ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე შეფასების შესახებ გავრცელებულ მითებს ამსხვრევს
ფოტო: ექსპრეს ლომბარდი
ექსპრეს ლომბარდი, მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, საკომუნიკაციო კამპანია — ჰკითხე ექსპერტს აგრძელებს. კომპანიის ბლოგების სერია მიზნად ისახავს, გააქარწყლოს საზოგადოებაში დამკვიდრებული მცდარი წარმოდგენები ძვირფასი ნივთების შეფასების პროცესის შესახებ და დაეხმაროს მომხმარებლებს, მიიღონ კუთვნილი სარგებელი სრულად.
სალომბარდე მომსახურება ფინანსური რესურსების მოზიდვის ერთ-ერთი ხელმისაწვდომი გზაა, თუმცა შეფასების პროცესის შესახებ არასაკმარისმა ცოდნამ, შესაძლოა, მომხმარებლისთვის არასასურველი შედეგი გამოიღოს. ხშირად, ნივთის ღირებულების არასრული შეფასების გამო, ადამიანები კუთვნილი თანხის მხოლოდ ნაწილს იღებენ.
აღნიშნულ ბლოგში ექსპრეს ლომბარდი მომხმარებელს ინფორმაციას ოთხი ძირითადი მითის შესახებ აწვდის:
1. მითი: ფასობს მხოლოდ ლითონი
ეს მცდარი შეხედულებაა, რის გამოც მომხმარებელმა შესაძლოა, ნივთის რეალური ღირებულების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგოს. ექსპრეს ლომბარდი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ძვირფას თვალს, ბრილიანტს, რათა შეფასებამ სამართლიანად ასახოს, როგორც ლითონის, ისე მასში ჩასმული ქვის ღირებულება.
2. მითი: ფასდება მხოლოდ სამკაული
სინამდვილეში, ექსპრეს ლომბარდში სამკაულების გარდა, ფასდება ვერცხლის ჭურჭელი, დეკორატიული ნივთები და საკოლექციო მონეტები, რაც მომხმარებელს დამატებითი ფინანსური აქტივების აღმოჩენის შესაძლებლობას აძლევს.
3. მითი: ნივთის შემოწმება მის დაზიანებას გულისხმობს
ეს წარმოდგენა მოძველებულია. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სერტიფიცირებული ექსპერტების დახმარებით, ექსპრეს ლომბარდი სინჯის დადგენას ნაკეთობის დაუზიანებლად (გაქლიბვის გარეშე) უზრუნველყოფს და მის პირვანდელ სახეს სრულად ინარჩუნებს.
4. მითი: ნივთის შეფასება უცვლელია
თუ სესხით სარგებლობის პერიოდში ოქროს საბაზრო ფასი გაიზრდება, მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს ნივთის ხელახლა შეფასება და მიიღოს დამატებითი თანხა.
“ჩვენი მთავარი ამოცანაა, შეფასების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე და სამართლიანი გავხადოთ. ბევრი მომხმარებელი, წლების განმავლობაში დამკვიდრებული სტერეოტიპების გამო, სრულად ვერ იღებს თავისი ნივთის რეალურ ღირებულებას. ამ პროექტით გვსურს, მივაწოდოთ მათ სანდო ინფორმაცია და დავანახოთ, რომ თანამედროვე მიდგომებით შესაძლებელია ნივთის სრული ღირებულების დადგენა მისი დაზიანების გარეშე“, — აცხადებს სოფიო ჭყოიძე, ექსპრეს ლომბარდის ექსპერტ-შემფასებელი.
კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ნივთის სამართლიანი ფასი მისი ყველა კომპონენტის ჯამია, არასრული შეფასებისას კი მომხმარებელი ვერ იღებს იმ მაქსიმუმს, რასაც მისი ნივთი რეალურად იმსახურებს. პროექტი — ჰკითხე ექსპერტს მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, დასვან მათთვის საინტერესო კითხვები და პასუხები მომდევნო ბლოგებში მიიღონ.
ექსპრეს ლომბარდი
032 2 39 39 39 | *3939
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები