ნახეთ ჯონი დეპი დიკენსის მორიგ ეკრანიზაციაში — მსახიობს ამ ახალ როლში ვერც კი იცნობთ (ტრეილერი)
ფოტო: Paramount Pictures
ებენიზერ სკრუჯის სახელი თქვენთვის უცხო არ უნდა იყოს. ინგლისური ლიტერატურის ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟი არაერთხელ გაცოცხლებულა ეკრანზეც. ამჯერად კი, სტუდია Paramount Pictures ჩარლზ დიკენსის საშობაო სიმღერის კიდევ ერთ კინოადაპტაციას შემოგვთავაზებს. ფილმში, სახელწოდებით Ebenezer, მთავარ პერსონაჟს ჯონი დეპი განასახიერებს, რომლისთვისაც ეს პირველი დიდი ჰოლივუდური როლია ყოფილ პარტნიორთან, ამბერ ჰერდთან, გახმაურებული სასამართლო დავის შემდეგ.
"კარგია დაბრუნება", — ამბობს ებენიზერად გარდასახული ჯონი დეპი ტრეილერში. ეს ფრაზა ორმაგ მნიშვნელობას ატარებს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ტრეილერში აქცენტი სწორედ ჯონი დეპის კინოინდუსტრიაში დაბრუნებაზეა გაკეთებული და მსახიობის შესრულებული ექსცენტრიკული პერსონაჟებია ჩამოთვლილი.
"მან გვაჩუქა ჯეკ ბეღურა, ედვარდ მაკრატელხელება, შეშლილი მექუდე. წლევანდელ მადლიერების დღესასწაულზე დამთხვეულების ოსტატი ბრუნდება", — ასეთი შესავლითაა წარმოდგენილი წუთნახევრიანი ვიდეო, რომელიც უკვე გვაგრძნობინებს დიკენსისეულ მისტიკურ ატმოსფეროს: თოვლიანი ინგლისი, ყვავები და მოჩვენებები. ფილმისადმი მაყურებლის მოლოდინი კი, როგორც ჩანს, იმდენად დიდია, რომ ტრეილერმა გამოსვლიდან რამდენიმე საათში 4,5 მილიონზე მეტი ნახვა მოაგროვა.
ჩარლზ დიკენსის მცირე მოთხრობა საშობაო სიმღერა 1843 წელს გამოიცა და ინგლისური ლიტერატურაში მისტიკური სადღესასწაულო ნაწარმოებების ტრადიციას დაუდო საფუძველი. ამბავი ძუნწ და ბუზღუნა მოხუც სკრუჯზე გვიყვება, რომელსაც წინასაშობაოდ მოჩვენებები მოსვენებას არ აძლევენ. გამოცემიდან ერთ კვირაში ბრიტანეთში საშობაო სიმღერის ყველა ეგზემპლარი გაიყიდა და მას შემდეგ ნაწარმოების ტირაჟის განახლება არ შეწყვეტილა. მოთხრობის მიხედვით შექმნეს არაერთი ფილმი, სპექტაკლი და ოპერაც კი, მაგრამ მისი გავლენა ხელოვნების სფეროს სცდება: მიიჩნევა, რომ დიკენსმა ნაწარმოებით თანამედროვე შობის არაერთი ატრიბუტი და წეს-ჩვეულებაც განსაზღვრა.
რაც შეეხება მის უახლეს ეკრანიზაციას ჯონი დეპით მთავარ როლში: ფილმის რეჟისორი ტი უესტია, სცენარი კი ნათანიელ ჰელპერნს ეკუთვნის. დეპთან ერთად, ებენიზერში ისეთ ვარსკვლავურ სახეებსაც ვიხილავთ, როგორებიც არიან იენ მაქკელენი, რუპერტ გრინტი და სემ კლეფლინი.
"დღესასწაული იწყება მონაჩმახით", — სკრუჯის ამ საფირმო სიტყვით სრულდება ტრეილერი.
ებენიზერის პრემიერა 13 ნოემბერს შედგება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები