ლევან მახაშვილი: ტრამპის წერილის შემდეგ შეიძლება ოპოზიციას ძილი გაუქრა და დაეკარგა
"ამ წერილის შემდეგ შეიძლება მათ [ოპოზიციას] ძილი გაუქრათ და დაეკარგათ", — ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან აშშ-სა და საქართველოს სამომავლო ურთიერთობებზე, ასევე დონალდ ტრამპის მიერ ირაკლი კობახიძისთვის გამოგზავნილ წერილზე საუბრისას განაცხადა. მახაშვილის თქმით, ორმხრივი ურთიერთობები პოზიტიურ ჭრილში ვითარდება, ხოლო ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დატოვებული მძიმე მემკვიდრეობა წარსულს ჩაბარდა.
მახაშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისა და კონკრეტულ გზამკვლევზე დაფუძნებისთვის, რაც ურთიერთთანასწორობისა და ეროვნული ინტერესების დაცვის პრინციპით ხორციელდება.
"ამ წერილის შემდეგ შეიძლება მათ [ოპოზიციას] ძილი გაუქრათ და დაეკარგათ — ფაქტი ერთია: ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება და საზოგადოება ამას ხედავს იმის განურჩევლად ზოგიერთი ოპოზიციონერი რამდენად შეეცდება ამა თუ იმ გადაწყვეტილების თუ ნაბიჯის დამცირებას და დაკნინებას.
ორმხრივი ურთიერთობები პოზიტიურ ჭრილში ვითარდება, რასაც უკვე მოჰყვა კონკრეტული გადაწყვეტილებები როგორც შეხვედრების, ვიზიტების, ურთიერთგაცვლის და კონკრეტული გადაწყვეტილებების დონეზე. ეს ურთიერთობები ვითარდება. ჩვენ და პრემიერმინისტრის გუნდმა არაერთხელ გამოვთქვით ჩვენი მზაობა იმის, რომ უფრო მეტად გაღრმავდეს ეს ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტულ გზამკვლევს დავაფუძნოთ. ამ მიმართულებით ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ, საქართველოს ინტერესების დაცვით და რაც მთავარია ურთიერთ თანასწორობის ნიადაგზე. დანარჩენი უკვე სამუშაო პროცესია. ამ პროცესში ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს აქვს პოზიტიური დამოკიდებულება გამოხატული.
დანარჩენი უკვე დამოკიდებული იქნება ამ კონკრეტულ პროცესზე. მთავარი აქ არის ის, რომ ის ძალიან ცუდი და ნეგატიური მემკვიდრეობა, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ დატოვა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარსულს ჩავაბარეთ და ჩვენ დღეს შესაძლებლობა გვაქვს, რომ ეს ურთიერთობები ასე ნაბიჯ-ნაბიჯ თანმიმდევრულად ავაშენოთ, რომელიც იმედია, სტრატეგიულ პარტნიორობამდე მიგვიყვანს. ეს, რა თქმა უნდა, ეს 100%-ით გარანტირებული პროცესი არ არის, ეს სამუშაო პროცესია. ჩვენ ამ პროცესში ვეძებთ გადაკვეთის და საერთო ინტერესის წერტილებს. იმედია, რომ ასეთი საერთო ინტერესების წერტილები გამოიკვეთება და სტრატეგიულ პარტნიორობას უკვე ამ ინტერესებზე დავაშენებთ", — თქვა ლევან მახაშვილმა.
შეგახსენებთ,19 ივლისს მთავრობის ადმინისტრაციამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილი გაავრცელა, რომელშიც ის მთავრობის მეთაურს, ირაკლი კობახიძეს, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის პასუხობს.
"ბატონო პრემიერმინისტრო,
დიდი მადლობა ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს მოლოცვისთვის. დამოუკიდებლობის დღე ჩვენი ერის დაარსებისა და თავისუფლების, სიმტკიცისა და შეუპოვრობის იმ ურყევი სულისკვეთების ზეიმია, რაც ამერიკელ ხალხს ახასიათებს. ვამაყობთ იმ პრინციპებით, რომლებიც ჩვენს ქვეყანას მთელი ისტორიის მანძილზე უძღვებოდა და ვაფასებთ იმ პარტნიორთა მეგობრობას, რომლებიც იზიარებენ ამ იდეალებისადმი პატივისცემას. აღვნიშნავთ, რა დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს, მადლობელი ვარ, რომ გვიერთდებით სიცოცხლის, თავისუფლებისა და ბედნიერებისკენ სწრაფვის ამერიკული პრინციპების ზეიმში.
გულწრფელად ვაფასებ თქვენს ყურადღებიან გზავნილს. სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის მხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობით შეგვიძლია მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა. მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ," — ვკითხულობთ ადმინისტრაციის გავრცელებულ წერილში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები