სტუმრად თიბისიში — ტექნოლოგიები, განათლება და შესაძლებლობები UNFPA-ს საზაფხულო აკადემიის მონაწილე ახალგაზრდებისთვის
ფოტო: თიბისი
ზაფხული ახალი გამოცდილებებისა და აღმოჩენების დროა. სწორედ, ასეთი იყო 15-17 წლის ახალგაზრდებისთვის გურიიდან და ქვემო ქართლიდან ის დღე, როდესაც გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ორგანიზებული საზაფხულო აკადემიის — ახალგაზრდები და მდგრადი, ციფრული მომავალი — ღონისძიების ფარგლებში თიბისის ესტუმრნენ.
UNFPA-სა და თიბისის შორის პარტნიორობის მემორანდუმი გასულ წელს ოფიციალურად გაფორმდა. ამ თანამშრომლობის ერთ-ერთი მიზანი, ახალგაზრდებისთვის ისეთი შესაძლებლობების შექმნაა, რომლებიც მათ განვითარებაში, ცოდნის მიღებასა და მომავლის უკეთ დაგეგმვაში დაეხმარება. სწორედ, ამ პარტნიორობის ფარგლებში გაიმართა შეხვედრაც, რომელმაც ახალგაზრდებს საშუალება მისცა, თიბისის პროფესიონალებისგან მოესმინათ, როგორ იქმნება საერთაშორისოდ აღიარებული ტექნოლოგიური პროდუქტები, როგორ მუშაობენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ერთ გუნდად და რა შესაძლებლობებს სთავაზობს თიბისი ახალ თაობას.
ვიზიტი თიბისის ისტორიული შენობის დათვალიერებით დაიწყო. შემდეგ კი, ახალგაზრდები შეხვდნენ იმ გუნდების ლიდერებს, რომლებიც თიბისიში ყოველდღიურად ქმნიან ახალ შესაძლებლობებს განათლების, ტექნოლოგიებისა და AI-ს მიმართულებით.
ალექსანდრე მაყაშვილმა (თიბისის სტრატეგიული პროექტების ლიდერი) ახალგაზრდებს თიბისის საგანმანათლებლო პროექტებზე უამბო; კოტე ხოფერია (AI და მონაცემთა მართვის დირექტორი) კი ესაუბრა მათ თუ როგორ იყენებს თიბისი ხელოვნურ ინტელექტს ყოველდღიურ საქმიანობაში. ნია გვარამიამ (მარკეტერი) სტუმრებს ის შესაძლებლობები გააცნო, რომლებსაც თიბისი ახალ თაობას სთავაზობს. თიბისის ინფორმაციის მართვის დირექტორმა, ბიძინა მაცაბერიძემ კი, თიბისი ტექსა და იმ საერთაშორისოდ აღიარებულ ინოვაციებზე ისაუბრა, რომლებსაც ტექ ტალანტები თიბისიში ქმნიან.
შეხვედრა დისკუსიით დამთავრდა — კითხვები არ წყდებოდა და ცნობისმოყვარეობაც უფრო და უფრო იზრდებოდა.
სტუმრების განსაკუთრებული ინტერესი, სწორედ, განათლებისა და ტექნოლოგიების მიმართულებებმა გამოიწვია. მათთვის ეს იყო პირველი შესაძლებლობა, ენახათ, როგორ მუშაობს დიდი ტექნოლოგიური კომპანია შიგნიდან და რამდენად მრავალფეროვანია ის პროფესიული გზა, რომელიც ამ სფეროში შეიძლება აირჩიო.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი, ის აღმოჩნდა, რომ ღონისძიება მხოლოდ ინფორმაციის გაზიარებით არ დასრულებულა. ბევრმა მონაწილემ საკუთარი სამომავლო გეგმებიც უფრო ნათლად დაინახა.
ლიზი ქამადაძე (16 წლის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ლესა): “ყველაზე მეტად მომხიბლა იმან, რომ თიბისიმ ბავშვები ჩინეთში, ოლიმპიადაზე გაგზავნა. მეც მინდა, წავიდე საზღვარგარეთ და თიბისი მაძლევს საშუალებას, ვიყო ასეთ ახალგაზრდებს შორის, მივიღო საჭირო ინფორმაცია და ჩავერთო მსგავს პროექტებში. იმის მიუხედავად, რომ თიბისის საქმიანობა პირდაპირ არ უკავშირდება ჩემს სამომავლო პროფესიას, ის ბმაშია იმ ტექნოლოგიებთან, რომლებზეც თიბისი მუშაობს. შეხვედრის შემდეგ მივხვდი, რომ მათი ათვისება აუცილებელია. ვაპირებ, გავიარო თიბისის კურსები, მეც ვისწავლო და სხვებსაც დავეხმარო კარიერის ამ მიმართულებით გაგრძელებაში“.
რომა ბოლქვაძე (17 წლის, მარნეული, სოფელი მარადისი): “რადგან თავად ვგეგმავ მუშაობას software development-ის მიმართულებით, ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრა ჩემი კარიერული განვითარებისთვის განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო. მივიღე ინფორმაცია თიბისის ტექსკოლის შესახებ, სადაც აუცილებლად დავრეგისტრირდები. მისი დახმარებით შევძლებ, პირველი ნაბიჯები გადავდგა ჩემი სამომავლო პროფესიისკენ. დღეს თიბისისგან ვისწავლე, რომ მთავარია გჯეროდეს და ყოველთვის მიჰყვე შენს ოცნებებს“.
მთავარია გჯეროდეს — ეს ფრაზა შეხვედრის დასრულების შემდეგაც დარჩა ახალგაზრდებთან. მათთვის ის მხოლოდ ბრენდის მესიჯი არ ყოფილა; უფრო შეხსენება იყო, რომ დიდი მიზნებისკენ მიმავალ გზაზე ცნობისმოყვარეობა, მიზანსწრაფულობა და საკუთარი თავის რწმენა ყველაზე მნიშვნელოვანი ძალაა. სწორედ, ამ რწმენით დაბრუნდნენ ისინი სახლში — ახალი ცოდნით, ახალი იდეებით, სურვილებითა და მიზნით, რომ მიღებული გამოცდილება თანატოლებსაც გაუზიარონ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები