როდის იცვლება ძაღლის გამომეტყველება და როგორ ცნობს ის კეთილ ადამიანს
ფოტო: AFP
ძაღლები კეთილ ადამიანებს, თურმე, იოლად ცნობენ. როგორც რუბრიკა გალილეოს გამოშვებიდან შეიტყობთ, ძაღლის სახის გამომეტყველება კიდევ უფრო მძაფრდება, თუ ჩვენ მას ვუყურებთ. უახლესი კვლევები ადასტურებს, რომ ძაღლები იმაზე მაღალი სოციალური ინტელექტით გამოირჩევიან, ვიდრე აქამდე წარმოგვედგინა.
ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ ძაღლი ოჯახში ყველას ერთნაირად არ ექცევა. ჩეხი მეცნიერების მიერ 18 ოქტომბერს, სამეცნიერო ჟურნალ პლოს უან-ში (Plos One) გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ძაღლები ადამიანის ბუნებას იოლად ცნობენ. ოღონდ, ამას არაფერი აქვს საერთო ინტუიციასთან, ე.წ. მეექვსე გრძნობასთან.
როგორც ირკვევა, ძაღლები ცოდნას გამოცდილებასთან ერთად იძენენ. ჩეხმა მეცნიერებმა ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარეს: ძაღლებს ადამიანთა ორი ჯგუფი სთავაზობდა საჭმელს. პირველი უდგამდა საკვებით სავსე თასს და ელოდებოდა, სანამ მას დაამთავრებდნენ. მეორე ჯგუფი კი თასს რომ დაუდგამდა, თვითონ შეტრიალდებოდა და საკუთარ სადილს შეექცეოდა. სწორედ ასე დაყვეს მეცნიერებმა ადამიანები ორ პირობით ჯგუფად: "კეთილ, გულისხმიერ" და "ეგოისტ, საკუთარ თავზე მზრუნველ" ძაღლის პატრონებად.
შემდეგ ეტაპზე, ორივე ჯგუფის წევრები ერთად დადგნენ, საჭმლით სავსე თასი მკერდთან დაიჭირეს და დაელოდნენ, ვისთან მივიდოდნენ ძაღლები. წარმოიდგინეთ, რომ ძაღლები მარტო "კეთილი" ჯგუფის ადამიანებისკენ გაემართნენ. ასე მოიქცნენ როგორც ქუჩის ძაღლები, ასევე შინ გაზრდილი ძაღლები. მათ შორის, მცირე განსხვავება მაინც დაფიქსირდა: ქუჩის ძაღლები თავიდან ვერ ხვდებოდნენ, რა უნდოდათ ადამიანებს, როცა მათ თასისკენ ხელით მიუთითებდნენ.
ისიც უნდა ითქვას, რომ ქუჩის ძაღლებს ათვისების სწრაფი უნარი აღმოაჩნდათ და ისინი ძალიან მალე გაერკვნენ სიტუაციაში. ორ ჯგუფს შორის განსხვავება საერთოდ ვერ დააფიქსირეს ლეკვებმა. ისინი ერთნაირად მიდიოდნენ როგორც "კეთილ", ისე "ეგოისტ" ადამიანებთან.
ძაღლებზე კიდევ ერთ საინტერესო კვლევას გაგაცნობთ, რომელიც სულ ახლახან გამოქვეყნდა. ისიც ადასტურებს, რომ ძაღლები მაღალი სოციალური ინტელექტით გამოირჩევიან. ადამიანის საუკეთესო მეგობრები, თურმე, გამომეტყველებას იცვლიან იმის მიხედვით, ვუყურებთ თუ არა მათ. შინაური ძაღლები ემოციას მიმიკებით, თუ თვალის გამომეტყველებით კიდევ უფრო ამძაფრებენ, თუკი დააფიქსირეს, რომ მათ ყურადღებით შევცქერით.
მეცნიერებისთვის დიდი ხანია ცნობილია, რომ ძუძუმწოვრების უმრავლესობას გამომეტყველების შეცვლა შეუძლია. თუმცა, აქამდე არ იყო მეცნიერულად დადასტურებული ის, რომ გამომეტყველების შეცვლას ძაღლები კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად და აუდიტორიაზე შთაბეჭდილების მოსახდენად იყენებენ.
აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ექსპერიმენტი ჯერჯერობით მხოლოდ ძაღლებზე ჩატარდა. ადამიანმა ის დაახლოებით 30 ათასი წლის წინ მოიშინაურა. ასე რომ, შესაძლოა, ეს ათობით ათასი წლის განმავლობაში მიმდინარე სელექციის და ევოლუციის შედეგი იყოს და მსგავსი დასკვნები სხვა ძუძუმწოვრებზე არ გავრცელდეს. კვლევა გამოქვეყნდა 19 ოქტომბერს, ჟურნალ ნეიჩერში (Nature).
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები