მშენებარე ბინები ბათუმში: მშენებლობის ეტაპზე ყიდვის უპირატესობები და რისკები
ფოტო: Central Management Group
ბათუმში ბინის შერჩევისას მყიდველი ხშირად ერთგვარი დილემის წინაშე დგას: აირჩიოს უკვე ჩაბარებული, საცხოვრებლად გამზადებული ბინა, თუ ისეთი ობიექტი, რომელიც ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესშია. ეს არჩევანი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, რადგან ორივე ვარიანტს საკუთარი ლოგიკა აქვს - ერთგან იხდი მეტს დაუყოვნებელი შედეგის სანაცვლოდ, მეორეგან კი ლოდინს ამჯობინებ იმისთვის, რომ ბოლოს უფრო ხელსაყრელი პირობები მიიღო. სწორედ ამიტომ, მშენებარე ბინები ბათუმში ცალკე კატეგორიად უნდა განვიხილოთ, საკუთარი დადებითი და უარყოფითი მხარეებით, და არა როგორც უბრალოდ შედარებით ხელმისაწვდომი ალტერნატივა ბაზარზე უკვე არსებულ ბინებს შორის.
გადაწყვეტილების მიღებამდე მნიშვნელოვანია გაირკვეს, სად გადის ზღვარი პოტენციურ სარგებელსა და რისკს შორის. ფასი, გადახდის გრაფიკი, დეველოპერის გამოცდილება, პროექტის მდებარეობა და ჩაბარების ვადები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და ამ ფაქტორების ცალ-ცალკე შეფასება ხშირად არასრულ სურათს გვაძლევს.
ფასი — მთავარი მიზეზი, რის გამოც მყიდველები მშენებარე პროექტებს ირჩევენ
ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე ფასწარმოქმნის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი მშენებლობის სტადიაა. საწყის ეტაპზე, როდესაც პროექტი საძირკვლის დონეზეა, ბინის ღირებულება მინიმალურია, თუმცა დასრულებასთან ერთად, ფასის მატება გარდაუვალია, რადგან საინვესტიციო რისკები მცირდება, ხოლო პროექტიც საბოლოო სახეს იღებს. სწორედ ამ დინამიკამ აქცია მშენებარე ბინები ბათუმში მიმზიდველ საინვესტიციო პროდუქტად. ადრეულ ეტაპზე შესყიდვა მყიდველს აძლევს პოტენციალს, რომ პროექტის ჩაბარების მომენტისთვის ქონების საბაზრო ღირებულება თავდაპირველ ფასს მნიშვნელოვნად აღემატებოდეს.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ აღნიშნული ლოგიკა ყველა პროექტზე თანაბრად არ ვრცელდება. ფასის ცვლილების ტრაექტორია პირდაპირ კავშირშია ლოკაციასთან, დეველოპერის სანდოობასა და კონკრეტული უბნის პოპულარობასთან. უნდა ითქვას ისიც, რომ ისტორიულ ნაწილსა და ქალაქის ცენტრში მდებარე ობიექტები ფასის სტაბილური ზრდით ხასიათდება, რადგან ასეთ ადგილებში მიწის რესურსი მცირეა, მოთხოვნა კი მუდმივი. აქედან გამომდინარე, ფასების შედარებისას, სრული სურათის დასანახად, მნიშვნელოვანია, დააკვირდეთ, როგორ იცვლება უძრავი ქონების ფასები ბათუმში და რა ფაქტორები განაპირობებს ამ დინამიკას კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში.
მშენებარე პროექტები: ფინანსური მოქნილობა და გადახდის სტრუქტურა
ფასის გარდა, მშენებლობის ეტაპზე შესყიდვის მთავარი უპირატესობა გადახდის მოქნილ სქემებშია. მზა ბინის შეძენისას მყიდველს ხშირად უწევს თანხის სრულად დაფარვა ან ბანკიდან სესხის აღება, მაშინ როდესაც მშენებარე პროექტებში დეველოპერები გვთავაზობენ გადახდის ისეთ გრაფიკს, რომელიც მშენებლობის დასრულებამდეა გადანაწილებული და რომლითაც მყიდველს ეძლევა შესაძლებლობა, დაფაროს ღირებულება ეტაპობრივად, ხშირად საბანკო კრედიტის აღების გარეშე.
ეს მიდგომა განსაკუთრებით ღირებულია როგორც ინვესტორებისთვის, ისე მათთვის, ვინც პირად საცხოვრებელს ეძებს. ინვესტორი, რომელიც რამდენიმე ობიექტის შეძენას გეგმავს, გადანაწილებული გადახდებით ბიუჯეტს გაცილებით ეფექტურად მართავს, ხოლო ოჯახები საჭირო თანხის დაგროვებას მშენებლობის პროცესში, უფრო მშვიდ ტემპში ახერხებენ. მშენებარე ბინები ბათუმში ზუსტად ამ ფინანსური მოქნილობის გამო იზიდავს მყიდველთა ფართო წრეს. ეს მიდგომა დაინტერესებულ პირებს აძლევს საშუალებას, საკუთარი კაპიტალი არა ერთიანად, არამედ ეტაპობრივად, საკუთარი ფინანსური შესაძლებლობების შესაბამისად მართონ.
როგორ შევამციროთ რისკები მშენებარე ბინის შეძენისას?
მშენებარე პროექტში ბინის შეძენისას რისკების შემცირება რამდენიმე პრაქტიკული ნაბიჯით არის შესაძლებელი. პირველი ეტაპი დოკუმენტაციის დეტალური გადამოწმებაა. მნიშვნელოვანია, გაეცნოთ სამშენებლო ნებართვებს, მიწის საკუთრების საკითხებს, ხელშეკრულების პირობებსა და სხვა იურიდიულ დეტალებს.
გარდა ამისა, აუცილებლად უნდა შეაფასოთ თავად პროექტიც. თუ დეველოპერი მყიდველებს საშუალებას აძლევს, გაეცნონ მშენებლობის მიმდინარეობას და ადგილზე ნახონ ობიექტი, ეს პროცესის მიმართ სანდოობას, ცხადია, მნიშვნელოვნად ზრდის. ასევე ღირს ყურადღება გამახვილდეს ამა თუ იმ კომპანიის უკვე აშენებულ და ექსპლუტაციაში შესულ ობიექტებზე, მშენებლობის ხარისხსა და პროექტების დროულად დასრულების ისტორიაზე.
არანაკლებ გადამწყვეტი ფაქტორი პროექტის კონცეფცია და ლოკაციაა. გამორჩეული არქიტექტურული ხედვა და კარგად გააზრებული ინფრასტრუქტურა პროექტს დამატებით ღირებულებას სძენს. მაგალითად, Piazza Residence ბათუმის ისტორიულ ცენტრში, ზღვიდან ათი წუთის სავალზე მდებარეობს. კომპლექსის პირველ სართულებზე გათვალისწინებულია რესტორნები, სუპერმარკეტი, ე.წ. Co-working სივრცეები და მიწისქვეშა პარკინგი, ხოლო შიდა ეზოში ვენეციური სტილის შადრევნებია დაგეგმილი. ასეთი პროექტები საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება მშენებარე ბინები ბათუმში იყოს არა მხოლოდ ფინანსურად მომგებიანი ინვესტიცია, არამედ ესთეტიკურად გამორჩეული და კულტურული იდენტობის მატარებელი საცხოვრებელი ადგილი.
პროექტის სრული დეტალები შეგიძლიათ იხილოთ Piazza Residence-ის ოფიციალურ გვერდზე.
საბოლოო არჩევანი: რაციონალური თუ ემოციური გადაწყვეტილება?
ფასი, ვადები და გადახდის პირობები მყიდველისთვის ერთ-ერთი მთავარი საორიენტაციო ფაქტორია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ რიცხვებზე არასდროს არის დამყარებული. ადამიანი, რომელიც მშენებარე ბინას ბათუმში ირჩევს, ერთდროულად აფასებს როგორც დღევანდელ შესაძლებლობებს, ისე მომავალ სურათს - როგორი იქნება მისი საცხოვრებელი გარემო პროექტის დასრულების შემდეგ, რამდენად კომფორტული იქნება ყოველდღიური ცხოვრება, როგორ შეიცვლება მისი ოჯახის საჭიროებები დროთა განმავლობაში, რამდენად მოსახერხებელი იქნება მდებარეობა და რამდენად შეინარჩუნებს ქონება თავის ღირებულებას მომავალში.
გონივრული გადაწყვეტილება არც მხოლოდ ფინანსურ ანალიზზე უნდა იყოს დაფუძნებული და არც მხოლოდ პირველ შთაბეჭდილებაზე. მნიშვნელოვანია, მყიდველმა შეისწავლოს დეველოპერის გამოცდილება, გადაამოწმოს დოკუმენტაცია, შეაფასოს საკუთარი ბიუჯეტი და ამავე დროს გაითვალისწინოს, რამდენად შეესაბამება კონკრეტული პროექტი მის ცხოვრების წესსა და სამომავლო გეგმებს.
არ არის მარტივი, შეარჩიო მშენებარე ბინები ბათუმში, რადგან არჩევანის პროცესი საკმაოდ დიდ დროსა და ყურადღებას მოითხოვს. მშენებარე პროექტების შედარება, მნიშვნელოვანი დეტალების გაანალიზება და საკუთარი პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა მყიდველს ეხმარება, მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც მიმდინარე შესაძლებლობებსაც შეესაბამება და მომავალ საჭიროებებსაც ითვალისწინებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები