მკვლევრებმა ადამიანების აზროვნების 4 ტიპი გამოავლინეს — რომელი ხარ შენ?
ადამიანების ფიქრები დღის განმავლობაში მუდმივად იცვლება, თუმცა მკვლევრების თქმით, მათი შინაარსი გარკვეულ კანონზომიერებებს მაინც ემორჩილება. ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანების აზროვნება ოთხ ძირითად ტიპად შეიძლება დაიყოს. თუმცა, ეს კატეგორიები მკაცრად განსაზღვრული არ არის და ადამიანები დროთა განმავლობაში ერთი ტიპიდან მეორეში შეიძლება გადავიდნენ.
კვლევა კალიფორნიის Claremont Graduate University-ისა და ჩინეთის Wuhan University-ის ეკონომისტებმა ჩაატარეს. კვლევაში 19-დან 71 წლამდე ასაკის 258 ადამიანი მონაწილეობდა. ორი კვირის განმავლობაში სპეციალური აპლიკაცია მათ დღეში რვაჯერ, შემთხვევით დროს სთხოვდა, ჩაეწერათ, რაზე ფიქრობდნენ, რას აკეთებდნენ და რამდენად ბედნიერად გრძნობდნენ თავს. მკვლევრებმა 23 000-ზე მეტი პასუხი გააანალიზეს.
აი, ის 4 აზროვნების ტიპი:
მუდმივად შეშფოთებული
ფოტო: Michael Parkin/The Guardian
ამ ჯგუფის წევრები მსოფლიო მოვლენებზე, პოლიტიკასა და სოციალურ საკითხებზე საშუალოზე დაახლოებით 60%-ით ხშირად ფიქრობენ. მათი ყურადღება ხშირად ომებზე, COVID-19-ის პანდემიასა და სხვა მასშტაბურ მოვლენებზეა მიმართული. საკუთარ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზეც ისინი საშუალოზე დაახლოებით 50%-ით მეტს ფიქრობენ.
მათ ფიქრებში ხშირად ჩნდება სიტყვები: COVID, სიფხიზლე, მარტოობა, ტკივილი, შიმშილი და დაღლილობა. საინტერესოა, რომ მუსიკაზე ისინი საშუალოზე თითქმის ორჯერ ხშირად ფიქრობენ. მკვლევრების ვარაუდით, ეს მათ, შესაძლოა, სტრესთან გამკლავებაში ეხმარებოდეთ.
ყოველდღიურ საქმეებზე ორიენტირებული
ფოტო: Michael Parkin/The Guardian
ამ ტიპის მოაზროვნეების ფიქრები ძირითადად პრაქტიკულ და საოჯახო საკითხებს უკავშირდება. ისინი საშუალოზე დაახლოებით 50%-ით ხშირად ფიქრობენ სახლის საქმეებზე, საცხოვრებელ გარემოსა და ფინანსებზე.
მათ ყურადღებას ასევე ხშირად იპყრობს ფილმების, წიგნებისა და სერიალების სიუჟეტები. ამ ჯგუფის წევრების ფიქრების აღსაწერად გამოყენებული სიტყვები საკმაოდ მრავალფეროვანი იყო, მათ შორის: "გადაწყვეტა", "პროცესი", "დისკუსია" და "დოკუმენტი".
სხეულსა და ემოციებზე კონცენტრირებული
ფოტო: Michael Parkin/The Guardian
საკუთარ შეგრძნებებზე, ემოციებსა და სამყაროს აღქმაზე ამ ჯგუფზე მეტად არცერთი სხვა ჯგუფი არ ფიქრობს.
მოაზროვნეების ეს ტიპი კვლევაში გამოვლენილ ჯგუფებს შორის ყველაზე ახალგაზრდაა — მისი წევრების საშუალო ასაკი 32 წელია, თითქმის ორი მესამედი კი ქალია. მათთან ყველაზე მაღალი იყო არასასურველი და მოულოდნელად გაჩენილი ფიქრების მაჩვენებელიც — 28%.
მათ ფიქრებში ხშირად გვხვდებოდა სიტყვები: "თერაპევტი", "ტკივილი" და "გადატვირთულობა". ამასთან, ამ ჯგუფში ხვდებოდნენ ის ადამიანებიც, რომლებსაც კვლევის პერიოდში ფიზიკური ან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდათ და ამიტომ უფრო ხშირად ფიქრობდნენ საკუთარ სხეულზე, სიმპტომებსა და მკურნალობაზე.
ის, ვინც ბევრს მუშაობს და ბევრს ერთობა
ფოტო: Michael Parkin/The Guardian
ამ ჯგუფის წევრების ფიქრები ძირითადად სამსახურსა და თავისუფალ დროს შორის ნაწილდება. ისინი სამუშაოზე საშუალოზე დაახლოებით 50%-ით ხშირად ფიქრობენ, თუმცა ჰობებს, თამაშებსა და ხელოვნებასაც დაახლოებით 25%-ით მეტ ყურადღებას უთმობენ. მათ ფიქრებში ხშირად ჩნდებოდა სიტყვები: "დასვენება", "პრეზენტაცია", "ფრენა", "ფრჩხილი", "პროექტი" და "სპორტდარბაზი".
სხვა ჯგუფებთან შედარებით მათ ყველაზე მაღალი შემოსავლისა და ბედნიერების მაჩვენებლები ჰქონდათ. ამ ჯგუფში კაცები ქალებზე ოდნავ მეტნი იყვნენ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები