SJC ბოლო თვეებში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ფიზიკური ძალადობის შესახებ გავრცელებულ შემთხვევებს ეხმაურება
არასამთავრობო ორგანიზაცია "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ბოლო თვეებში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ფიზიკური ძალადობის შესახებ გავრცელებულ შემთხვევებს ეხმაურება. ორგანიზაციის შეფასებით, აღნიშნული ფაქტები დაკავებულების მიმართ არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკის ნორმალიზების მკაფიო დადასტურებაა.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ბოლო პერიოდში გახმაურებული საქმეები აჩვენებს, რომ სამართალდამცავთა მხრიდან ძალადობა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ცალკეული თანამშრომლების ერთეულ გადაცდომებს გასცდა. მათივე თქმით, საპოლიციო ძალადობა სისტემის ყოველდღიურობად იქცა, რასაც სახელმწიფოს პოლიტიკური ნების არარსებობა, ინსტიტუციური კონტროლის სისუსტე, დაუსჯელობის კულტურა და პოლიტიკური გავლენები განაპირობებს. ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისისა და დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტების ფონზე, პოლიცია სულ უფრო მეტად გამოიყენება პოლიტიკური პროცესების სამართავად, ხოლო მედიით გაშუქებული ფაქტები ძალადობის რეალური მასშტაბის მხოლოდ მცირე ნაწილია, რადგან მსხვერპლთა უმეტესობა ანგარიშსწორების შიშით დუმს.
"ბოლო პერიოდში გახმაურებული არაერთი საქმე აჩვენებს, რომ სამართალდამცავთა მხრიდან ძალადობა, არასათანადო მოპყრობა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება უკვე დიდი ხანია ცალკეული თანამშრომლების ერთეულ გადაცდომებს გასცდა და საპოლიციო ძალადობა სისტემის ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილად იქცა, რასაც სახელმწიფოს პოლიტიკური ნების არარსებობა, ინსტიტუციური კონტროლის სისუსტე, დაუსჯელობის კულტურა და პოლიტიკური გავლენები ქმნის.
ბოლო წლებში საქართველოში პოლიტიკური კრიზისის და დე ფაქტო ავტორიტარიზმის ფორმალიზებამ ეს პრობლემა კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩინა. დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტებამ, მმართველი პარტიის ხელში ძალაუფლების კიდევ უფრო მაღალმა კონსოლიდაციამ, პოლიტიკური პლურალიზმის შეზღუდვამ და ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის სტანდარტების გაუარესებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი პოლიციის პოლიტიკური პროცესების სამართავად გამოყენებას.
მედიით გაშუქებული შემთხვევები, სავარაუდოდ, სამართალდამცავთა მხრიდან ძალადობის რეალური მასშტაბის მხოლოდ მცირე ნაწილია. ძალადობის მსხვერპლთა უმეტესობა, სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ საუბარს შურისძიების, უკანონო დევნის, ახალი ბრალდების წარდგენის, მტკიცებულებების გაყალბების ან სხვა ფორმით ანგარიშსწორების შიშით ერიდება", — წერს "სოციალური სამართლიანობის ცენტრი".
"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" გამოხმაურება სრულად წაიკითხეთ აქ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები