Studio Fuksas ე.წ. რიყის დოქებისთვის ახალი ფუნქციის მოძიებას ითხოვს
იტალიური არქიტექტურული ბიურო Studio Fuksas ე.წ. რიყის დოქების დაგეგმილი დემონტაჟის შეჩერებას და შენობისთვის ახალი ფუნქციის მოძიებას ითხოვს. მათ განცხადებას გამოცემა Dezeen ავრცელებს.
Studio Fuksas აცხადებს, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში არაერთხელ სცადა დაჰკავშირებოდნენ თბილისის ხელისუფლებასა და შენობის მფლობელებს, თუმცა პასუხი ვერ მიიღო.
"ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სტუდია არაერთხელ გამოვიდა ინიციატივით, საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ემუშავა ალტერნატიული გადაწყვეტილებების მოძიებაზე, რომლებიც ამ სიმბოლური შენობის შენარჩუნებისა და ახალი დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობას შექმნიდა, რითაც თავიდან ავიცილებდით, ჩვენი შეფასებით, ნაადრევ და შეუქცევად დემონტაჟს.
საერთაშორისო აღიარებისა და არაერთი ჯილდოს მქონე არქიტექტურული ნამუშევრის დაკარგვა კულტურული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი დანაკარგი იქნება", —აცხადებენ Studio Fuksas-ში.
სტუდიის განცხადებით, შენობა საზოგადოებრივი სახსრებით აშენდა და მისი დემონტაჟი დამატებით საბიუჯეტო ხარჯებსაც მოითხოვს, ნაცვლად იმისა, რომ შეფასდეს მისი ხელახალი გამოყენებისა და განახლების პოტენციალი.
"საკონცერტო დარბაზის დანგრევა ასევე ნიშნავს, რომ თბილისი დაკარგავს უნიკალურ კულტურულ სივრცეს — კლასიკური მუსიკის საკონცერტო დარბაზსა და თანამედროვე ხელოვნების მნიშვნელოვან ცენტრს, რომელსაც ყოვლისმომცველი რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში მომავალ თაობებსაც შეეძლო მომსახურებოდა", — ნათქვამია განცხადებაში.
მათი თქმით, ამ წინადადებებს არანაირი პასუხი არ მოჰყოლია.
Studio Fuksas აკრიტიკებს როგორც შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილებას, ისე ქალაქის ხელისუფლებისა და ამჟამინდელი მფლობელების მხრიდან დიალოგის ნაკლებობას. რადგან ამ დრომდე არ გამოცხადებულა, რა აშენდება რიყის საკონცერტო დარბაზის ადგილას, თუმცა წარსულში ამ ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის იდეა განიხილებოდა.
"სამოც წელზე მეტი ხნის პროფესიული საქმიანობის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც Studio Fuksas-ს მისი ერთ-ერთი პროექტის დემონტაჟი ემუქრება ისე, რომ ალტერნატიული გზების განხილვაში მონაწილეობის მისაღებად არც კი მიუწვევიათ.
არც საჯარო უწყებებს და არც სხვა დაინტერესებულ მხარეებს, ჩვენი არაერთგზის მზადყოფნის მიუხედავად, სტუდიასთან თანამშრომლობის სურვილი არ გამოუხატავთ. Studio Fuksas კატეგორიულად ეწინააღმდეგება როგორც შენობის დემონტაჟს, ისე მისი მომავლის შესახებ ღია დიალოგის არარსებობას.
თბილისს ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა, დაუსრულებელი პროექტი განახლების, ინოვაციისა და საერთაშორისო ღიაობის სიმბოლოდ აქციოს. ნუ დავკარგავთ ამ შესაძლებლობას", — წეროა განცხადებაში.
Studio Fuksas, რომელიც არქიტექტორებმა მასიმილიანო და დორიანა ფუქსასებმა დააარსეს, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქიტექტურული ბიუროა. სტუდიის ბოლო პროექტებს შორისაა მონაკოს სანაპიროზე დაგეგმილი Sogenannte "ვერტიკალური პარკი".
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები