12 მიზეზი, რის გამოც ჯულია რობერტსი ამერიკული კინოს შეუცვლელი ვარსკვლავია
კინოს ისტორიაში მრავლად მოიძებნება მსახიობი, რომელიც თავისი ეპოქის სახე ხდება, ეს ხან მერილინ მონრო იყო, ხან ოდრი ჰეპბერნი, ხანაც ელიზაბეტ ტეილორი და ა.შ.
როდესაც საქმე 90-იან წლებზე მიდგება, აქ მედიას ყოველთვის რამდენიმე კანდიდატი ჰყავს, თუმცა საბოლოოდ თანხმდებიან, რომ ამ პერიოდის ჰოლივუდის სიმბოლო ჯულია რობერტსია.
სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მას ხომ უკვე 30 წელზე მეტია ამერიკელების საყვარელ მსახიობს ეძახიან?!
ჯულია რობერტსის კარიერაზე საუბარი დიდ დროს წაიღებს, ამიტომ აჯობებს ის მიზეზები ჩამოვთვალოთ, რის გამოც რობერტსი კინოს ისტორიაში შევა.
1. მას კეტრინ ჰეპბერნმა უწოდა კინოს ახალი ვარსკვლავი
ჰოლივუდის ყველაზე დიდ ლეგენდას, კეტრინ ჰეპბერნს ხშირად ეკითხებოდნენ თუ ვინ იქნებოდა კინოს მომავალი თაობის ყველაზე დიდი ვარსკვლავი, რომელზეც კეტრინს ერთი პასუხი ჰქონდა - ამერიკულ კინოს დიდი ვარსკვლავი აღარასდროს ეყოლება. თუმცა ეს იქამდე იყო, სანამ მან ჯულიას მონაწილეობით Mystic Pizza არ ნახა. ფილმის ჩვენების შემდეგ ჰეპბერნი თავად მივიდა ჟურნალისტებთან და უთხრა, რომ რობერტსი ჰოლივუდის ყველაზე დიდი ვარსკვლავი იქნებოდა.
2. პირველი ქალი მსახიობია, რომლის ფილმებმაც საერთო ჯამში $2 მილიარდი დააგროვა
მართალია ეს თანხა უკვე გაიზარდა და $2 მილიარდს ბევრად აჭარბებს, მაგრამ აქ მთავარი ამბავი არის ის, რომ ჯულია რობერტსმა მოახერხა და გახდა პირველი ქალი მსახიობი, რომლის ფილმებმაც ასეთი კოლოსალური თანხა დააგროვა.
3. გახდა პირველი ქალი მსახიობი, რომელსაც $20 მილიონი გადაუხადეს
ლამაზმანში შესრულებული როლისთვის ჯულიას სულ რაღაც $300 ათასი გადაუხადეს, ერინ ბროკოვიჩის როლში კი მისი ჰონორარი უკვე $20 მილიონი იყო, შემდეგ იყო მონა ლიზას ღიმილი, რომელშიც $25 მილიონი გადაუხადეს და ა.შ. ის დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ მსახიობად, მაგალითად დედის დღეში შესრულებული როლისთვის ოსკარის მფლობელ მსახიობს $3 მილიონი გადაუხადეს, თანაც სულ რაღაც 4 დღიანი მუშაობისთვის.
4. ერთადერთი მსახიობი ქალია, რომელსაც რეკლამისთვის $50 მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმეს
Lancome-მ მსახიობს ოთხ წლიანი კონტრაქტი გაუფორმა, რომელიც გულისხმობს წელიწადში ერთ რეკლამაში მონაწილეობას, ამისთვის კი მას $50 მილიონს გადაუხდიან. აღსანიშნავია იტალიური ბრენდი - კალცედონიაც, რომლის სახეც ჯულია რამდენიმე წლის წინ გახდა, ამ შემთხვევაში უცნობია რამდენს უხდის კომპანია მსახიობს, თუმცა სავარაუდოდ თანხა აქაც რამდენიმე ათეული მილიონია.
5. ყველაზე მეტჯერ დაასახელეს მსოფლიოს ულამაზეს ქალად
ჯულია რობერტსი ჟურნალმა People 2017 წლის ყველაზე ლამაზ ქალად დაასახელა. აღსანიშნავია, რომ რობერტსი მსოფლიოში ყველაზე მეტჯერ არის დასახელებული ლამაზ ქალად, პირველად ის ამ ტიტულის მფლობელი 26 წლის წინ გახდა ფილმ - Pretty Woman-ის გამოსვლის შემდეგ.
6. არ ერიდება განსხვავებულ როლებს
მიუხედავად იმისა, რომ ჯულია რობერტსი რომანტიკული კომედიების დედოფლად არის შერაცხული, უნდა აღინიშნოს რომ ბოლო პერიოდში ის უფრო და უფრო განსხვავებულ როლებს ირგებს. მაგალითად მის მიერ შესრულებული როლი ფილმში - August: Osage County, სადაც ის პარტნიორობას მერილ სტრიპს უწევს, ბევრმა კრიტიკოსმა ჯულიას საუკეთესო დრამატულ როლად აღიარა და წერდნენ, რომ მან მერილ სტრიპის დაჩრდილვაც კი მოახერხა. ასევე HBO-ს სატელევიზიო ფილმი The Normal Heart.
აღსანიშნავია მისი განსხვავებული როლი ფილმში - Secret in Their Eyes, სადაც გარდა იმისა, რომ სრულიად სხვა რაკურსით გვაჩვენებს თავის შესაძლებლობებს, ვიზუალურადაც ამსხვრევს იმ სტერეოტიპებს რაც მას უკავშირდება.
7. ცხოვრობს სკანდალების გარეშე
მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავების პოპულარობა ხშირად მათი სკანდალების პარალელურად ვითარდება, უნდა ითქვას, რომ ჯულიას გარშემო სკანდალები თითქმის არასდროს ხდებოდა. თუმცა რამდენიმე გამონაკლისი არსებობს, მაგალითად ერთი დღით ადრე გაუქმებული ქორწილი კიფერ საზერლენდთან და ისიც, რომ მთვრალმა გადაწყვიტა როკ ვარსკვლავზე დაქორწინება, თუმცა მათი ურთიერთობა მალევე დასრულდა.
8. ჰოლივუდის საუკეთესო დედა
ჯულია რობერტსს ამერიკულ პრესაში ხშირად ჰოლივუდის საუკეთესო დედას უწოდებენ. საუბრები ამ თემაზე ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ჯულიას სისხლის ისეთი დაავადება აღმოუჩინეს, რომლის გამოც მას მშობიარობა აეკრძალა, რადგან ეს მის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა. მიუხედავად ამისა, მსახიობმა გარისკა და დღეს სამი შვილის დედაა.
"არასწორია როდესაც ჩემზე ამბობენ, თითქოს საუკეთესო დედა ვარ, ან რაიმე მსგავსი - ჩემი აზრით ყველა დედა საუკეთესოა. ერთდერთი რაც შემიძლია ვთქვა ის არის, რომ არასოდეს დამჭირვებია ვინმეს დახმარება ბავშვების აღზრდაში. არასდროს მათ პირად ცხოვრებაში არ ჩავერევი და არასდროს გადავწყვეტ სამომავლოდ ვინ რა გზა უნდა აირჩიოს. მინდა რომ ყველა მათგანს თავისებურად გამორჩეული იუმორის გრძნობა ქონდეს, რომ თითოეული იყოს მტკიცე, რომ არასდროს დაჩაგრონ სხვა და რომ შეძლონ ბრძოლა. დანარჩენი სხვა მეორეხარისხოვანია", - ამბობს რობერტსი.
9. გამორჩეული სამეგობრო წრე
ჯულია რობერტსის ჰოლივუდური სამეგობრო ნამდვილად შთამბეჭდავად გამოიყურება: მერილ სტრიპი, ჯორჯ კლუნი, ლეონარდო დიკაპრიო, ქეით ბლანშეტი, ბრედ პიტი, ნატალი პორტმანი, რაიან მერფი, ოპრა უინფრი, ელენ დეჯენერესი, გოლდი ჰოუნი, ჯენიფერ ენისტონი, პენელოპა კრუზი, კეიტ უინსლეტი და ა.შ. მოკლედ, ჩამონათვალი ძალიან დიდია.
10. ცნობილი ფანების მთელი არმია
მარტო ის რად ღირს, რომ ემა უოტსონი ყოველი ფეხის ნაბიჯზე უხსნის სიყვარულს ჯულია რობერტს. მის გარდა რობერტსისადმი დიდ სიყვარულს გამუდმებით გამოხატავენ - ჯენიფერ ლოურენსი, ემა სტოუნი, ჯესიკა ჩესტეინი, ემი ადამსი და ა.შ. შეიძლება ითქვას, რომ ჰოლივუდის ახალი თაობა ჯულია რობერტსზეა შეყვარებული.
11. ქველმოქმედი ვარსკვლავი
ჯულია რობერტსის საქველმოქმედო საქმიანობა საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. ის საკუთარ ფინანსებს ერთდროულად ახმარს როგორც გარემოს დაცვას, ისე ადამიანების დახმარებას. აქტიურად არის ჩართული წითელი ცხვირის კამპანიაში, არის გაეროს კეთილი ნების ელჩი და თანამშრომლობს იუნისეფთან. აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებშიც და არის რამდენიმე კომპანიის აქტიური დონორი. მაგალითად, 2010 წელს, რობერტსმა რამდენიმე მილიონი დოლარი დახარჯა აფრიკაში ბავშვთა განათლების კუთხით.
12. ჯულია და ადამიანების უფლებები
რობერტსი აქტიურად არის ჩართული ადამიანების უფლებების დაცვის საკითხში. რამდენიმე კვირის წინ მან დააანონსა, რომ ის აპირებს ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის თავშესაფარი გახსნას. ამავდროულად აქტიურად იცავს ლგბტ თემის უფლებებს, მაგალითად გასულ წელს, როდესაც ის 49 წლის გახდა, თქვა, რომ საჩუქრების მიღება საერთოდ არ სურდა. სამაგიეროდ საკუთარი სურვილი გაამხილა და აღნიშნა, რომ ყველას, ვისაც სურდა მისთვის რაიმე ეჩუქებინა, სანაცვლოდ 49 დოლარი ჩაერიცხა იმ კომპანიისთვის, რომელიც LGBT უფლებებისთვის იბრძვის. ამავდროულად, ამერიკელი მსახიობი, რომელსაც ლგბტ უფლებების ადვოკატირებისთვის არაერთი ჯილდოც აქვს მიღებული, ტრანსგენდერი მიგელ ჯონსონის დაცვას აპირებს.
"მე მქონდა პატივი გასულ წელს მიგელი გამეცნო, ის ძალიან ჭკვიანი და მამაცი ადამიანია, რომელიც საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს, ისე, როგორც ამას ყველა სხვა ადამიანი. თუმცა მას, მხოლოდ იმის გამო უქმნიან პრობლემებს რომ ის ტრანსგენდერია. მე, როგორც მშობელს, მსურს, სკოლებსა და კოლეჯებში ყველა მოსწავლემ იგრძნოს თავი დაცულად და ამისთვის ყველაფერს გააკეთებ. მინდა, მიგელმა და ყველა ტრანსგენდერმა ადამიანმა იცოდეს, რომ მე მათ გვერდით ვარ და ისინი მარტო არ არიან. მე თქვენ ძალიან მიყვარხართ", - ამბობდა ჯულია რობერტსი.
აქვე უნდა აღინიშნოს მისი ვიზიტი კანში, 2016 წელს. როდესაც ფილმის პრემიერაზე მისულმა რობერტსმა, ყველასგან მოულოდნელად მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გაიხადა და ისე გაიარა წითელ ხალიჩაზე. ეს კანის ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენად შერაცხეს, რადგან აქამდე არც ერთ მსახიობს ასეთი მკვეთრი ნაბიჯი არ გადაუდგამს კანის რეგულაციების წინააღმდეგ, რომელიც მსახიობ ქალებს უკრძალავდა ხალიჩაზე ქუსლიანი ფეხსაცმლის გარეშე მისვლას. ამის გამო თავის დროზე ფილმის პრემიერაზე არ დაუშვეს ემილი ბლანტი. ჯულიას მაგალითი კანში მალევე აიტაცეს და იმ დღის შემდეგ რამდენიმე მსახიობმა, მათ შორის სიუზან სარანდონმა, დაბალქუსლიანი ფეხსაცმელები ჩაიცვა ხალიჩაზე.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები