"ბინძური ტყუილია" — გიორგი სიორიძე უარყოფს, რომ ვაკეში სროლაში ბრალდებული "ლელოს" წევრი იყო
პროსამთავრობო მედიები და მათთან დაკავშირებული სოციალური გვერდები ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს ვაკეში ოთხი პირის დაჭრაში ბრალდებული პირი პარტია ლელო — ძლიერი საქართველოს აქტივისტი და პარტიის წევრის, გიორგი სიორიძის ახლობელია.
სამთავრობო პროპაგანდისტული ტელეკომპანია "იმედის" განცხადებით, პარტია ლელო — ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი წევრი, გიორგი სიორიძე მკვლელობაში ბრალდებულის მეჯვარეა.
"ტვ პირველთან" საუბრისას გიორგი სიორიძე არ უარყოფს, რომ ბრალდებულს იცნობდა, თუმცა ამბობს, რომ მკვლელს პარტიასთან შეხება არ ჰქონია.
"ჩემთვის ორმაგად მძიმეა ამაზე საუბარი, რადგან არც გარდაცვლილი ბავშვი და არც მკვლელი ჩემთვის უცხო ადამიანები არ არიან. ეს არის მოცემულობა და ამის ბინძურად გამოყენებას ცდილობენ ეს ნაძირლები. მე არ მიყვარს ასეთი სიტყვების გამოყენება, მაგრამ სხვას ვერაფერს ვუწოდებ ამ ადამიანებს- პროპაგანდისტებს, რომლებსაც დილიდან ამოქმედებული და მობილიზებული აქვთ ტროლ-ბოტების ქარხანა, რათა ტრაგედიით პოლიტიკური ქულები დაიწერონ და როგორმე გაანეიტრალონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ეკისრება ქვეყანაში ასეთი გარემოს შექმნის გამო.
17 წლის ბავშვია გარდაცვლილი, სხვები დაჭრილები არიან (ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოს თითოეული მათგანი) და ამ ტრაგედიით ცდილობენ პოლიტიკურ კაპიტალიზებას. თან ბინძურად იტყუებიან და ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს მკვლელი ჩვენი პარტიის, ძლიერი საქართველო-ლელოს წევრი და აქტივისტი იყო, მაშინ როდესაც მას ლელოსთან არანაირი შეხება არ ჰქონია.
როდესაც ლელო დაფუძნდა, მას უკვე ჰქონდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები და წლებია, პრაქტიკულად, სოციალური ცხოვრებიდან იზოლირებულია. მას არანაირი," — განაცხადა სიორიძემ.
მისივე შეფასებით, "ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ ყურადღება გადაიტანონ სახელმწიფოს პასუხისმგებლობიდან, იმ ფაქტიდან, რომ ქვეყანაში მოშლილია პრევენციის ღონისძიებები, ხოლო ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხი სტიგმატიზებულია. ადამიანებს ხშირად არც შესაძლებლობა აქვთ და არც უსაფრთხო გარემო, რომ შესაბამის დაწესებულებებს მიმართონ, რადგან ამ თემაზე საუბარი კვლავ სირცხვილად მიიჩნევა".
"ის ბავშვი მხოლოდ მკვლელის ტყვიამ არ იმსხვერპლა. ის სახელმწიფოს გულგრილობამ და სისტემურმა უმოქმედობამ იმსხვერპლა. ეს არის მთელი ჩვენი საზოგადოების ტრაგედია. აი ამაზე უნდა ვისაუბროთ ახლა, თუმცა ამის ნაცვლად, ქართულ ოცნებაში ვიწრო პოლიტიკანურ ინტრიგებს ხლართავდნენ და ტრაგედიის ფონზე პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობდნენ.
...ეს სისტემა თუ არ დაინგრა, "ქართული ოცნების" რეჟიმი თუ არ შეიცვალა, რომლისთვისაც ყველაფერი ერთი კაცის კომფორტის, ფუფუნების და ხელშეუხებლობის ინტერესებიდან გამომდინარე იმართება, ქვეყანა ისევ გააგრძელებს ცხოვრებას ტრაგედიიდან ტრაგედიამდე", — განაცხადა სიორიძემ.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი სროლის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა. უწყების ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 4 პირი დაჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები