ხოსე ენრიკე ბოფილი: საქართველოში სტაბილური ბიზნესგარემო დაგვხვდა, რაც GWP-ისა და GGU ჯგუფის საერთაშორისო აღიარებებშიც აისახა
ფოტო: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
Aqualia-ს რეგიონულმა დირექტორმა, ხოსე ენრიკე ბოფილმა გადაცემაში ბიზნეს ინსაიდერი საქართველო კომპანიის სამომავლო გეგმებზე, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალსა და საქართველოში არსებულ სატარიფო მოდელზე ისაუბრა.
წყალმომარაგების სექტორის უმსხვილესი ინვესტორის, Aqualia-ს რეგიონული დირექტორი, ბოლო დროს საქართველოში გამართულ დარგობრივ დისკუსიებს პოზიტიურად აფასებს და მიიჩნევს, რომ ქვეყანას უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალი აქვს. მისი თქმით, Aqualia-ს საქართველოში სტაბილური ბიზნესგარემო დახვდა, რაც კომპანიის საქმიანობის წარმატებასა და როგორც ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის, ისე მთლიანად GGU ჯგუფის საერთაშორისო აღიარებებშიც აისახა. ამ მხრივ, მან განსაკუთრებით გამოყო ჯივიპის გაწევრიანება კომუნალური კომპანიების პრესტიჟულ გლობალურ კავშირში — Leading Utilities of the World (LUOW). ბოფილის განმარტებით, ეს აღიარება კომპანიამ საერთო პროდუქტიულობის, წყალმომარაგების ქსელების ეფექტური ოპერირებისა და მდგრადი ფინანსური რესურსების შექმნის კატეგორიებში მოიპოვა, რაც საოპერაციო გაუმჯობესების უმაღლეს სტანდარტზე მიუთითებს.
ხოსე ენრიკე ბოფილმა ინტერვიუში ისაუბრა 2026 წლის ივნისში, ავტორიტეტული სააგენტოების, Fitch-ისა და S&P Global-ის მიერ GGU ჯგუფის საკრედიტო რეიტინგების ამაღლებაზე. მისი შეფასებით, ეს აღიარება პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასთან. ამასთანავე, მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოში არსებულ სატარიფო რეგულირების სისტემას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართულ მეთოდოლოგიას ხშირად აზიარებს საერთაშორისო კონფერენციებზე, როგორც კერძო სექტორისა და მომხმარებლის ინტერესების დაბალანსების საუკეთესო მაგალითს.
“საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია შესანიშნავად მუშაობს. ჩვენ მათთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, რათა შევიმუშაოთ ისეთი სატარიფო სტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც წყალმომარაგების სისტემის განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელ საინვესტიციო ნაკადებს, ისე ხელმისაწვდომ ფასს მოსახლეობისთვის”.
ბოფილის თქმით, Aqualia მუდმივად მზად არის მჭიდროდ ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან, მარეგულირებელსა და მუნიციპალიტეტებთან, რათა საკუთარი გლობალური გამოცდილება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში წყალმომარაგების სექტორის განსავითარებლად მიმართოს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები