, მაშინ თამამი და გაბედული ნაბიჯი იყო, რის გამოც ანსამბლს მწვავედ აკრიტიკებდნენ.
მაგალითისთვის, შეჯიბრი — ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის გამოგონილი ცეკვაა, რომელიც მანამდე არ არსებობდა. ის იდეალურად ასახავს ქართულ ხასიათს. მისი შესრულება საკმაოდ რთულია, რადგან მოცეკვავეებს მუხლზე დაცემა, ცერზე ტრიალი და სალტოების გაკეთება უწევთ.
რაც შეეხება მთის ცეკვებს, როგორებიცაა: “ხანჯლური”, “სვანური” და “ხევსურული” განსხვავებული ხასიათით სრულდება. კერძოდ, “სვანური“ ცეკვა სცენაზე გამოხატავს სვანების სიმტკიცესა და სიდინჯეს. უმეტესად ცერებზე სრულდება, რაც თავისთავად ართულებს ქორეოგრაფიულ ტექნიკას. რაც შეეხება კოსტიუმს, თეთრი ახალუხი და სვანური ქუდი კავკასიონის თოვლიანი მწვერვალებით არის შთაგონებული, ხოლო ჩოხის თითოეული დეტალი სვანეთის მკაცრ ბუნებასა და რეგიონის გამორჩეულ ხასიათს უსვამს ხაზს.
ცეკვებზე საუბრისას, შეუძლებელია არ ვახსენოთ ჯუთა და ცდო, რომელიც ქართული სოფლის სახელებია და განსაკუთრებით იზიდავს უცხოელ მაყურებელს.
“ცდო“ მთიულურისა და ყაზბეგურის მოტივებზეა შექმნილი, ხოლო “ჯუთა“ ხევსური ქალის მტკიცე ხასიათს, შეუპოვრობასა და ტემპერამენტს წარმოაჩენს. მნიშვნელოვანია, რომ ბარში მცხოვრები მოსახლეობისგან განსხვავებით, მთის ქალები გაცილებით მკაცრი, დამოუკიდებლები და ძლიერი ბუნების არიან, რაც სცენაზეც გამოკვეთილია.
უახლოესი კომპოზიციებიდან, რომელიც სუხიშვილების მესამე თაობას ეკუთვნის გამორჩეულია “ნანილა” და “ჯარა”.
“ნანილას” შექმნის იდეა ძველი სვანური იავნანადან მომდინარეობს. ეს არის ოთხი ქალის მიერ შესრულებული სვანური, რომლებიც თითქოს ბავშვს არწევენ. კაბები ზარის ფორმისაა.
ხოლო “ჯარა” ტრიუმფის 80 წლისთვის, სპეციალურად “ღია სცენა თაკარას” სცენისთვის შეიქმნა. მთიულური ცეკვა, რომელიც “ცდოს” დადგმას მიჰყვება, თუმცა რადიკალურად განსხვავებულია.
სწორედ ამ იდეის გაგრძელებაა საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი ვიდეო, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ქართული ცეკვის თითოეული მოძრაობა კონკრეტულ ამბავს, განცდასა და გამოცდილებას ეფუძნება:
“ის შეიძლება დაიბადოს მთაში, ველზე, შრომისას თუ ზეიმის დროს. იქ, სადაც ადამიანებს საერთო ისტორია, მიწა და ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობა აერთიანებთ“.
სუხიშვილები — ცეკვაში თქმულნი. საქართველოს ბანკი სუხიშვილების გენერალური სპონსორია.
მეტისთვის ნახეთ ვიდეო.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები