ელენე ხოშტარია

27 Jul. 2026, 14:11

აღფრთოვანებული ვარ და უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ დღეებში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტა, დაიცვა საქართველოს თავისუფლება.
მინდა სრული სოლიდარობა გამოვხატო ვახო სანაიას, გიორგი ახობაძის, თორნიკე თოშხუას, ია მელითაურის, ლაშა დგებუაძის, მარიამ მეყანწიშვილის, ვასო ბერიძის, სანდრო სეხნიაშვილის, მარინე ნანავას, შაკო ბაღდოშვილის, თორნიკე ტიკარიძის, ნატო ბოლქვაძისა და სხვა, ყველა უკანონო პატიმრის მიმართ. სწორედ ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩვენი ბრძოლისთვის. ეს შემართება, ეს დაუმორჩილებლობა. ასეთ ძვირფას მომენტებზე დგას ჩვენი წარმატება. როდესაც ვერცხლის წყალივით უსხლტება ხელიდან სისტემას სიმართლე და ვერ აღწევს საკუთარ მიზანს. სწორედ ასეთ გმირ ადამიანებზე დგას ჩვენი ქვეყნის თავისუფლება.

ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. და როდესაც ამას უყურებ, ერთი, ორი და რამდენი წელიც საჭირო იქნება, იმდენი იჯდები ციხეში. სწორედ ეს არყევს სისტემას. ვხედავთ, რამდენად სასაცილო, მხდალი და კომიკურია, თუ როგორ გამალებით დასდევს სისტემა ამ 3 ასოს, რომელიც ისე მყარად მიეწება, როგორც არასდროს.

ადამიანს ვერ გააჩუმებ, ეს ვერავინ და ვერასდროს მოახერხა. ჩვენ ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური ტერორის, ტყუილის, სიბინძურის და დეჰუმანიზაციის პერიოდში ვცხოვრობთ და ასეთი ადამიანები — ვახო, გიორგი, თორნიკე, გოგოები — ამტკიცებენ, რომ ეს ტერორი, ეს სიბინძურე არ არის ჩვენი ნორმალური მდგომარეობა. ჩვენ ამას არ შევეგუებით და აუცილებლად გავიმარჯვებთ სწორედ ამ შემართებით.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…