ვუთხარი პოლიციას, წაეღოთ იარაღი, წაიღეს და უკან დააბრუნეს — ვაკეში სროლაში ბრალდებულის დედა
ვაკეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის დედის, დოდო ოდიშარიას განცხადებით, მის შვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს. ის "ტვ პირველთან" საუბრისას იხსენებს, რომ წარსულში შვილმა მის მიმართაც გამოავლინა აგრესია, რის გამოც შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი.
ბრალდებულის დედის განმარტებით, შვილს იარაღი ფსიქიკური პრობლემების დაწყებამდე ჰქონდა გაფორმებული. მას შემდეგ, რაც აგრესია გამოავლინა, მან პოლიციას სთხოვა, იარაღი ჩამოერთვათ, ჩამოართვეს, თუმცა მოგვიანებით უკან დაუბრუნეს.
"იარაღი გაფორმებული ჰქონდა. სანამ ფსიქიატრიული პრობლემები დაეწყებოდა, მანამდე გაიფორმა. ეს მე პოლიციასაც ვუთხარი. იყო ისეთი შემთხვევაც, როცა ჩემ მიმართაც დაიწყო აგრესია... ერთთვიანი შემაკავებელი ორდერი დაუწერეს. კი არ შემხებია, სკამებს ამტვრევდა. მაშინ ვუთხარი პოლიციას, კარგად ვერ არის და წაიღეთ ეს იარაღები-მეთქი. წაიღეს, თუმცა უკან დაუბრუნეს. ზუსტად ვერ გეტყვით, ეს 4-5 წლის წინ მოხდა. საერთოდ, სამი იარაღი აქვს გაფორმებული, თუმცა ახლა ხმარებაში მხოლოდ ერთი ჰქონდა," — განაცხადა დოდო ოდიშარიამ "ტვ პირველთან" საუბრისას.
ქალი შვილის დაკავების დეტალებიც გაიხსენა. მკვლელობაში ბრალდებული კაცი სახლში იარაღით ჩაიკეტა და პოლიციას შიგნით არ უშვებდა.
"იარაღით იყო სახლში. პოლიციას არ უშვებდა. მე საერთოდ გამომიყვანეს. საშინელი ხმა იყო. იარაღის ხმა არ იყო. სპეცრაზმელები იყვნენ. ვუთხარი მათ, კარებთან არ მისულიყვნენ და მე მივეშვით. ერთი მკვდარი ხომ არის, მეორე არ მინდა-თქო. არ გამაჩერეს, არაო.
მე ვუთხარი არ იხმაუროთ-თქო. ეგ იყო სულ და მერე გაგრძელდა იქით. ის ბავშვი არ მომკვდარიყო. დედისთვის ძალიან ძნელია ამის თქმა, მაგრამ ეს მომკვდარიყო და ის ცოცხალი ყოფილიყო," — განაცხადა დოდო ოდიშარიამ.
დედის განმარტებით, ის შვილს მკურნალობდა, თუმცა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არ გააჩერეს.
"იწვა კლინიკაში თემქაზე. ისე გავაჩერე აბა? წამალში გერმანიიდან ჩამოჰქონდათ, აქაური წამალი მაგისთვის არ მიმიცია. 800 ევროს ვიხდიდი. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ის კაცს მოკლავდა," — აცხადებს დოდო ოდიშარია.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი სროლის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა. უწყების ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 4 პირი დაჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი.
- "ბინძური ტყუილია" — გიორგი სიორიძე უარყოფს, რომ ვაკის სროლაში ბრალდებული "ლელოს" წევრი იყო
- სროლაში ბრალდებული პირი კლინიკაშია გადაყვანილი — მას თითი აქვს ამპუტირებული
- ვერაზე მომხდარი სროლის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
- როგორია ვერაზე სროლის შედეგად დაჭრილი 2 ახალგაზრდის მდგომარეობა? — ექიმის კომენტარი
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები