ირაკლი ტატუნაშვილი აცხადებს, რომ ალან ყაყატაშვილი პოლიციაში ცემამ იმსხვერპლა
ფოტო: პუბლიკა
თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის 37 წლის თანამშრომელი ალან ყაყიტაშვილი, 6 ივნისს, რესტორანში მომხდარი ჩხუბის შემდეგ, მეგობართან, ირაკლი ტატუნაშვილთან ერთად დააკავეს. 7 ივნისს ალან ყაყიტაშვილი დაკითხვის შემდეგ, გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოდან უგონო მდგომარეობაში კლინიკაშ გადაიყვანეს, სადაც ის 2 დღეში გარდაიცვალა.
ირაკლი ტატუნაშვილმა მისი თანამშრომელი და მეგობარი ალან ყაყიტაშვილი ბოლოს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოში ნახა. ტატუნაშვილი "პუბლიკასთან" ვრცელ ინტერვიუში იხსენებს, რომ რესტორანში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, ყაყიტაშვილს რაიმე ისეთი დაზიანება არ აღენიშნებოდა, რაც სიკვდილს გამოიწვევდა.
"ალანთან სახლში შევედით, რომ სახე მოგვეწესრიგებინა. შევხედე ალანს, მხოლოდ ცხვირი ჰქონდა გადახეხილი, მეტი არაფერი სჭირდა. სახე დაწყნარებული ჰქონდა, მელოტი ბიჭი იყო და თავზე საერთოდ არაფერი სჭირდა, კარგად ვაკვირდებოდი," — იხსენებს ტატუნაშვილი.
ტატუნაშვილი იხსენებს, რომ დაკითხვის ოთახში პოლიციელები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
“მე პირდაპირ ამიყვანეს მეორე სართულზე. დივანზე დამსვეს და აბა, "რა მოხდაო?". ექვსი სული მაინც იქნებოდა, ნაკლები არა. არ მახსოვს, ნასვამი ვარ-მეთქი. ამის თქმა იყო და ეგრევე თავში წამოვიდა მუშტები.
თავი აღარ ამაწევინეს. მარტო ის მოვახერხე, რომ თავზე ხელი დავიფარე და მოკუნტული ვიყავი, თავში მირტყამდნენ. ერთ-ერთი, რომ ვეღარ მწვდებოდა, იმდენი რომ იყვნენ, დივანზე ავიდა და წიხლებს მირტყამდა მხრებზე და ნეკნებში. დაბლა დამადგეს და იატაკზე კიდევ მირტყეს. მეთქი, აღარ დამირტყათ ბიჭო, თვალები მაწუხებს-მეთქი, არ დამაბრმავოთ.
თან ამ ცემის დროს ვეუბნებოდი, მერიის თანამშრომელი ვარ, ნუ მირტყამთ. რეაქცია არ ჰქონიათ. როგორც დაიწყეს, ისე გააგრძელეს. ყველა ხელი, რაც კი იმათმა გამოიყენეს, ყველაფერი თავში მომხვდა, კეფაში მომხვდა," — იხსნებს ტატუნაშვილი.
ტატუნაშვილი იხსნებს, რომ მის შემდეგ ამავე ოთახშია ლან ყაყიტაშვილი შეიყვანეს და მასაც ცემა დადუწყეს და მისი მეგობრის ყვირილი ესმოდა. მალევე ყვირილი შეწყდა და ყაყიტაშვილს სასწრაფო დახმარების გამოძახება დასჭირდა.
"მე რომ გამიყვანეს ოთახიდან, მერე ალანი შეიყვანეს. ყვირილის ხმა მესმოდა, აი ტკივილისგან რომ ყვირის ადამიანი ეგეთი ხმები მესმოდა. ალანის ხმა იყო, მაგაში დარწმუნებული ვარ 100 პროცენტით. ბოლოს ერთი ყვირილი გავიგონე და შემდეგ შეწყდა... მაგ შეწყვეტილი ყვირილის ხმიდან მერე უკვე, რამდენიმე წუთში ფანჯრიდან დავინახე, სასწრაფოს მანქანა იყო მოსული, ფანჯრიდან დავინახე. მივხვდი, რომ ალანი ცუდად გახდა..." — იხსნებს ტატუნაშვილი.
ტატუნაშვილმა წინასწარი დაკავების იზოლატორში შეიტყო მეგობრის გარდაცვალების ამბავი. მანამდე იხსნებს, რომ მასზე ფიზიკური ძალადობის შემდეგ პოლიციელი შევიდა და ნიშნისმოგებით ჰკითხა "ვინმემ რამე ხო არ დაგარტყაო, ანუ სიტყვიერი შეურაცხყოფა ხო არ მოგაყენაო?". იგივე კითხვები გაიმეორა პოლიციის განყოფილების უფროსმაც. ტატუნაშვილის აზრით, პოლიციელები ამოწმებდნენ, აპირებდა, თუ არა ის ამ ინფორმაციის მოყოლას.
ტატუანშვილმა დეტალურად გაიხსენა, როგორ აიძულებდნენ მას ცრუ ჩვენების მიცემას ჩხუბში მონაწილე სხვა პირების წინააღმდეგ. მისი თქმით, ზეწოლა მას შემდეგ გაძლიერდა, რაც განყოფილებაში მისი ადვოკატი მოვიდა. ტატუნაშვილს ადვოკატთან დაკავშირების უფლება არ მისცეს, უფლებადამცველმა მის შესახებ ოჯახის ახლობლებისგან შეიწტყო.
"მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ალანი ესეთ მძიმე მდგომარეობაში იყო და ორ დღეში გარდაიცვალა, მაგრამ ახლა ვხვდები, თურმე რა უნდოდათ, ასე რატომ მაწერინებდნენ [ჩვენებას]...
ისეთი რამ უნდა მეთქვა, რომ ბიჭების საწინააღმდეგოდ გამოეყენებინათ. გამომძიებელი იყო ქალი, რომელიც ჩემს ჩვენებას ბეჭდავდა. ვკარნახობდი, შემდეგ წავიკითხავდი ამ დაბეჭდილს და ვეუბნებოდი — არ არის მეთქი ასე, რატომ მიწერთ? სხვა რამეს გეუბნებით, სხვა რამეს მიწერთ! მეთქი არ არის ესე!
ამ გამომძიებელს კონკრეტულად აინტერესებდა, აბა სადომ [ჩხუბის სხვა მონაწილე] როგორ დაგარტყა? "სვომ" როგორ დაგარტყა? მაგაზე მიმახვილებდა ყურადღებას. მე ვეუბნებოდი, რომ მეთქი არ იყო ასე, ჩხუბი მოხდა, მაგრამ თვალებში არ ვუყურებდი ვინ მირტყამდა," — იხსენებს ტატუნაშვილი.
ტატუნაშვილი ინტერვიუში ასევე იხსენებს, რომ მან სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ჩხუბში მონაწილე სხვა პირები არ არიან ალან ყაყიტაშვილის სიკვდილზე პასუხისმგებლები. ამას გარდა, მან მოყვა როგორ გაუსწორდნენ ფიზიკურად მას გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში სამაართალდამცავები. მოსამართლის თქმით, აღნიშნული საქმე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეცემოდა.
ტატუნაშვილი სასამართლომ 9 თვის შემდეგ გაამართლა და უდანაშაულოდ ცნო. მასთან ერთად დაკავებულ ორ პირს კი საპროცესო შეთანხმება გაუფრომდათ და 2 და 6 წლით პატიმრობა შეეფარდათ. ტატუნაშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდნენ.
"პუბლიკას" სიუჟეტიდან ცნობილი ხდება, რომ საპატიმროს დატოვების შემდეგ, ტატუნაშვილს ერთ-ერთმა ბანკმა ანგარიშები დაუყადაღა, რადგან უკანონო პატიმრობაში სესხის გადახდა ვერ შეძლო. ამასთან ერთად, ის “თბილსერვისიდანაც” გაათავისუფლეს და სამი შვილის მამა უმუშევარი დარჩა.
“სამი შვილი მყავს. ყველასთან დავკარგე ეს 9 თვე. განსაკუთრებით ახლა შვილებზე გავამახვილებ ყურადღებას, ამან მარტო ჩემზე კი არ იმოქმედა, ჩემს შვილებზე იმოქმედა, რომ მამა გვერდით არ ჰყავდათ 9 თვე”, — ამბობს ტატუნაშვილი.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები