ხოსე ენრიკე ბოფილი: ჩვენი უმთავრესი მისია მოსახლეობისთვის ხელშესახები, რეალური სარგებლის მოტანაა
ფოტო: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
წყალმომარაგების სექტორის უმსხვილესი ინვესტორის, Aqualia-ს რეგიონულმა დირექტორმა, ხოსე ენრიკე ბოფილმა გადაცემაში — ბიზნეს ინსაიდერი საქართველო ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის საოპერაციო შედეგებსა და მომსახურების ხარისხზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათი მთავარი პრიორიტეტი თბილისის, რუსთავისა და მცხეთის სტაბილური წყალმომარაგებაა.
ინტერვიუში ხოსე ენრიკე ბოფილმა განმარტა, რომ საქართველოს ბაზარზე Aqualia-ს შემოსვლის შემდეგ წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარებაში ჩადებული კაპიტალი მკვეთრად გაიზარდა, თუმცა ნებისმიერი საინვესტიციო პროექტი თანმიმდევრულ და გონივრულ მიდგომას მოითხოვს.
“წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის ინვესტიციები გადამწყვეტია. დღეს იმაზე ხუთჯერ მეტ ინვესტიციას ვახორციელებთ ჯივიპიში, ვიდრე 2022 წლამდე, სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი თანხის დაბანდებას ვგეგმავთ. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ერთიანად განხორციელებული მასშტაბური ინვესტიციები დიდ გავლენას ახდენს ტარიფზე. იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ მომხმარებლისთვის დამატებითი ფინანსური ტვირთი, საინვესტიციო ტემპი უნდა იყოს პროგრესული და ეტაპობრივი“, — აღნიშნა ბოფილმა.
Aqualia-ს რეგიონულმა დირექტორმა ხაზი გაუსვა, რომ ოთხწლიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად ქსელის დაზიანების სიხშირე და წყალმომარაგების შეზღუდვის რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა, რაც მომხმარებლის ყოველდღიურ ყოფაზე უკვე აისახა. მისი თქმით, სწორედ ადგილობრივ პროფესიონალებთან ერთად მიღწეული პროგრესის დამსახურებაა ჯივიპის გაწევრიანება კომუნალური კომპანიების პრესტიჟულ გლობალურ კავშირშიც — Leading Utilities of the World (LUOW), რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჯივიპის საოპერაციო მაჩვენებლები უკვე საერთაშორისო სტანდარტებს უტოლდება.
“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კომპანია ესპანური კაპიტალის მფლობელია, ჯივიპის გუნდის წევრთა უმრავლესობას ქართველი პროფესიონალები შეადგენენ. რეალურად, ჩვენ ქართული კომპანია ვართ და გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა, საკუთარი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის წინსვლაში. ჩვენი უმთავრესი მისია ამ ქვეყნისა და მისი თითოეული მცხოვრებლისთვის ხელშესახები, რეალური სარგებლის მოტანაა“, — განაცხადა ხოსე ენრიკე ბოფილმა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები