35 წლის წინ, სვანეთში არასრულწლოვანზე ნათლიის ძმა და მისი 3 ნათესავი კაცი ძალადობდნენ — საქმეზე გამოძიება ერთი თვის დაიწყო
სვანეთში 35 წლის წინ მომხდარი არასრულწლოვნის სისტემატური გაუპატიურების საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
ნატა ვიბლიანი სოციალურ ქსელში პირველად 3 თვის წინ გამოჩნდა. ემიგრანტმა ქალმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა იმაზე, რომ 90-იან წლებში სვანეთში, სოფელ სგურიშში, მასზე მისი ნათლიის ძმა და მისი ნათესავები სისტემატურად ძალადობდნენ.
ვიბლიანმა თავისი ისტორია "ვეძებ"-ის დამფუძნებლის, თამუნა მუსერიძის პოდკასტში მოჰყვა და მოძალადე კაცების ვინაობაც დაასახელა.
ვიბლიანის თქმით, მეზობელმა მასზე ძალადობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მამა გარდაეცვალა. ქალი იხსენებს, რომ კაცი მას 9 წლის ასაკიდან სისტემატურად აუპატიურებდა და ამის შესახებ მთელმა სოფელმაც იცოდა.
"ძროხას ვწველიდი, იქ შემოვიდა. თავზე გადამისვა ხელი, ნუ გეშინიაო... ტკივილისგან გავითიშე, რამდენი ხანი ვეგდე იმ ბოსელში, იმ მდგომარეობაში, არ მახსოვს. გონზე რომ მოვედი, ეს ადამიანი იქ აღარ იყო. დამტოვა და გაიქცა," — იხსენებს ქალი "რადიო თავისუფლებასთან" საუბრისას.
ვიბლიანის თქმით, კაცი მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა და იარაღის მუქარით აშინებდა.
"დაუმორჩილებელი ბავშვი ვიყავი. სანამ იარაღს არ აიღებდა და პირში არ ჩამჩრიდა პისტოლეტის ლულას, მანამდე ვერ მიმორჩილებდა და ასეთ მდგომარეობაში მაუპატიურებდა. ჩემს უმცროს ძმებს უშვერდა იარაღს და ამბობდა, რომ ხმას თუ ამოვიღებდი, იმათ დახოცავდა.
ცხენზე გამომაბა და სადაც ზაფხულობით საბალახოდ გადაგვყავდა საქონელი, იქამდე მათრია ცხენზე მიბმული, რომ ვინმესთვის არ მეთქვა სიმართლე," — უყვება ქალი "რადიო თავისუფლებას".
რამდენიმე წელიწადში ქალი დაორსულდა და 13-14 წლის ასაკში შვილიც გააჩინა. მან, სავარაუდოდ, 1997 წელს იმშობიარა.
ვიბლიანი პოდკასტში იხსენებს, რომ ის იარაღით დააშინეს, რათა ბავშვის მამობა სხვა პირისთვის გადაებრალებინა და ოჯახის ახლობელი არ ემხილებინა.
"[დაორსულების შემდეგ] იარაღით შემაშინეს — უნდა მეთქვა, რომ ბავშვი იყო სხვისი — კონკრეტული ბიჭის. არ ვიცი, ის ბიჭი როგორ იყო შეშინებული. მე 14 წლისაც არ ვიყავი," — ამბობს ვიბლიანი.
ვიბლიანი იხსენებს, რომ მას ოჯახის წევრები მცენარეებისგან დამზადებულ წამალს ასმევდნენ, რამაც "კინაღამ მოკლა". მალევე 14 წლის მოზარდმა იმშობიარა და დღემდე არ იცის, რა ბედი ეწია მის შვილს.
"ძირები ბიძაჩემმა მოიტანა. ხარშავდნენ ამ ძირებს. კინაღამ მომკლეს, ერთი კვირის განმავლობაში მასმევდნენ. მერე წამიყვანეს საავადმყოფოში. საავადმყოფოში გამიკეთეს ნემსები. მერე ვიმშობიარე, ბავშვის მხოლოდ ხმა გავიგონე და თმა დავინახე, კარებში რომ გაჰყავდათ. ექთანმა იკითხა, ბავშვს რა ვუყოო. ექთანმა იცოდა, რომ ბავშვი მოსაშორებელი იყო, ჩვეულებრივი მშობიარობა არ იყო. მაინც იკითხა. იქ გასცეს პასუხი, მოკალიო. არ ვიცი, ბავშვი ცოცხალია თუ მკვდარია. ხმა მესმოდა, თმაც ჰქონდა. ალბათ 7 თვის ბავშვზეა ლაპარაკი. მე ძალიან დიდი მუცელი მქონდა," — იხსენებს ვიბლიანი.
ვიბლიანი სექსუალურ ძალადობაში სხვა თანასოფლელებსაც ადანაშაულებს. მისი თქმით, მასზე სექსუალურად ნათლიის ძმის ნათესავებიც ძალადობდნენ.
"სამივენი ამ კაცის ნათესავები არიან. მათ სწორედ მისი ჩარევით გამაუპატიურეს, მისი სიბინძურის დასაფარად, რომ ხმა ვერ ამომეღო ვერასდროს, როგორც ქალს, რომ ვერასდროს მეთქვა, რომ მე ამდენმა კაცმა გამაუპატიურა," — ყვება ქალი.
ვიბლიანის განცხადებით, 90-იან წლებში ის და მისი ოჯახი, მოგვარეების ნაწილის ზეწოლის გამო, იძულებული გახდა სოფლიდან გადასახლებულიყო.
"ნოდარიშარები შეგროვდნენ და გადაწყვიტეს, რომ ჩვენი იქ ცხოვრება აღარ შეიძლებოდა. მოგვცეს 22 ათასი ლარი [სოფელში არსებული სახლის სანაცვლო თანხა] და დედასთან და და-ძმებთან ერთად წავედით ზუგდიდში. სოფელში ძალიან კარგი სახლი დავტოვეთ და ზუგდიდში აღმოვჩნდით გაუსაძლის პირობებში. მაშინ ჯერ კიდევ არასრულწლოვანი ვიყავი, მქონდა თვითმკვლელობის მცდელობაც, მაგრამ გადავრჩი," — იხსენებს ქალი.
ნატა ვიბლიანი ემიგრაციაში იმყოფება. ჰყავს შვილი და სამი თვის შვილიშვილი. ქალი "რადიო თავისუფლებასთან" ამბობს, რომ მიუხედავად ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნისა, მას ოჯახის წევრებისა და თანასოფლელების მხრიდან ანგარიშსწორების მაინც ეშინია.
ქალის ინტერესებს იურისტი მარიამ ბარსონიძე დაიცავს. 15 ივლისს ადვოკატმა უკვე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქმეს კი დაერთო მისი, როგორც ადვოკატის, ორდერი.
ადვოკატი "რადიო თავისუფლებასთან" საუბრისას ამბობს, რომ, პირველ რიგში, ის საგამოძიებო უწყებისგან ნატა ვიბლიანის გამოკითხვას მოითხოვს. ის უკვე ესაუბრა საქმის გამომძიებელს.
"დეტალურად უნდა მოხდეს იმ საზარელი ფაქტების აღწერა, რომელთა შესახებაც ნატა ვიბლიანი ჰყვება. ამის შემდეგ მას აუცილებლად უნდა მიანიჭონ დაზარალებულის სტატუსი, რის შემდეგაც მას, როგორც დაზარალებულს, და მე, როგორც დაზარალებულის ადვოკატს, გვექნება სრული უფლება, რომ საქმის მასალებს სრულყოფილად გავეცნოთ," — განაცხადა ადვოკატმა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები