აზერბაიჯანმა და გერმანიამ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ფოტო: OC Media
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი 20 ივლისს გერმანიას ეწვია, სადაც გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს შეხვდა. ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლითაც სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი გაფორმდა.
OC Media-ს ცნობით, 21 ივლისს ალიევი გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერსა და კანცლერ მერცს შეხვდა. წინა დღეს კი — გერმანიის ეკონომიკის აღმოსავლეთის კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხაელ ჰარმსს.
პრეზიდენტის ვებგვერდის ცნობით, მხარეებმა განიხილეს "ერთობლივ მუშაობაში" ორივე ქვეყნის ბიზნესწრეების "მზარდი ინტერესი" და აღნიშნეს, რომ ორივე მხარეს სურს ამგვარი საქმიანობის "ინსტიტუციონალიზაციის" გზების გამოკვლევა.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს "არსებულ პოტენციალს ტრადიციულ და ალტერნატიულ ენერგეტიკაში, შესაძლებლობებს დაკავშირებადობაში, ტრანსპორტსა და ლოგისტიკაში, შუა დერეფნის (Middle Corridor) ჩათვლით".
შტაინმაიერთან მოლაპარაკებების დროს ალიევმა აღნიშნა "აზერბაიჯანის როლი ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში" და ასევე თქვა, რომ აზერბაიჯანი ამჟამად "გაზის ექსპორტს გერმანიასა და ავსტრიაშიც ახორციელებს".
ალიევმა ყურადღება გაამახვილა ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ბაქოში განხორციელებულ ბოლო ვიზიტზე და ხაზი გაუსვა აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის "ურთიერთობების განვითარებას".
იმავე დღეს ალიევმა და მერცმა სტრატეგიული და ორმხრივი პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი.
პროსახელისუფლებო მედია საშუალება APA წერდა, რომ ორმა ლიდერმა "დაადასტურა ორმხრივი სურვილი, გააღრმავონ პარტნიორობა და თანამშრომლობა ურთიერთნდობასა და საერთო ინტერესებზე დაყრდნობით სხვადასხვა სფეროში".
ორმა მხარემ ასევე შეაქო "ისტორიული პროგრესი" სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რომელიც 2025 წლის აგვისტოს ვაშინგტონის სამიტს მოჰყვა.
დეკლარაციაში აღნიშნული იყო "აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობის სტრატეგიული მნიშვნელობა" და "თანამშრომლობის გაფართოება, რომელიც მიმართულია პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული ჩართულობის შემდგომი გაღრმავებისკენ".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები