"ვერც ერთმა ინვესტორმა ვერ შეძლო ამ, ეგრეთ წოდებულ კულტურულ ძეგლის ჭკუაზე მოყვანა" — მამუკა მდინარაძე ე.წ. რიყის დოქებზე
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟსა და იტალიური არქიტექტურული ბიურო Studio Fuksas-ის განცხადებაზე გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, "ვერც ერთმა ინვესტორმა ვერ შეძლო ამ, ეგრეთ წოდებულ კულტურულ ძეგლის ჭკუაზე მოყვანა". მან ისიც თქვა, რომ მისი ინფორმაციით, მეპატრონეები "მზად არიან, რომ კი არ დაანგრიონ, დანგრევით არავინ ანგრევს, დაშალონ და საჩუქრად გადასცენ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვისაც სხვა ადგილზე მოუნდება მისი აწყობა".
"ვერც ერთმა ინვესტორმა ვერ შეძლო ამ, ეგრეთ წოდებულ კულტურულ ძეგლის ჭკუაზე მოყვანა, როგორც ჩვენთან ვიტყვით ხოლმე. კონდიცირება და ესე იგი, სისტემა, რომელიც ელემენტარულად არსებობს, რომ შეხვიდე შიგნით, თავშესაფარში და გადარჩენის საშუალება რომ მოგეცეს, ჯდება გაცილებით ძვირი ვიდრე თავად ეს შენობა. ყველა ის, ვინც ოდნავ შეხებაში იყო ამ შენობასთან, ამბობდა, რომ ჯერ ერთი, უხარისხოდ ნაშენებია, მხოლოდ და მხოლოდ ვიზუალზეა გათვლილი და მერე მეორე, შეუძლებელი იყო მასში რაიმეს განთავსება, ან სჭირდებოდა ორი იმდენის დახარჯვა, რომ გაგრილების სისტემა ნორმალურ კონდიციამდე მიეყვანათ.
არ მგონია ვცდებოდე, მეპატრონეები, ვისი საკუთრებაც არის დღეს, მზად არიან, მე უკაცრავად, მოვლენებს გავასწრებ, შეიძლება მათ ამის განცხადებაც უნდოდათ, მაგრამ თქვენ მკითხეთ და არ მგონია, რომ უარყონ. მზად არიან, რომ კი არ დაანგრიონ, დანგრევით არავინ ანგრევს, დაშალონ და საჩუქრად გადასცენ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვისაც სხვა ადგილზე მოუნდება მისი აწყობა. და ერთი ადამიანი არ ჩანს ჯერ, ეს გავრცელებული ამბავია ასე თუ ისე, რომელიც ამის მზაობას გამოხატავდა, იმიტომ, რომ ზუსტად იცის ყველამ რა დაუჯდება. ახლა კეთილი ინებონ პატრონებმა, ფული მისცენ, რომელიღაცა მათი ბიზნესმენი დააფინანსებს და ორმაგი რომ დაუჯდება, მერე ხარჯები მოგვიყვნენ ერთი, რამდენად წარმატებულ პროექტს, ახალს ჩაეყარა ოღონდ სხვა ადგილზე საფუძველი.
ეს, რა თქმა უნდა, ცოტა ირონიულად, უკაცრავად ამ ირონიისათვის, მაგრამ კიდევ ვამბობ, როგორც მე ვიცი და ჩემთვის ცნობილია და არ უნდა ვცდებოდე, მზად არიან, რომ საჩუქრად, დაშლილ მდგომარეობაში გადასცენ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვინც გარისკავს და ამ, ეგრეთ წოდებულ კულტურულ ძეგლს, ამ რაღაცას წაიღებს და ააწყობს სადაც უნდა, რომელიმე კერძო ტერიტორიაზე, იმიტომ რომ ორმაგი თუ სამმაგი ჯდება მისი ელემენტარულ კონდიციამდე მიყვანა", — განაცხადა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე.
ცნობისათვის, იტალიური არქიტექტურული ბიურო Studio Fuksas ე.წ. თბილისის რიყის დოქების დაგეგმილი დემონტაჟის შეჩერებას და შენობისთვის ახალი ფუნქციის მოძიებას ითხოვს.
Dezeen-ისთვის გავრცელებულ განცხადებაში Studio Fuksas აცხადებს, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში არაერთხელ სცადეს დაჰკავშირებოდნენ თბილისის ხელისუფლებასა და შენობის მფლობელებს, თუმცა პასუხი ვერ მიიღეს.
"სამოც წელზე მეტი ხნის პროფესიული საქმიანობის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც Studio Fuksas-ის ერთ-ერთ პროექტს დემონტაჟი ემუქრება ისე, რომ ალტერნატიული გზების განხილვაში მონაწილეობის მისაღებად არც კი მიგვიწვიეს.
არც საჯარო უწყებებს და არც სხვა დაინტერესებულ მხარეებს, ჩვენი არაერთგზის მზადყოფნის მიუხედავად, სტუდიასთან თანამშრომლობის სურვილი არ გამოუხატავთ. Studio Fuksas კატეგორიულად ეწინააღმდეგება როგორც შენობის დემონტაჟს, ისე მისი მომავლის შესახებ ღია დიალოგის არარსებობას.
თბილისს ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა, დაუსრულებელი პროექტი განახლების, ინოვაციისა და საერთაშორისო ღიაობის სიმბოლოდ აქციოს. ნუ დავკარგავთ ამ შესაძლებლობას", — ნათქვამია Studio Fuksas-ის განცხადებაში.
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები