თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება აეკრძალათ
თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება აეკრძალათ — ამის შესახებ დაზარალებული ქალის ადვოკატმა, ლალი აფციაურმა, NEWS.On.ge-ს განუცხადა.
მისი განმარტებით, აღნიშნული აკრძალვა მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებს უკავშირდება და მას ოფიციალური სახე არ აქვს.
"რამდენიმე დღის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებებია ჩასატარებელი და გამოძიებამ ითხოვა, რომ ქვეყნიდან არ გასულიყვნენ. პირველ სამ დღეში ყველაფრის მოსწრებაა საჭირო. ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს ხელმეორედ გამოკითხავენ. ოფიციალური, წერილობითი აკრძალვა არ არსებობს — ეს სიტყვიერი თხოვნა იყო," — განაცხადა ადვოკატმა.
მისივე თქმით, ინციდენტში მონაწილე ქალები ეროვნებით უკრაინელები არიან, თუმცა რუსეთის მოქალაქეობა აქვთ. უშუალოდ დაზარალებული ქალი რუსეთისა და თურქეთის მოქალაქეა.
კითხვაზე, არსებობს თუ არა იმის შანსი, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს, ადვოკატმა ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.
ლალი აფციაური კი ამტკიცებს, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალები ქორწილის მონაწილეებს შეურაცხყოფას აყენებდნენ. რაც შეეხება გიორგი ჭიღლაძის ყელის არეში არსებულ დაზიანებებს, ადვოკატის თქმით, "ექსპერტიზა დაადგენს" რა ტიპის დაზიანებაა.
"არ ვფიქრობ, რომ ბრალდებულის წინააღმდეგ რაიმე საგამოძიებო მოქმედებების დასაწყებად საფუძველი არსებობს, ამას ხომ კონკრეტული მტკიცებულება სჭირდება? რის საფუძველზე უნდა დაიწყონ დევნა? დადასტურებულია, რომ ამ გოგონებმა ვინმეს აგინეს?
ქორწილის სტუმრები, როგორც დაინტერესებული მხარეები, ბრალდებულის სასარგებლო ჩვენებებს აძლევენ გამოძიებას. აბა, სხვა რა უნდა თქვან მას შემდეგ, რაც ამ ქალბატონს დაარტყეს?
[გიორგი ჭიღლაძის დაზიანებებზე] ჩატარდეს ექსპერტიზა და მან დაადგინოს, ეს ხელით მიყენებული ზიანია თუ რაიმე სხვა საგნით... შეიძლება მე საყელოზე ძლიერად მოგქაჩოთ და ეს ადგილი დაგილურჯდეთ, რადგან საყელოს ნაჭერი უხეში მატერიაა.
ერთადერთი, რასაც ვუყურებ და ეჭვი მეპარება — როგორ შეძლებდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ასეთი სუსტი გოგო, სხვისთვის ამხელა დაზიანების მიყენებას? ჩატარდეს ექსპერტიზა და მან დაადასტუროს," — განაცხადა ადვოკატმა.
კითხვაზე, ეთანხმება თუ არა დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას გიორგი ჭიღლაძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ, ადვოკატმა აღნიშნა, რომ "არავის დაჭერა არ უხარია" და ამ საკითხს სასამართლო გადაწყვეტს.
ცნობისათვის, ინციდენტში მონაწილე სიძის ძმის, გიორგი ჭიღლაძის ადვოკატმა, ლაშა კაპანაძემ განაცხადა, რომ უცხოეთის მოქალაქე ქალმა მის დაცვის ქვეშ მყოფს ფიზიკური დაზიანება მიაყენა. მან დაზიანებების ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელშიც გაავრცელა.
გიორგი ჭიღლაძე
- პროკურატურა თელავში მომხდარ ინციდენტზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძის მიმართ 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვს
- "კაცს არ დაარტყამენ ისეთი ძალით, რაც ქალს დაარტყეს" — უცხო ქვეყნის მოქალაქეების ადვოკატი
- "არ ვთვლი, რომ რაიმე პროვოკაცია მოვაწყვეთ" — აგარანი მამულის ინციდენტის მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქე
- დააკავეს კაცი, რომელმაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს დაარტყა
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები