"გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 133-ე შეხვედრა ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სუს ავრცელებს. მათი ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კვლავ მკაცრად დააყენეს
- საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლის/წარმომადგენლების პასუხისგებაში მიცემისა და სამართლის აღსრულების საკითხი.
- უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის დაგმობა;
- ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის მზარდი ტენდენცია;
- ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვა.
შეგახსენებთ, რომ თამაზ გინტური — საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანი — 2023 წლის 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მოკლეს. ის ადგილობრივ მცხოვრებ ლევან დოთიაშვილთან ერთად ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიაში მიდიოდა, რომლის კარიც რუს ოკუპანტებს აჭედილი ჰქონდათ. ტაძართან რუსულმა სამხედროებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს — გინტური ზურგში მიყენებული ცეცხლსასროლი ჭრილობებით გარდაიცვალა, ხოლო დოთიაშვილი გაიტაცეს (მოგვიანებით გაათავისუფლეს).
ერგნეთში გამართულ შეხვედრას პარტია გახარია საქართველოსთვის გამოეხმაურა. მათი თქმით, უწყებამ განცხადებაში არ ახსენა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ ქართულმა მხარემ ჩორჩანას საპოლიციო საგუშაგო აიღოს.
პარტია მოითხოვს, რომ სუს-მა და საგარეო უწყებამ საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რა პასუხი გასცეს ოკუპირებული ტერიტორიის წარმომადგენლის ამ მოთხოვნას.
"დღეს, 2026 წლის 23 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის (IPRM) 133-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდგომ, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შეხვედრის ფარგლებში მოითხოვეს ჩორჩანას საპოლიციო საგუშაგოს აღება. საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. დელეგაციის ხელმძღვანელის, იგორ კოჩიევის თქმით: "ქართული მხარის პასუხებიდან გამომდინარე, კვლავ გვრჩება იმედი, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს, ეს საგუშაგო გაყვანილი იქნება რესპუბლიკის ტერიტორიიდან და აღდგება სტატუს-კვო, რომელიც მის აღმართვამდე 2019 წლის აგვისტოს ბოლოს არსებობდა".
საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება დღევანდელი შეხვედრის შესახებ, სადაც საოკუპაციო რეჟიმის უკანონო მოთხოვნა — ჩორჩანას საგუშაგოს აღებასთან დაკავშირებით — დამალეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან და საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს მოსახლეობას, რა პასუხი გასცეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს, რაც მათ იმედს აძლევს, რომ ოცნების ხელისუფლება აიღებს ქართულ საგუშაგოს და დათანხმდება ქართული მიწის გადაცემას ცხინვალის რეჟიმისთვის. აღსანიშნავია, რომ ცხინვალის მხარის "იმედები" ქართული პოლიციის პოსტის აღებაზე პირდაპირ უკავშირდება "ოცნების" ბოლოდროინდელ პოლიტიკას და გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობისას ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვის და ქართული მიწის დაცვის გამო გიორგი გახარიას გასამართლებას," — წერს პარტია.
- იგორ კოჩიევი: ერთადერთი სწორი და ლოგიკური გადაწყვეტილება იქნება ჩორჩანას საგუშაგოს აღება
- ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი ჩორჩანასთან საგუშაგოს გაუქმების მოლოდინშია
2025 წელს 13 ნოემბერს სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ე.წ ჩორჩანას ეპიზოდზე ყოფილ პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. პროკურატურის განმარტებით, საშიშროებაა ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ მიიღო. გიორგი გახარია სასამართლო სხდომას არ დასწრებია. ის საქართველო მიმდინარე წლის ივნისში დატოვა.
- გახარიას თქმით, მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყება ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო მუქარის აღსრულებაა
- გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
- ბერდიას სიჭინავას თქმით, გიორგი გახარიას საქმეში ნანა კაკაბაძის, ვახტანგ შაქარაშვილის, კახი კახიშვილის და ვახტანგ გომელაურის ჩვენებები დევს
- პროკურატურამ გიორგი გახარიას მიმართ 20-21 ივნისის საქმეზე და ჩორჩანას ეპიზოდზე სისხლის სამართლის დევნა დაიწყო
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები