პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა
პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა — განზრახ მკვლელობა, განზრახ მკვლელობის მცდელობა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება და პოლიციელზე თავდასხმა. ბრალდებულს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გამოძიების თანახმად, ნიკოლოზ კაპანაძემ არასრულწლოვანებს მას შემდეგ გაუხსნა ცეცხლი, როცა ისინი, შელაპარაკების შემდეგ, ტერიტორიის დატოვებას ცდილობდნენ. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ კაპანაძემ ახალგაზრდებს ცეცხლი იმ იარაღით გაუხსნა, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა.
შემდეგ კაპანაძემ საკუთარ სახლში ორი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სამართალდამცავების მისამართით ცეცხლის გახსნა ცადა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 22 ივლისს, დაახლოებით 21:35 საათზე, თბილისში, აკაკი შანიძის ქუჩა №31-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია საზოგადოებრივ სივრცეში, ბრალდებულ ნიკოლოზ კაპანაძეს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ოთხ ახალგაზრდასთან. შელაპარაკების პარალელურად, ზემოხსენებული პირები ავტომანქანაში ჩასხდნენ და ადგილიდან გარიდება სცადეს, რა დროსაც ბრალდებულმა ნიკოლოზ კაპანაძემ მის ხელთ არსებული GLOCK 34 GEN 4 მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, განზრახ მკვლელობის მიზნით მათი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც სამმა ახალგაზრდამ ცეცხლნასროლი დაზიანებები მიიღო. სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად ერთ-ერთი მათგანი, ნიკოლოზ ღუნაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. ორ ახალგაზრდას გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად სიცოცხლე შეუნარჩუნდა.ამავე ქმედებით, ბრალდებულმა ნიკოლოზ კაპანაძემ საფრთხე შეუქმნა იქ მყოფი სხვა პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რა დროსაც ერთმა ქალბატონმა თავის არეში ცეცხლნასროლი დაზიანება მიიღო.
2026 წლის 23 ივლისს, დაახლოებით 00:06 საათზე, თბილისში, აკაკი შანიძის ქუჩა №31-ში მდებარე ბრალდებულ ნიკოლოზ კაპანაძის საცხოვრებელ მისამართზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით გამოცხადდნენ პოლიციის თანამშრომლები. პოლიციის თანამშრომლების მოწოდებაზე, დამორჩილებოდა მათ კანონიერ მოთხოვნას ბრალდებულმა სამართალდამცველების მიმართ მუქარა განახორციელა და კარების გაღებისთანავე მის ხელთარსებული GLOCK 34 GEN 4 და ARMALITE SPR MOD 1 მოდელის ცეცხლსასროლი იარაღებიდან, მათი სიცოცხლის ხელყოფას შეეცადა. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან განიარაღების შედეგად ბრალდებულმა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა," — წერს უწყება.
ცნობისთვის, ნიკოლოზ კაპანაძის დედამ, დოდო ოდიშარიამ "ტვ პირველთან" საუბრისას განაცხადა, რომ წარსულში შვილმა მის მიმართაც გამოავლინა აგრესია, რის გამოც შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი.
ბრალდებულის დედის თქმით, შვილს იარაღი ფსიქიკური პრობლემების დაწყებამდე ჰქონდა გაფორმებული. მას შემდეგ, რაც აგრესია გამოავლინა, მან პოლიციას სთხოვა, იარაღი ჩამოერთვათ, ჩამოართვეს, თუმცა მოგვიანებით უკან დაუბრუნეს.
22 ივნისს ვერაზე მომხდარი სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიჭრა, ერთი მათგანი კლინიკაში შეყვანის შემდეგ გარდაიცვალა, 2 ახალგაზრდა ამ დრომდე "ჰელსიკორეში" რჩება, მეოთხე დაჭრილს, ქალს, თხემის არეში ჰქონდა მსუბუქი დაზიანება. ის 22 ივლისს ღამითვე გაწერეს კლინიკიდან.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები