Agarani Estate-ის ადვოკატი ადასტურებს, რომ გიორგი ჭიღლაძის გირაოს თანხას სასტუმრო გადაიხდის
სასტუმრო Agarani Estate-ის უფლებადამცველის, სერგი ცანავას განცხადებით, ინციდენტის შედეგად შექმნილი დისკომფორტის დასაკომპენსირებლად, სასტუმრო მზად არის, გიორგი ჭიღლაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 5 000-ლარიანი გირაოს თანხა საკუთარი სახსრებით დაფაროს. ადვოკატის კომენტარს IPN ავრცელებს.
ადვოკატის განმარტებით, სამართალდამცველებმა სასტუმროს ტერიტორიაზე საგამოძიებო პროცედურები უკვე ჩაატარეს და საქმისთვის საჭირო მასალები ამოიღეს.
"გუშინ გავავრცელეთ პრეს-რელიზი, საღამოს დამატებითი ინფორმაცია, ვადასტურებთ, რომ კომპანიამ ამ შემთხვევაში მხარეებს შესთავაზა, რომ გარკვეულწილად მათთვის მიყენებული ეს დისკომფორტი შეემსუბუქებინა და დიახ, გირაოს გადახდას ვგულისხმობ. რამდენადაც საქმის კურსში ვართ, ეს დღეს ადვოკატებმა გააჟღერეს, ჩვენც ვადასტურებთ, რომ ეს შეთავაზება განხორციელდა, ჩვენ მზად ვართ, გირაოს ეს თანხა გადავიხადოთ.
საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლები იყვნენ მოსულები, ჩაატარეს შესაბამისი ჩხრეკა და ამოღება, მათთვის საჭირო დოკუმენტაცია, მტკიცებულებები ამოიღეს", — განაცხადა ცანავამ.
შეგახსენებთ, 18 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მდებარე სასტუმრო Agarani Estate-ში დაპირისპირება ქორწილის სტუმრებსა და რუს ტურისტებს შორის მოხდა. არსებული ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეებმა აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილის მონაწილეებს და აპარატურას წყალი დაასხეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
- სპეციალურად უტრირება კონკრეტული ეროვნების, საქართველოს ეკონომიკურ ინტერესში არ შედის" — ცოტნე ანანიძე კახეთის ინციდენტზე
- "კაცს არ დაარტყამენ ისეთი ძალით, რაც ქალს დაარტყეს" — უცხო ქვეყნის მოქალაქეების ადვოკატი
- ალექსანდრე მრელაშვილმა თელავის პოლიციის შენობა გვიან ღამით დატოვა — მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო
ინციდენტის დროს ფიზიკური დაზიანება მიადგა ერთ-ერთ ქალს. ამასთან, სხეულის (ყელის) არეში არსებულ დაზიანებაზე მიუთითებს თავად ბრალდებულიც.
პოლიციამ მომხდარზე გიორგი ჭიღლაძე დააკავა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება), რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სასამართლომ ბრალდებულს 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რის შემდეგაც იგი პატიმრობიდან გათავისუფლდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები