"საქართველო თანდათან მნიშვნელოვან ბიზნესჰაბად ყალიბდება, აუცილებლად დავბრუნდები" — პაველ დუროვი საქართველოზე
Telegram-ის დამფუძნებელი რუსი მილიონერი პაველ დუროვი თბილისში სტუმრობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, "ხელისუფლების ბიზნესზე ორიენტირებული პოლიტიკის წყალობით, საქართველო თანდათან მნიშვნელოვან ბიზნესჰაბად ყალიბდება" დუროვი იმასაც აღნიშნავს, რომ აქ აუცილებლად დაბრუნდება.
"საქართველომ ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
ეს ქვეყანა ცნობილია სტუმართმოყვარე ხალხით, უძველესი კულტურით, გამორჩეული ადგილობრივი სამზარეულოთი და შთამბეჭდავი ბუნებით.
თუმცა, ეს ყველაფერი არ არის.
ხელისუფლების ბიზნესზე ორიენტირებული პოლიტიკის წყალობით, საქართველო თანდათან მნიშვნელოვან ბიზნესჰაბად ყალიბდება.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა გაორმაგდა და ზრდას კვლავაც ინარჩუნებს — წელიწადში დაახლოებით 8%-ით.
საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიებისთვის კორპორაციული გადასახადი 0%-ია, ხოლო დივიდენდებსა და ხელფასებზე გადასახადი მხოლოდ 5%-ს შეადგენს.
საქართველო აშკარად დაუფასებელია როგორც ტურისტული მიმართულება, ისე ბიზნესის წარმოებისთვის.
ძალიან მალე აუცილებლად დავბრუნდები", — წერს პაველ დუროვი ტელეგრამში.
მისი საქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ივნისის ბოლოს გავრცელდა. სოციალურ ქსელში გამოჩნდა ფოტო და ვიდეო მასალა, სადაც Telegram-ის დამფუძნეებლი თბილისის ქუჩებში გადაადგილდებოდა.
სოცმედიაში ასევე გავრცელდა დუროვის ქართული ოცნების დეპუტატ ვაკო თურნავასთან ერთად გადაღებული ფოტოც. VT Sakartvelo News-ის ცნობით, Telegram-ის დამფუძნებელი, სავარაუდოდ, საინვესტიციო-ტექნოლოგიურ კონფერენცია Teacher-ზე დასასწრებად ჩამოვიდა, რომელიც 26-27 ივნისს თბილისში გაიმართება. კონფერენცია დახურული იყო და არაფერი ვიცით მისი შემადგენლობის და მიზნების შესახებ.
ვინ არის პაველ დუროვი?
პაველ დუროვი რუსეთში დაბადებული მეწარმეა, რომელმაც სოციალური ქსელი Telegram დააფუძნა. მანამდე მან შექმნა რუსული სოციალური ქსელი VKontakte.
2024 წლის აგვისტოში საფრანგეთის ხელისუფლებამ ის დააკავა და გამოძიება დაიწყო იმის გამო, რომ პროკურატურის აზრით, Telegram საკმარისად არ თანამშრომლობდა სამართალდამცავებთან და პლატფორმაზე დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ ეფექტურ ზომებს არ იღებდა. საქმე ეხებოდა ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებას, ნარკოტიკებით ვაჭრობას, თაღლითობასა და სხვა დანაშაულებრივ საქმიანობას, რომლებიც Telegram-ის მეშვეობით ხდებოდა.
რას ედავებიან დუროვს?
ფრანგმა პროკურორებმა მას დაახლოებით 12 პუნქტით წაუყენეს ბრალი, მათ შორის:
• ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფებისთვის პლატფორმის გამოყენების ხელშეწყობა;
• ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის მასალის გავრცელების ხელშეწყობა;
• ნარკოტიკებით ვაჭრობის ხელშეწყობა;
• თაღლითური სქემებისა და ფულის გათეთრების ხელშეწყობა;
• კიბერდანაშაულისთვის განკუთვნილი პროგრამებისა და ინსტრუმენტების გავრცელების ხელშეწყობა;
• სამართალდამცავი ორგანოების ოფიციალურ მოთხოვნებზე ინფორმაციისა და დოკუმენტების არასაკმარისი მიწოდება;
• Telegram-ის დაშიფვრის ზოგიერთი სერვისის საფრანგეთის მარეგულირებელ ორგანოებში არასათანადო რეგისტრაცია ან დეკლარირება.
ყველაზე მნიშვნელოვანი იურიდიული პუნქტი იყო ფრანგული ფორმულირება: "თანამონაწილეობა ონლაინ პლატფორმის მართვაში, რომელიც ორგანიზებულ დანაშაულებრივ საქმიანობას ემსახურებოდა". ამ ბრალდებისთვის მაქსიმალური სასჯელი 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 500 000 ევროს ჯარიმაა, თუ სასამართლო დამნაშავედ ცნობს.
დუროვი გაათავისუფლეს 5 მილიონი ევროს გირაოს სანაცვლოდ. ამას გარდა, მას დაევალა კვირაში ორჯერ პოლიციაში გამოცხადება. თავდაპირველად აეკრძალა საფრანგეთის ტერიტორიის დატოვება გამოძიების დასრულებამდე.
აქვს თუ არა პაველ დუროვს საერთაშორისო გადაადგილებაზე შეზღუდვა?
პაველ დუროვს საერთაშორისო გადაადგილება შეზღუდული აღარ აქვს. თავდაპირველად, 2024 წელს მისი დაკავების შემდეგ, საფრანგეთის სასამართლომ მას აუკრძალა ქვეყნის დატოვება და დაავალა რეგულარულად გამოცხადება პოლიციაში. 2025 წლის ნოემბერში, ფრანგულმა ხელისუფლებამ მოგზაურობის აკრძალვა სრულად მოხსნა. ამასთან ერთად გაუქმდა პოლიციაში რეგულარული გამოცხადების ვალდებულებაც.
რა ეტაპზეა გამოძიება?
ეს არ ნიშნავს, რომ საქმე დახურულია — გამოძიება კვლავ მიმდინარეობს და დუროვი კვლავ ოფიციალურად არის გამოძიების ფიგურანტი, მაგრამ ამ ეტაპზე მას არ აქვს არც საფრანგეთის დატოვების და არც სხვა ქვეყნებში მოგზაურობის იურიდიული აკრძალვა
დუროვი ყველა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ პლატფორმის მფლობელის პასუხისმგებლობის დაკისრება მომხმარებლების ქმედებებზე არასწორია. Telegram-იც ამტკიცებს, რომ ის ევროკავშირის კანონმდებლობას იცავს და სამართალდამცავებთან თანამშრომლობს.
ეს საქმე საკმაოდ მნიშვნელოვანი პრეცედენტია: პირველად მოხდა, რომ დიდი ტექნოლოგიური პლატფორმის დამფუძნებელს პასუხისმგებლობა დააკისრეს არა საკუთარი ქმედებების, არამედ იმის გამო, თუ რამდენად ეფექტურად აკონტროლებდა პლატფორმაზე მიმდინარე უკანონო საქმიანობას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები