თეგეტა მოტორსმა გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
ფოტო: თეგეტა
თეგეტა მოტორსმა გეზის ფილიალში სპეციალური ტექნიკის მწარმოებელი ბრიტანული ბრენდის JCB-ს სააკრედიტაციო პროგრამის ტრენინგი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდა ახლო აღმოსავლეთის, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (CIS) ქვეყნებისა და ჩრდილოეთ აფრიკის 10 სხვადასხვა სადილეროს ტექნიკური პერსონალი. პროექტის მიზანი იყო ადგილობრივი და რეგიონული კადრების ლიცენზირება, რაც მათ სამომავლოდ ტექნიკური სწავლებების მშობლიურ ენაზე წარმართვის უფლებას აძლევს. სპეცტექნიკის მწარმოებლების მხრიდან გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით მსგავსი მასშტაბის რეგიონული ტრენინგი საქართველოში პირველად ჩატარდა.
ზვიად ახლოური, გაყიდვების შემდგომი მომსახურების დირექტორი: “სპეციალური ტექნიკის წამყვანი ბრიტანული ბრენდის — JCB-ს მიზანი ადგილობრივი კადრების მომზადება იყო, რომლებიც მომავალში ლოკალურად შეძლებენ ტრენინგების გამართვას. გარდა აკრედიტაციისა, ამ ღონისძიების უმნიშვნელოვანესი ღირებულება გამოცდილების გაზიარებაა. სხვადასხვა ქვეყნის წამყვან სპეციალისტებთან ერთად შევქმენით ერთიანი საკომუნიკაციო სივრცე, სადაც მუდმივად ვცვლით ინფორმაციას სპეციფიკური ტექნიკური შემთხვევების შესახებ. გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით ეს ტრენინგი უპრეცედენტო იყო და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თეგეტა მოტორსი რეგიონულ საგანმანათლებლო ცენტრად იქცა“.
ფოტო: თეგეტა
ოთხდღიან ინტენსიურ სწავლებას JCB-ს პროფესიონალი ტრენერი ანდრე ბოზონი ხელმძღვანელობდა. პროგრამა მოიცავდა საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, ასევე პრეზენტაციისა და ინფორმაციის გადაცემის უნარების ტესტირებას. კურსისა და ფინალური გამოცდის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებმა, მათ შორის თეგეტა მოტორსის ორმა წარმომადგენელმა — ალექსანდრე გიუნტერმა და დავით მეგრელიშვილმა, შესაბამისი გლობალური ლიცენზია მიიღეს, რაც მათ JCB-ს ტრენინგების დამოუკიდებლად ჩატარების უფლებას ანიჭებს. სამომავლოდ, აღნიშნული ტრენერები კონკრეტული სპეცტექნიკის მიმართულებით სპეციალიზებულ, ორკვირიან ტექნიკურ გადამზადებას დიდ ბრიტანეთში გაივლიან, რის შემდეგაც მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას უკვე კომპანიის მექანიკოსებს გაუზიარებენ.
“ეს არ არის მხოლოდ ადგილობრივი წარმატება — ეს რეგიონული მნიშვნელობის სტრატეგიული ნაბიჯია. მსოფლიო დონის ბრენდების ნდობის მოპოვება და ამ მასშტაბის ღონისძიების გამართვა ცხადყოფს, რომ ჩვენი ინფრასტრუქტურა და აკადემიური პოტენციალი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. უშუალოდ კომპანიისთვის კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია საკუთარი, ლიცენზირებული სპეციალისტების ყოლა, რომლებიც ტექნოლოგიურ სიახლეებსა და მუშაობის პრინციპებს მშობლიურ ენაზე გაუზიარებენ ჩვენს მექანიკოსებს. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურების სისწრაფეს, ხარისხსა და მოქნილობას, რაც, საბოლოო ჯამში, მომხმარებლის კმაყოფილებაზე აისახება“, — აღნიშნავს ზვიად ახლოური.
ფოტო: თეგეტა
სააკრედიტაციო პროგრამა თეგეტა აკადემიის, თეგეტა მოტორსისა და Tegeta Construction Equipment-ის გუნდების ჩართულობით შესრულდა. წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, უკვე იგეგმება შემდეგი მასშტაბური პროექტი. მიმდინარე წლის სექტემბერში კომპანია, JCB-სთან ერთად, PSSR-ების (კორპორაციული გაყიდვების მენეჯერისა და სერვისის მრჩევლის კომბინირებული პოზიცია) საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლებს, რომელშიც 15-მდე ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები