მამუკა მდინარაძე: ვინ ეკითხებოდათ კელი დეგნანს ან ვინმე სხვას, რაღაცა კანონის შეფასებას "დემოკრატიის შავ დღედ?"
ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის "პოლიტიკური ტერორიზმის" აქტში დადანაშაულება ბრიფინგზე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ შეაფასა. მისი თქმით, არავინ "ეკითხებოდა კელი დეგნანს ან ვინმე სხვას, რომ კანონი შეეფასებინათ, როგორც "დემოკრატიის შავი დღე.
მისი თქმით, "ქვეყნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯერ ერთი, მინიშნებაც კი არ უნდა გააკეთოს ისეთი, რომელიც აშკარად გამოხატავს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას".
"ხალხი, პირდაპირი გაგებით, ლამის ცემაზე გადმოვიდა. ოთახებში იყო მუჭების და ხელების ბრახუნი მაგიდებზე, ომის მოთხოვნით. და თქვენ მხოლოდ "იმის გამო" ამას ეძახით... მაშინ დავყოლოდით რაღაც ნებებს, არ დავკონკრეტდები ამ მოცემულ შემთხვევაში, და შევსულიყავით, გვეომა და მერე ვიძახებდით, რომ ტრილიონებს მოგვცემენო, მოგვცემდნენ რამდენიმე მილიარდს სესხად და გაუბედურებული ეკონომიკა, დახოცილი ადამიანები – ეს გვექნებოდა. და ნიკა გვარამიასავით მერე ტრილიონებს მოგვცემენო და ვილაპარაკებდით, რა კარგია, რომ ხალხი დაგვეხოცა, მაგრამ ტრილიონებს მოგვცემენ, მოგვცემდნენ რამდენიმე მილიარდს, ისიც სესხად და სისხლად გამოგვადენდნენ, როგორც იტყვიან ხოლმე ჩვენთან ძალიან ხშირად, ყველაზე მძაფრად რომ უნდათ გადმოცემა რაღაც მოვლენის.
"დემოკრატიის შავი დღე", ვინ ეკითხებოდათ კელი დეგნანს ან ვინმე სხვას, რაღაცა კანონის შეფასებას "დემოკრატიის შავ დღედ"? დიახ, ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის წარმომადგენლები ასე უხეშად და ტერორიზმთან გათანაბრებული ფორმით, ვერბალური ტერორიზმთან გათანაბრებული ფორმით ერეოდნენ საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს შიდა საქმეებში. კი, წინა ადმინისტრაციას ვადანაშაულებ, პოლიტიკურ ტერორს ახორციელებდა საქართველოში, დიახ", — თქვა მდინარაძემ.
ტვ პირველის ჟურნალისტის კითხვაზე, საქართველოს მთავრობის მეთაურის შეფასება რამდენად შეუწყობს ხელს საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების ნორმალიზებას, მდინარაძემ განაცხადა, რომ "არაფორმალური გავლენა "დიფ სთეითის" იფიქრებენ, რომ კვლავ ძალაშია, "თუ ეს ხარვეზები ქვეყნებს შორის ურთიერთობაში აშშ-ის მხრიდან არ გამოსწორდა".
"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ნორმალიზებაზე და არა იმაზე, რომ ყველაფერი კარგად არის, და როდესაც ვსაუბრობდით "დიფ სთეითზე", როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით არაფორმალური გავლენების მოქმედებებზე, მათ შორის ადმინისტრაციებთან მიმართებაში, მათ შორის საკუთრივ და კერძოდ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან მიმართებით, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და არ მოვრიდებივართ, რომ გავლენა არაფორმალური, "დიფ სთეითის" და ასე შემდეგ სხვადასხვა ჯგუფების, კვლავ ვიფიქრებთ, რომ ძალაშია – შეიძლება ნაკლებად, მაგრამ მაინც – თუ ეს ხარვეზები ქვეყნებს შორის ურთიერთობაში მათი მხრიდან არ გამოსწორდა. ჩვენ ამას ვამბობთ, არ მოვრიდებივართ", — განაცხადა მდინარაძემ.
გუშინ, 16 ივლისს, მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ, საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, კელი დეგნანი "პოლიტიკური ტერორიზმის" აქტში დაადანაშაულა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები