თიბისის და FMO-ს პარტნიორობა — 210 მლნ აშშ დოლარი ბიზნესებისა და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად
ფოტო: თიბისი
თიბისიმ, ნიდერლანდელის განვითარების ბანკთან — FMO და მის პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებთან, 210 მილიონი დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმა. აღნიშნული ტრანზაქცია FMO-ს ყველაზე მასშტაბური დაფინანსებაა, როგორც საქართველოში, ისე რეგიონში, რაც ფინანსური სექტორის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების ნდობას უსვამს ხაზს.
ფინანსური რესურსი საქართველოში, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას მოხმარდება, განსაკუთრებულად პრიორიტეტული სოფლის მეურნეობის განვითარების, რეგიონებისა და ახალგაზრდა მეწარმეების ხელშეწყობაა. დაფინანსების 30% მწვანე ინიციატივების მხარდაჭერას დაეთმობა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს თიბისის მდგრადი განვითარების სტრატეგიას.
ტრანზაქციის წარმატებით განხორციელებაში, FMO-სთან ერთად, თიბისის როგორც ახალი, ისე მრავალწლიანი პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტები მონაწილეობდნენ: Mashreq ბანკი, აბუდაბის კომერციული ბანკი (ADCB), დუბაის კომერციული ბანკი (CBD), Commerzbank და BlueOrchard-ის მიკროსაფინანსო ფონდი (BOMF).
“მოხარული ვარ, რომ FMO-სთან პარტნიორობით და ხუთი საერთაშორისო ფინანსური პარტნიორის ჩართულობით, თიბისის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სინდიცირებული დაფინანსების მოზიდვა შევძელით. ეს ფინანსური რესურსი მთლიანად მიმართული იქნება მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერისკენ. ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, ვიყოთ მთავარი ფინანსური პარტნიორი იმ ადამიანებისა და ბიზნესებისთვის, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. 210 მილიონი აშშ დოლარის შეთანხმება, ხაზს უსვამს საერთაშორისო ინვესტორების ნდობას თიბისის, როგორც სტაბილურად მზარდი ფინანსური ინსტიტუციის მიმართ“, — გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
“ვამაყობთ, რომ FMO აღნიშნულ ტრანზაქციის ორგანიზატორი ფინანსური ინსტიტუტია. ეს თანამშრომლობა თიბისისთან კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მრავალწლიან პარტნიორობასა და ნდობას საქართველოს ფინანსური სექტორის მიმართ. 210 მლნ დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულება ნათლად აჩვენებს ჩვენს მიზანს — კერძო კაპიტალით მხარი დავუჭიროთ სხვადასხვა სექტორის განვითარებას. რთული გეოპოლიტიკური გარემოს მიუხედავად, ტრანზაქციის წარმატებით დასრულება სპარსეთის ყურის რეგიონის ფინანსური ინსტიტუტების მონაწილეობით, კიდევ ერთხელ ადასტურებს გამორჩეული საინვესტიციო შესაძლებლობების არსებობას რეგიონში“, — ჰუიბ-იან დე რუიტერი, FMO-ს ინვესტიციების მთავარი თანახელმძღვანელი.
სასესხო ხელშეკრულების ხელმოწერის ღონისძიება თიბისი კონცეპტის სივრცეში გაიმართა და მას თიბისის და FMO-ს, ასევე, ტრანზაქციაში მონაწილე ბანკების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები