პროკრედიტ ბიზნესი: ლაგვანის მარნის ისტორია
ფოტო: პროკრედიტ ბანკი
ზოგჯერ ერთი ჩვეულებრივი ფრაზა წლების შემდეგ სულ სხვა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. სწორედ ასეთი, ერთი ჩვეულებრივი ფრაზით დაიწყო კახეთში, ახმეტის რაიონში მდებარე ლაგვანის მარნის ისტორიაც.
მარანი 2018 წელს პროფესიით იურისტმა, სანათა წიწუაშვილმა დააარსა. მანამდე მეღვინეობა მისთვის უფრო ოჯახურ ტრადიციასთან, ვენახთან და კახეთში მამის სახლთან დაკავშირებული ნაცნობი ამბავი იყო, ვიდრე საკუთარი პროფესიული მომავლის ნაწილი.
სექტორის შესწავლის შემდეგ პირველი ნაბიჯებიც გადაიდგა და სანათამ მცირე რაოდენობით ბიო და ნიშური ღვინის წარმოება დაიწყო. მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ გამოყენებული ყურძნის ჯიშები აუცილებლად ახმეტის რაიონიდან ყოფილიყო და თითოეულ ბოთლში ადგილობრივი მიწის, კლიმატისა და ახმეტური ვენახების ხასიათი შენარჩუნებულიყო.
ღვინო, კერძები და ქართული სტუმარმასპინძლობა
გარკვეული პერიოდის შემდეგ მარანს ღვინის დეგუსტაციებიც დაემატა. სტუმრებს შეეძლოთ ადგილობრივი ყურძნისგან დაყენებული ღვინის დაგემოვნება და ქვევრის ტრადიციის გაცნობა. სადეგუსტაციო მენიუს მოგვიანებით ავთენტური, რეგიონისთვის დამახასიათებელი კერძებიც შეემატა და დღეს ლაგვანის მარანი ტურისტებს რეგულარულად მასპინძლობს.
“ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტორებმა მარანი მხოლოდ ღვინის დასაგემოვნებელ ადგილად არ აღიქვან. მინდა, აქედან ქართული ღვინის, ადგილობრივი სამზარეულოს, ახმეტის ტრადიციებისა და იმ ისტორიის ცოდნით წავიდეს, რომელმაც ეს ადგილი შექმნა“.
განვითარება, რომელიც გრძელდება
ამ გზაზე სანათას საკუთარი მიზნების მიღწევასა და ბიზნესის განვითარებაში პროკრედიტ ბანკი უჭერს მხარს. პროკრედიტთან თანამშრომლობით ის გეგმებს ეტაპობრივად აღწევს.
სამომავლო მიზნები მხოლოდ მარნით არ შემოიფარგლება. ლაგვანის მარნის ტერიტორიაზე ახლა საცხობი შენდება, რომელშიც პატარა კაფეც განთავსდება. მალე სტუმრებს ღვინოსა და ადგილობრივ კერძებთან ერთად ახლად გამომცხვარი პურით, სხვა საცხობი პროდუქტებითა და საკონდიტრო ნაწარმითაც გაუმასპინძლდებიან.
ახალი სივრცე მარნის ბუნებრივი გაგრძელება იქნება ადგილი, სადაც ერთმანეთს ღვინო, პური, ადგილობრივი სამზარეულო და ქართული სტუმარმასპინძლობა გაერთიანდება.
ლაგვანის მარანი მხოლოდ ბიზნესის ისტორია არ არის.
ყველაფერი მამის ერთი, თითქოს ჩვეულებრივი ფრაზით დაიწყო: მოდი, აქ მარანი გავაკეთოთ.
ეს იყო იდეა, რომელიც შვილმა რეალობად აქცია. მამისეულ ვენახებზე შექმნა მარანი და დღეს სიყვარულითა და შრომით აგრძელებს მის განვითარებას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები