ბედნიერი არ ვიყავი — ჯიმ პარსონსი The Big Bang Theory-ში გატარებულ წლებს იხსენებს
ფოტო: CBS
ჯიმ პარსონსი 12 წლის განმავლობაში დიდი აფეთქების თეორიის მთავარი სახე იყო, თუმცა სერიალზე მუშაობამ მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედა. მსახიობის თქმით, ამ პერიოდში ხშირად თავს "უბედურად" გრძნობდა.
ჯიმ პარსონსი CBS-ის პოპულარულ სიტკომში შელდონ კუპერის როლს 2007-დან 2019 წლამდე ასრულებდა. სერიალმა მსახიობს მსოფლიო პოპულარობა მოუტანა და, როგორც ამბობს, იმ პერიოდს მისი ცხოვრების რამდენიმე საუკეთესო მომენტიც უკავშირდება. მიუხედავად ამისა, წარსულს რომ იხსენებს, მსახიობი აცნობიერებს, რომ ბევრი თვალსაზრისით თავს უბედურად გრძნობდა.
"ბედნიერი არ ვიყავი, თავს მუდმივად დაძაბულად ვგრძნობდი. ისეთი განცდა მქონდა, რომ ერთდროულად ძალიან ბევრი რამ უნდა მეკონტროლებინა და ჩემს ცხოვრებაში არსებული წარმატება თუ ყველაფერი კარგი მხოლოდ ამ გადაჭარბებული შრომისა და დისციპლინის შედეგი უნდა ყოფილიყო", — თქვა მან ერთ-ერთ პოდკასტში.
ფოტო: CBS
ჯიმ პარსონსის თქმით, იმ პერიოდს "არცერთი თანხის სანაცვლოდ" აღარ დაუბრუნდებოდა, რადგან მისი შრომისმოყვარეობა საბოლოოდ თითქმის აკვიატებულ ქცევაში გადაიზარდა.
"დიახ, დისციპლინირებული ვიყავი და კარგი სამუშაო ეთიკაც მქონდა, მაგრამ ამის დიდი ნაწილი ერთგვარ აკვიატებას ჰგავდა. თავში სულ იმ საქმეების ჩამონათვალი მქონდა, რომლებიც აუცილებლად უნდა შემესრულებინა, რათა თავი მშვიდად მეგრძნო და დარწმუნებული ვყოფილიყავი, რომ ჩემს საქმეს კარგად გავაკეთებდი. ახლა აღარ მგონია, რომ ეს მართლაც აუცილებელი იყო", — დასძინა მსახიობმა.
ფოტო: CBS
Entertainment Weekly-ის ცნობით, სერიალი მას შემდეგ დასრულდა, რაც ჯიმ პარსონსმა მე-13 და მე-14 სეზონებში მონაწილეობისთვის შეთავაზებულ $50 მილიონზე უარი თქვა.
დიდი აფეთქების თეორია CBS-ის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სერიალად იქცა, ხოლო მისი მთავარი მსახიობები, მათ შორის კეილი კუოკო, კუნალ ნაიარი და საიმონ ჰელბერგი, ტელევიზიის ყველაზე მაღალანაზღაურებად ვარსკვლავებს შორის მოხვდნენ.
23 ივლისს სერიალის მეორე სპინ-ოფის, Stuart Fails to Save the Universe-ის პრემიერა იგეგმება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები