ავსტრიაში, სახლში, სადაც ადოლფ ჰიტლერი დაიბადა, პოლიციის განყოფილება გაიხსნა
ავსტრიის ქალაქ ინის ბრაუნაუში, სახლში, სადაც 1889 წელს ადოლფ ჰიტლერი დაიბადა, პოლიციის განყოფილება გაიხსნა. ამის შედეაბ DW წერს. გამოცემა მკითხველს ახსენებს, რომ სწორედ ჰიტლერმა დაიწყო მეორე მსოფლიო ომი, რომელმაც ათობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და გახდა ჰოლოკოსტის — ექვს მილიონზე მეტი ებრაელის სისტემური განადგურების — მთავარი პოლიტიკური ორგანიზატორი.
20-მილიონიანი რეკონსტრუქცია
ვენის ისრაელის რელიგიური თემის პრეზიდენტმა და სპეციალური კომისიის წევრმა, ოსკარ დოიჩმა, 2023 წელს Deutsche Welle-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ მათი "მთავარი მიზანი ყოველთვის იყო, რომ ეს სახლი ნაცისტების მომლოცველობის ადგილად არ ქცეულიყო". მისი თქმით, შენობის გამოყენების სხვა ვარიანტებიც შეიძლებოდა განხილულიყო, თუმცა ამჟამინდელი გადაწყვეტილებაც მისაღებია.
"აქ განთავსდება დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოს პოლიციის განყოფილება, რომლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაც ნაციონალ-სოციალიზმის აღორძინებასთან ბრძოლაა", — აღნიშნა ავსტრიაში ებრაული საზოგადოების უმთავრესი წარმომადგენლობითი და ადმინისტრაციული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.
ადგილობრივების არაერთგვაროვანი დამოკიდებულება
შენობის რეკონსტრუქციაზე ავსტრიის სახელმწიფომ დაახლოებით 20 მილიონი ევრო დახარჯა. შენობის ფასადი დღეს მაქსიმალურად სადა და მოკრძალებულია.
ინის ბრაუნაუში დაახლოებით 17 500 ადამიანი ცხოვრობს და პოლიციის სწორედ ამ შენობაში განთავსების გადაწყვეტილებას ყველა ერთნაირად არ აფასებს.
ადგილობრივი სამოქალაქო ინიციატივის "დისკუსია ჰიტლერის სახლის შესახებ" წარმომადგენელმა, ბრაუნაუს მკვიდრმა ეველინე დოლმა, Deutsche Welle-სთან განაცხადა:
"დაიკარგა უნიკალური ისტორიული შესაძლებლობა, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელი მასობრივი მკვლელის დაბადების სახლი მდგრადი განვითარების პრინციპებისა და ისტორიული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით გამოყენებულიყო".
რა ბედი ეწია ჰიტლერის დაბადების სახლს
ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ შექმნა "ჰიტლერის დაბადების სახლის ისტორიულად სწორი გამოყენების კომისია", რომელსაც ამ ისტორიულად მძიმე მემკვიდრეობის მქონე შენობის მომავალი დანიშნულების განსაზღვრა დაევალა.
განიხილებოდა შენობის დემონტაჟიც, თუმცა საბოლოოდ ამ იდეაზე უარი თქვეს. კომისიამ რეკომენდაცია გასცა, რომ შენობა სოციალურ-საქველმოქმედო ან სახელმწიფო-სამინისტრო დანიშნულებით გამოეყენებინათ.
ჰიტლერის მშობლები, რომლებიც ამ სახლში ბინას ქირაობდნენ, ადოლფის დაბადებიდან სამი წლის შემდეგ იქიდან გადავიდნენ. მიუხედავად ამისა, შენობა სამუდამოდ დაუკავშირდა ისტორიას.
1938 წელს შენობა ჰიტლერის ნაციონალ-სოციალისტურმა გერმანიის მუშათა პარტიამ (NSDAP) შეიძინა და მასში საკუთარი იდეოლოგიის პროპაგანდისთვის განკუთვნილი კულტურული ცენტრი განათავსა. ომის დასრულების შემდეგ შენობა ძველ მფლობელებს დაუბრუნდათ, თუმცა მისი გამოყენების ფორმას სახელმწიფო განსაზღვრავდა, რადგან შენობას მათგან ქირაობდა.
წლების განმავლობაში აქ ფუნქციონირებდა ბიბლიოთეკა, ბანკის ფილიალი, პროფესიული სასწავლებელი, მოგვიანებით კი — სახელოსნო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. 2011 წლიდან შენობა ცარიელი იყო.
2016 წელს ავსტრიამ მიიღო გადაწყვეტილება, შენობა კერძო საკუთრებიდან ექსპროპრიაციის გზით სახელმწიფო საკუთრებაში გადაეყვანა. ამისთვის პარლამენტმა სპეციალური კანონიც მიიღო. მიზანი იყო, ადგილი ნეონაცისტების მომლოცველობის ცენტრად არ ქცეულიყო და ობიექტს სიმბოლური მნიშვნელობა დაეკარგა ნაციზმის მხარდამჭერებისთვის.
ყოფილ მფლობელს, გერლინდე პომერს, 810 ათასი ევროს კომპენსაცია გადაუხადეს. მან ეს თანხა არასაკმარისად მიიჩნია და სახელმწიფოსგან მთლიანობაში 1,5 მილიონი ევროს მოთხოვნით სასამართლოს მიმართა, თუმცა ავსტრიის უზენაესმა სასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა.
"დისკუსია ჰიტლერის სახლის შესახებ" წარმომადგენელის, ბრაუნაუს მკვიდრ ეველინე დოლის თქმით, "ბოლო 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არაერთი ინიციატივა არსებობდა, რომ ეს სახლი მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიისა და ტოლერანტობისადმი მიძღვნილ შეხვედრების სივრცედ ქცეულიყო — იმ ღირებულებების, რომლებიც დღეს, მომავლის ასაშენებლად, კვლავ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. თუმცა ყველა ეს იდეა უარყოფილი იქნა და საბოლოოდ აქ პოლიციის განყოფილება გაიხსნა, რაც კრიტიკის საგანია".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები