ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო
პატიმრობაში მყოფი პარტია დროას ლიდერი ელენე ხოშტარია პარტია "ჯერ საქართველოსა" და მისი ლიდერის, ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ აბსოლუტურად იზიარებს და მხარს უჭერს მის მიერ დასმულ ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო.
"მინდა გამოვეხმაურო ჯერ საქართველოსა და ვიქტორ ყიფიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას, ინიციატივას. აბსოლუტურად ვიზიარებ და მხარს ვუჭერ მის მიერ დასმულ ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო. მისი ინიციატივა ეხება არა ბიძინა ივანიშვილთან დიალოგის დაწყებას, არამედ ოპოზიციის კონსოლიდაციას და აქტიურ მოქმედებას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მიღწევის მიზნით, რასაც უნდა მივაღწიოთ ბიძინა ივანიშვილზე სისტემური ზეწოლის გზით.
მიმაჩნია, რომ სწორედ ეს არის ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა. ერთი მხრივ, ის პარტიები, ის პოლიტიკური აქტორები, რომლებიც თვლიან, რომ ნებისმიერ არჩევნებში შეუძლიათ შესვლა და რომლებთანაც გვაქვს განსხვავება, არსებითი განსხვავება სტრატეგიასთან დაკავშირებით, მათაც და ჩვენც შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ, რადგან ერთია, რომ შენ ნებისმიერ არჩევნებში შეხვალ, თუმცა, წარმოუდგენელია თქვა, რომ თავისუფალი არჩევნები არ გინდა. შესაბამისად, ეს ამოცანა ობიექტურად გვაერთიანებს ყველას. მნიშვნელოვანი და პრინციპული არ არის ის, თუ ვის ინიციატივას ვუერთდებით. ამის დრო, მგონი, ახლა ნამდვილად არ არის.
აქვე მინდა, მოვყვე და გაგიზიაროთ, როგორ წარმომიდგენია ეს პროცესი. ეს არის არა უბრალოდ ამოცანის გარშემო პოლიტიკური კონსოლიდაცია, არამედ ეს არის ყოველდღიური, აქტიური, ძალიან ინტენსიური კამპანია, თუ რას ნიშნავს და როგორია ეს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და რომ ეს არის არა პოლიტიკური ლოზუნგი, არამედ მართლა რეალური გამოსავალი კრიზისის დასაძლევად. როგორც კი ადამიანები დაიჯერებენ, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ერთი მხრივ, მართლა გამოსავალია, მეორე მხრივ კი, ერთად და ბრძოლით მიღწევადი, ყველა კონცენტრირდება ამ ამოცანაზე. ჩვენი მუშაობა უნდა იყოს ისეთი თანმიმდევრული და ინტენსიური, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ, პროტესტის საკუთარი ფორმით, ეს პოზიცია გააჟღეროს. მაგალითად, რომ ჰკითხავ: "როგორ ხარ?", გიპასუხოს "თავისუფალი არჩევნები", რომ ჰკითხავ, როგორი ამინდია, გიპასუხოს "თავისუფალი არჩევნები", სადაც არ გაივლი, უნდა ხედავდე აივნიდან გადმოფენილ წარწერას: "თავისუფალი არჩევნები!" ამან უნდა მოიცვას მთელი ქვეყანა, აბსოლუტურად ყველა, მათ შორის ის ადამიანები, ვინც აქციაზე აქტიურად ვერ დადიან. როდესაც ამ ეტაპს მივაღწევთ, მერე უნდა იყოს მძლავრი კულმინაცია — დიდი აქცია, რუსთაველზე.
ვფიქრობ, რომ ამ კონსოლიდაციის და დისციპლინირებული, აქტიური, ინტენსიური საერთო მუშაობის შედეგად, ჩვენ შეგვიძლია დღეს სიტუაციის გადატეხა. ამიტომ მხარს ვუჭერ ბატონი ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას. რა თქმა უნდა, მე მარტო არ ვიღებ გადაწყვეტილებებს, შესაბამისად, კოალიციასთან მაქვს საუბარი. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში უნდა გაიმართოს სამუშაო კონსულტაციები "ჯერ საქართველოსთან" ამ პროცესის დასახვეწად და დასაწყებად", — წერს ხოშტარია.
ცნობისათვის, მანამდე პარტია ჯერ საქართველოს ლიდერმა, ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა, რომ "უნდა ვისაუბროთ არა არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობაზე, არამედ როგორ არჩევნებში ვმონაწილეობთ. არჩევნები თუ არ დაემსგავსა არჩევნებს, თუ არ იქნება რეალურად სამართლიანი, კონკურენტული, თავისუფალი, სხვაგვარად არჩევნებში მონაწილეობა იქნება მხოლოდ ყალბი არჩევნების შედეგის გაფორმება და ამ გაფორმებაში ხელის შეწყობა", — განაცხადა ყიფიანმა.
ამასთან, ის მიესალმება ელენე ხოშტარიას განცხადებას, რომ თავისუფალი არჩევნების იდეის გარშემო კონსოლიდაციასთან დაკავშირებით.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები