საფრანგეთში 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას კენჭს უყრიან — კანონი შესაძლოა სექტემბრიდან ამოქმედდეს
საფრანგეთის პარლამენტში დღეს, 21 ივლისს კენჭს უყრიან კანონპროექტს, რომელიც 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიით სარგებლობის აკრძალვას ითვალისწინებს. ინიციატივა, რომელსაც მოზარდების ნაწილი ეწინააღმდეგება, მშობლებისა და პედაგოგების მხარდაჭერით სარგებლობს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საფრანგეთი გახდება მორიგი ქვეყანა ავსტრალიის შემდეგ, სადაც გასული წლის დეკემბერში 16 წლამდე მოზარდებს ისეთ პლატფორმებზე წვდომა აეკრძალათ, როგორებიცაა Facebook, Snapchat, TikTok და YouTube. გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი არასრულწლოვნების ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე სოციალური ქსელების მავნე გავლენაა.
საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს სურს, რომ ახალი რეგულაცია ძალაში ახალი სასწავლო წლის დასაწყისიდან, 1-ელი სექტემბრიდან შევიდეს.
როგორ იმუშავებს შეზღუდვა?
კანონპროექტის ტექსტზე სენატორები და დეპუტატები უკვე შეთანხმდნენ. კანონის მიხედვით:
- 1-ელი სექტემბრიდან 15 წლამდე ასაკის მოზარდები ვეღარ შეძლებენ სოციალურ ქსელებში ახალი ანგარიშების გახსნას.
- სოციალური მედიის კომპანიებს 4-თვიანი ვადა მიეცემათ უკვე არსებული ანგარიშების დასახურად.
- პლატფორმებს დაევალებათ ასაკის გადამოწმების სპეციალური სისტემების დანერგვა, რომლებსაც საფრანგეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტო დაამტკიცებს.
- შეზღუდვა არ გავრცელდება ონლაინ ენციკლოპედიებსა და საგანმანათლებლო პორტალებზე.
საფრანგეთის პრეზიდენტმა აპრილში, ერთ-ერთ სკოლაში სტუმრობისას, ახალგაზრდებს მოუწოდა, მეტი დრო დაუთმონ წიგნების კითხვას და შეამცირონ ტელეფონებთან გატარებული დრო.
"ჩვენ მიგატოვეთ ამ ჯუნგლებში და მან მოგპარათ ყურადღება. გჭირდებათ შენელება და დახმარება, რომ გახდეთ მოზრდილები და, უპირველეს ყოვლისა, მოქალაქეები. სწორედ ამიტომ, გვინდა ვთქვათ, რომ 15 წლამდე — აღარანაირი სოციალური მედია", — განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
სოციალური მედიის კომპანიები აცხადებენ, რომ ეწინააღმდეგებიან მკაცრ აკრძალვებს და ამჯობინებენ არსებული უსაფრთხოების მექანიზმების დახვეწას, თუმცა ადასტურებენ, რომ სახელმწიფოების მიერ მიღებულ კანონებს დაემორჩილებიან.
ამავდროულად, ევროკომისია მუშაობს საკუთარ ჩარჩო რეგულაციებზე სოციალური ქსელების ბიზნესმოდელების შესაზღუდად. სწორედ ევროკომისიამ უნდა შეაფასოს, რამდენად შეესაბამება საფრანგეთის ახალი კანონპროექტი ევროკავშირის საერთო კანონმდებლობას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები