ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის კიდევ ორმა შვილმა მამის გვარზე უარის თქმა გადაწყვიტა
ფოტო: Getty / AP
ბრედ პიტის ორ შვილს ოფიციალური სახელიდან მამის გვარის ამოღება სურს. კალიფორნიის სასამართლოში შეტანილი დოკუმენტების მიხედვით, 21 წლის ზაჰარამ და 24 წლის მედოქსმა გვარის შეცვლა პირადი მიზეზებით მოითხოვეს.
მედოქსი
ფოტო: Getty Images
ზაჰარა
ფოტო: Getty Image
ზაჰარას სურს, რომ მისი ოფიციალური სახელი Zahara Marley Jolie-Pitt-ის ნაცვლად Zahara Marley Jolie გახდეს. იმავე მოთხოვნით სასამართლოს მედოქსმაც მიმართა. წინააღმდეგობის არარსებობის შემთხვევაში, მედოქსის საქმეზე გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, სექტემბრის შუა რიცხვებში მიიღებენ, ზაჰარას განაცხადს კი ივლისის ბოლოს განიხილავენ.
შვილების ეს სურვილი ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის ოჯახის გარშემო განვითარებული მოვლენების გაგრძელებაა. მსახიობები 2014 წელს დაქორწინდნენ, თუმცა 2016 წელს ერთმანეთს დაშორდნენ. მათ ექვსი შვილი ჰყავთ — მედოქსი, პაქსი, ზაჰარა, შაილო და ტყუპები — ნოქსი და ვივიენი.
ფოტო: Jun Sato
ანჯელინა ჯოლიმ განქორწინების მოთხოვნით სასამართლოს 2016 წლის სექტემბერში მიმართა, მას შემდეგ, რაც ოჯახი საფრანგეთიდან აშშ-ში კერძო თვითმფრინავით მიემგზავრებოდა. მოგვიანებით გავრცელებული FBI-ის ანგარიშის მიხედვით, ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტს ფრენის დროს მის მიმართ ძალადობასა და შვილებთან სიტყვიერ დაპირისპირებაში ადანაშაულებდა.
2022 წელს სასამართლოში ანჯელინა ჯოლიმ განაცხადა, რომ ინციდენტის დროს ბრედ პიტმა ერთ-ერთ შვილს კისერში ხელი წაუჭირა, მეორეს კი სახეში დაარტყა. პიტის წარმომადგენელმა მაშინ აღნიშნა, რომ მსახიობი მხოლოდ იმ ქმედებებზე იღებდა პასუხისმგებლობას, რომლებიც ჩაიდინა, თუმცა არა იმაზე, რაც, მისი თქმით, არ გაუკეთებია.
ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი კანის 62-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2009 წლის 20 მაისი.
ფოტო: WireImage
თავად ანჯელინა ჯოლიმ ოფიციალური სახელიდან პიტის გვარი 2019 წელს ამოიღო, მას შემდეგ, რაც სასამართლომ მათი ქორწინება ოფიციალურად შეწყვეტილად გამოაცხადა.
პიტის გვარზე უარი წყვილის სხვა შვილებმაც თქვეს — ვივიენმა 2024 წელს The Outsiders-ის პროგრამაში მხოლოდ ჯოლის გვარი გამოიყენა, შაილომ კი იმავე წელს გვარის ოფიციალურად შეცვლა მოითხოვა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები