თუშეთში სტიქიის გამო გზა ჩამოიშალა — შენაქოსა და დიკლოს მიმართულებით მოძრაობა პარალიზებულია
თუშეთში, უხვი ნალექისა და თოვლის ინტენსიური დნობის შედეგად, მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა, რამაც სოფელ შენაქოს საავტომობილო ხიდის მისასვლელი მონაკვეთი მთლიანად დააზიანა და საყრდენი გამოურეცხა — გზა სრულად ჩამოიშალა. აღნიშნული ხიდი ერთადერთი დამაკავშირებელი არტერიაა, რომელიც სოფლებს — შენაქოსა და დიკლოს ომალოსთან და ბარის მიმართულებასთან აკავშირებს. ამის შესახებ ინფორმაციას "თუშეთის დაცული ლანდშაფტი" ავრცელებს.
"მოსახლეობისა და ვიზიტორების საყურადღებოდ.
თუშეთში უხვი ნალექისა და თოვლის ინტენსიური დნობის შედეგად, მდინარეების დონემ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. აღნიშნული სტიქიური მოვლენების გამო, სოფელ შენაქოს საავტომობილო ხიდის მისასვლელ მონაკვეთზე წყლის ნაკადმა სრულად გამორეცხა საყრდენი, რამაც გზის საფუძვლის მთლიანი ჩამოშლა გამოიწვია. აღნიშნული ხიდი უზრუნველყოფს სოფლების — შენაქოსა და დიკლოს კავშირს სოფელ ომალოსთან, ასევე, ბარის მიმართულებასთან", — აღნიშნულია განცხადებაში.
"თუშეთის დაცული ლანდშაფტი" მოუწოდებს ადგილზე მყოფ მოქალაქეებსა და ტურისტებს, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ, დარჩნენ თავშესაფრებში და თავი შეიკავონ დაზიანებული ინფრასტრუქტურისკენ გადაადგილებისგან. გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში, მათ დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ 112-ს ან უწყების წარმომადგენელს.
"თუ იმყოფებით სოფელ შენაქოს ან დიკლოს ტერიტორიაზე, გთხოვთ, დარჩეთ სახლში, საოჯახო სასტუმროებში და თავი შეიკავოთ ხიდის მიმართულებით გადაადგილებისგან.
ნებისმიერი ლოგისტიკური, სამედიცინო თუ გადაუდებელი საჭიროების წარმოქმნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს (112) ან ადმინისტრაციას (საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: +995 599 004 972 — ლადო კახოიძე)", — წერია განცხადებაში.
ამასთანავე, განცხადებაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საფრთხე ჯერ კიდევ რეალურია, ვინაიდან გრუნტის ჩამოშლის პროცესი ამ დრომდე გრძელდება. შესაბამისი სამსახურები უკვე საქმის კურსში არიან და გეგმავენ შემდგომ ნაბიჯებს, ხოლო გზაზე მოძრაობის აღდგენის თაობაზე საზოგადოებას ინფორმაცია ეტაპობრივად მიეწოდება.
"უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით, მკაცრად აკრძალულია დაზიანებულ საგზაო მონაკვეთთან ტრანსპორტით მიახლოება, ვინაიდან გრუნტის ჩამოშლის პროცესი კვლავ დინამიურია.
შემქნილი ვითარების შესახებ ოპერატიულად არის ინფორმირებული ყველა პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყება. მიმდინარეობს კოორდინირებული მუშაობა პრევენციული ღონისძიებებისა და შემდგომი ნაბიჯების დასაგეგმად.
ომალო — შენაქო — დიკლოს საავტომობილო გზაზე მოძრაობის აღდგენისა და მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია ეტაპობრივად გავრცელდება", — წერს "თუშეთის დაცული ლანდშაფტი".
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები