ევროკომისიამ AliExpress €550 მლნ-ით დააჯარიმა — პლატფორმაზე არალეგალური და სახიფათო ნივთები ვრცელდებოდა
ევროკომისიამ ჩინური ელექტრონული კომერციის გიგანტი AliExpress 550 მილიონი ევროთი დააჯარიმა. გადაწყვეტილების მიზეზი ციფრული მომსახურების აქტის (DSA) დარღვევა გახდა, რაც პლატფორმაზე არალეგალური, სახიფათო ან ყალბი პროდუქტების გაყიდვასთან დაკავშირებული რისკების შეფასებისა და მათი აღმოფხვრის ვალდებულებების შეუსრულებლობას გულისხმობს. ევროკომისიამ კომპანიას მკაცრი ზომების მიღება უბრძანა.
გამოძიების თანახმად, AliExpress-მა რამდენიმე მიმართულებით დაარღვია კანონმდებლობა.
კომპანიამ არასწორად შეაფასა საეჭვო პროდუქტების გადასამოწმებლად საჭირო პერსონალის რაოდენობა. მათ გადააჭარბეს საკუთარი სისტემის შესაძლებლობებს და რეალურად არ გაითვალისწინეს, თუ რამდენად დიდი იყო შეუსაბამობა მოდერატორების სიმცირესა და მათზე დაკისრებულ სამუშაოს შორის.
პლატფორმამ ვერ შეაფასა, თუ როგორ უწყობდა ხელს მისივე სარეკომენდაციო და სარეკლამო სისტემები არალეგალური ნივთების გავრცელებას. ევროკომისიის ტესტირებამ აჩვენა, რომ ბევრი აკრძალული პროდუქტი მომხმარებლებს იქმედე მიეწოდებოდა რეკომენდაციის სახით, სანამ მათ პლატფორმა საერთოდ წაშლიდა.
AliExpress ეყრდნობოდა მხოლოდ ერთ რაოდენობრივ მაჩვენებელს, რომელიც ვერ ზომავდა, თუ რამდენად ეფექტურად უშლიდა ხელს მათი სისტემა არალეგალური პროდუქტების ხელახლა გამოჩენას. ტესტირებამ დაადასტურა, რომ მოდერაციის მცდელობის მიუხედავად, პლატფორმაზე დიდი რაოდენობით უკანონო ნივთები მაინც ბრუნავდა.
სისტემური საფრთხეების უგულებელყოფა
ევროკომისიამ დაადგინა, რომ AliExpress-მა ვერ შეძლო ეფექტური ზომების მიღება გამოვლენილი რისკების შესამცირებლად.
ყალბი ტანსაცმელი, სახიფათო სათამაშოები და საზიანო კოსმეტიკა თავისუფლად ვრცელდებოდა საიტზე და აღმოჩენის შემდეგაც კი კვირების განმავლობაში ონლაინ რჩებოდა.
პლატფორმა სათანადოდ არ სჯიდა დამრღვევ გამყიდველებს, რის გამოც დაჯარიმებული მაღაზიები მაინც აგრძელებდნენ მუშაობას.არაკეთილსინდისიერი გამყიდველები პროდუქტებს განზრახ არასწორ კატეგორიაში ათავსებდნენ, რათა გვერდი აევლოთ მკაცრი შემოწმებისთვის. კომპანიას არ ჰყავდა საკმარისი თანამშრომლები ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
ბრენდების ავტორიზაციის სავალდებულო სისტემა არაეფექტური აღმოჩნდა. გამყიდველები მარტივად უვლიდნენ მას გვერდს, რაც აზარალებდა ლეგალურ ბიზნესებს, რომლებიც ფულს დიზაინსა და უსაფრთხოების ტესტირებაში ხარჯავენ.
ჯარიმის გამოანგარიშებისას ევროკომისიამ გაითვალისწინა დარღვევების ხანგრძლივობა, რომელიც სულ მცირე 2025 წლის ივნისამდე გრძელდებოდა. თუმცა, შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნიეს ის, რომ თავად ციფრული მომსახურების აქტი (DSA) ახალი კანონმდებლობაა.
რა იქნება შემდეგი ნაბიჯები?
კანონის თანახმად, AliExpress-ს 2026 წლის 20 ოქტომბრამდე მიეცა ვადა, რათა ევროკომისიას წარუდგინოს კონკრეტული სამოქმედო გეგმა დარღვევების გამოსასწორებლად. ციფრული მომსახურების ევროპულ საბჭოს ექნება ერთი თვე ამ გეგმის შესაფასებლად, რის შემდეგაც ევროკომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომპანიას შესაძლოა დამატებითი პერიოდული ჯარიმები დაეკისროს.
ტექნოლოგიური სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის საკითხებში ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცეპრეზიდენტმა, ჰენა ვირკუნენმა განაცხადა:
"ყალბი ტანსაცმლის, არასაფრთხო სათამაშოების, სახიფათო კოსმეტიკისა და სხვა უკანონო თუ მავნე პროდუქტების გავრცელება არ არის ონლაინ შოპინგის გარდაუვალი თანმდევი ხარჯი — ეს არის AliExpress-ის მხრიდან ციფრული მომსახურების აქტით (DSA) გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა. მასშტაბი არ არის გამამართლებელი საბუთი; რისკები სისტემატურად უნდა გამოვლინდეს და აღმოიფხვრას, რათა მომხმარებლებმა ონლაინ უსაფრთხოდ შეძლონ ყიდვა. დღეს ჩვენ AliExpress-ს სწორედ ამ სტანდარტის დაცვას ვთხოვთ და მოვუწოდებთ, მიიღოს შესაბამისი ზომები".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები