ირაკლი კობახიძემ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი კელი დეგნანი "პოლიტიკური ტერორის" აქტში დაადანაშაულა
მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ, საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, კელი დეგნანი "პოლიტიკური ტერორიზმის" აქტში დაადანაშაულა.
16 ივლისს, პროსამთავრობო ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ ორგანიზებულ მინისტერიალზე ისაუბრა, რომელიც "პოლიტიკური ტერორიზმის" წინააღმდეგ ბრძოლას ეძღვნება და მასში საგარეო უწყების ხელმძღვანელი, მაკა ბოჭორიშვილიც იღებს მონაწილეობას.
კობახიძის განმარტებით, "საქართველოს მაგალითი ერთ-ერთი საუკეთესოა, როდესაც საუბარი გვაქვს პოლიტიკურ ტერორიზმზე". მისივე განმარტებით, ის ფაქტი, რომ ქვეყანამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში "რევოლუციის ხუთი ძალადობრივი ქმედება" გამოიარა, "სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური ტერორი".
"2020 წლის ბოლო პერიოდიდან მოყოლებული, ჩვენი ქვეყანა და მოსახლეობა მუდმივი პოლიტიკური ტერორის ქვეშ არის. რა პროცესებიც გამოვიარეთ — მხოლოდ რევოლუციის ხუთი მცდელობა — ეს სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური ტერორი. როდესაც ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანაში რევოლუციის ხუთი მცდელობა გაქვს, საიდანაც ოთხი ძალადობრივია, ეს სწორედ ამაზე მეტყველებს," — განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის განმარტებით, "გამჭვირვალობის კანონის" მიღება, "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანა, ადმინისტრაციული ნორმების გამკაცრება და "სიძულვილთან ბრძოლის" რეგულაციების შემოღება პოლიტიკურ ტერორიზმთან ბრძოლას ემსახურება.
"აგენტურა მუდმივად [პოლიტიკური ტერორიზმით] არის დაკავებული. მათ თავის დროზე ოპოზიციასაც ვუწოდებდით, თუმცა დღეს მათ ამას ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვუწოდებთ — ეს არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურა, რომელსაც აქვს ერთადერთი დავალება და დაკვეთა საქართველოს მოსახლეობა მუდმივი პოლიტიკური ტერორის ქვეშ ამყოფოს.
ჩვენ ბევრი ნაბიჯი გადავდგით ამ პოლიტიკური ტერორის აღსაკვეთად, მათ შორის, გამჭვირვალობის კანონი იყო სწორედ კანონი პოლიტიკური ტერორის წინააღმდეგ. სხვა ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგა — "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილებები, სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციული ნორმების გამკაცრება, მათ შორის, ის რეგულაციები, რომლებიც უკავშირდება სიძულვილის გავრცელებას — ეს ყველაფერი არის კანონმდებლობა და ნაბიჯები პოლიტიკური ტერორის წინააღმდეგ," — განაცხადა კობახიძემ.
შემდეგ კობახიძემ გაიხსენა შემთხვევა, როდესაც საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, კელი დეგნანმა, გამჭვირვალობის კანონის მიღების დღე შეაფასა, როგორც "შავი დღე დემოკრატიისთვის". კობახიძის თქმით, კელი დეგნანის ეს განცხადება "პოლიტიკური ტერორის აქტი" იყო და მან ქართველ ხალხს ამით "სამარცხვინო ტყუილი" აკადრა.
"თქვენ გახსოვთ, როდესაც ჩვენ გამჭვირვალობის შესახებ კანონს ვიღებდით, გამოვიდა წინა ადმინისტრაციის წარმომადგენელი, მაშინდელი ელჩი [კელი დეგნანი] და განაცხადა, რომ ეს იყო შავი დღე ქართული დემოკრატიისთვისო. ესეც პოლიტიკური ტერორის აქტი იყო.
ის განცხადება, რომელიც მაშინდელმა ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა გააკეთა, ასევე პოლიტიკური ტერორის აქტი გახლდათ, როდესაც მან სამარცხვინო ტყუილი აკადრა ქართველ ხალხს და ამით ხელოვნურად წაახალისა რევოლუციური პროცესები ჩვენს ქვეყანაში," — განაცხადა კობახიძემ.
"პოლიტიკურ ტერორზე" საუბრისას კობახიძემ ასევე მაგალითად მოიყვანა პარტია მოქალაქეების ყოფილი წევრი ალეკო ელისაშვილი, რომელსაც [გარკვეულ ქმედებაზე] თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მისი თქმით, უცხოელმა წარმომადგენლებმა ელისაშვილის მიმართაც კი "იკადრეს თანაგძნობის" გამოხატვა.
"ერთ-ერთი მაგალითი იყო ელისაშვილის შემთხვევაც, რომელმაც პირდაპირ ტერორისტული აქტი მოაწყო — სასამართლოს შენობის დაწვას ცდილობდა და მის მიმართაც კი იკადრეს თანაგრძნობის გამოხატვა. მათ შორის, ევროკავშირის ელჩმაც. რეალურად, თუ ჩავუღრმავდებით მის განცხადებას, მან ტერორისტულ აქტს გამოხატვის თავისუფლების გამოვლინება უწოდა," — განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე პარტია ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ "აგენტურული ჯგუფის მხარდამჭერები და თანამოაზრეები" არიან: კაია კალასი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, მარტა კოსი, კელი დეგნანი და CIA.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები