რუსეთთან კავშირების გამო, უნგრეთში პეტერ სიიარტოს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
უნგრეთის ხელისუფლებამ პეტერ სიიარტოს წინააღმდეგ, რუსეთთან სავარაუდო კავშირების გამო, გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა პეტერ მადიარმა განაცხადა.
"რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გამოძიება უკვე დაწყებულია. როდესაც საზოგადოებისთვის გასაზიარებელი ინფორმაცია გვექნება, მას აუცილებლად გავასაჯაროებთ", — განაცხადა მადიარმა.
მას საქმის დეტალებზე არ უსაუბრია და აღნიშნა, რომ არ სურს წინასწარ განსაზღვროს გამოძიების შედეგები. მისი თქმით, საქმეში ფიგურირებს საიდუმლო დოკუმენტები, საგარეო საქმეთა სამინისტროს მასალები და სხვა ინფორმაცია.
ჟურნალისტების შეკითხვა სიიარტოს პარლამენტიდან წასვლისა და ჩინურ კომპანია BYD-ში გადასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა. ახალ სამსახურში სიიარტო საგარეო ურთიერთობებსა და ბიზნესის ახალი მიმართულებების განვითარებას უხელმძღვანელებს.
ამ გადაწყვეტილებამ უნგრეთში ინტერესთა შესაძლო კონფლიქტთან დაკავშირებით კითხვები გააჩინა, რადგან უნგრეთის მთავრობა წლების განმავლობაში მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევდა ჩინურ კომპანიას, ხოლო მედიის ცნობით, სიიარტო საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში მის ინტერესებს ლობირებდა.
მადიარმა განაცხადა, რომ სიიარტოს BYD-ში დანიშვნა უნგრეთის მთავრობისა და ჩინური კომპანიის ურთიერთობებზე გავლენას არ მოახდენს, თუმცა, მისი თქმით, "ნორმალურ დემოკრატიაში" მსგავსი ვითარება წარმოუდგენელი იქნებოდა.
პრემიერმინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება BYD-სა და სიიარტოს შორის კავშირებსაც შეისწავლის.
გამოძიება The Washington Post-ში გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ დაიწყო. გამოცემა წერდა, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგაც სიიარტო მჭიდრო კონტაქტს ინარჩუნებდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან და ევროკავშირის შეხვედრებს შორის შესვენებების დროს მას მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას აწვდიდა.
მოგვიანებით, საერთაშორისო გამომძიებელთა ჯგუფმა, სავარაუდოდ, ფარული ჩანაწერების საფუძველზე მომზადებული მასალები გამოაქვეყნა. გამოცემის შეფასებით, ეს მასალები მიუთითებს, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კრემლის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებდა, მათ შორის ევროკავშირის სანქციების სიებიდან რუსი ფიზიკური და იურიდიული პირების ამოღების ხელშეწყობით.
საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის დროს მადიარი სიიარტოს უნგრეთისა და ევროპის ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებაში ადანაშაულებდა და ამას "სამშობლოს ღალატს" უწოდებდა. ამავე პერიოდში იგი აცხადებდა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ამ საქმეზე გამოძიებას დაიწყებდა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები