საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური პარტნიორობით კომპანია მეტროპოლი თბილისში, ორთაჭალაში ახალ მრავალფუნქციურ საცხოვრებელ პროექტს — მეტროპოლ ორთაჭალას აშენებს.
პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 91.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც საქართველოს ბანკის დაფინანსება 66 მლნ. აშშ დოლარია.
მეტროპოლ ორთაჭალა თბილისის ისტორიულ უბანში, დიმიტრი გულიასა და ვახტანგ გორგასალის ქუჩებს შორის მდებარეობს და თანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსს წარმოადგენს, რომელიც ორ 29-სართულიან შენობას გააერთიანებს. პროექტი 12,197 კვ.მ მიწის ნაკვეთზე შენდება, ხოლო მისი საერთო სამშენებლო ფართობი 117,550 კვ.მ-ია. კომპლექსში ჯამში 800 საცხოვრებელი ბინა განთავსდება.
პროექტი საცხოვრებელ სივრცეებთან ერთად მრავალფეროვან ინფრასტრუქტურასაც მოიცავს. მაცხოვრებლებისთვის მოეწყობა რეკრეაციული და გამწვანებული სივრცეები, საბავშვო და სპორტული მოედნები, პადელის მოედანი, ველო და სარბენი ბილიკები, მოსასვენებელი პავილიონები, ასევე სამდონიანი პარკინგი, საოფისე და კომერციული ფართები. კომპლექსში ხელმისაწვდომი იქნება 24/7 კონსიერჟის მომსახურება, დაცვა, საერთო სივრცეების მართვა და მოვლა, მებაღეობისა და დასუფთავების სერვისები.
მშენებლობა 2025 წლის იანვარში დაიწყო და მისი დასრულება 2028 წლის ივნისისთვის იგეგმება.
"მეტროპოლ ორთაჭალა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომელიც თანამედროვე ურბანულ გარემოს, ფუნქციურ ინფრასტრუქტურასა და გამორჩეულ მდებარეობას აერთიანებს. გვინდოდა შეგვექმნა სივრცე, რომელიც ქალაქის ცენტრთან სიახლოვეს კომფორტულ და სრულფასოვან საცხოვრებელ გარემოს შესთავაზებდა როგორც ოჯახებს, ისე ინვესტორებს. საქართველოს ბანკთან თანამშრომლობა კი შესაძლებლობას გვაძლევს, ეს პროექტი დაგეგმილი ხარისხითა და მასშტაბით განვახორციელოთ", — აღნიშნავს დეველოპერული კომპანია მეტროპოლის გენერალური დირექტორი, გიორგი მხეიძე.
"საქართველოს ბანკი განაგრძობს იმ ბიზნესების მხარდაჭერას, რომლებიც ქალაქის ურბანულ განვითარებასა და თანამედროვე საცხოვრებელი გარემოს შექმნას უწყობენ ხელს. მოხარული ვართ, რომ მეტროპოლ ორთაჭალის პროექტის ფინანსური პარტნიორები ვართ და მის განხორციელებაში აქტიურად ვმონაწილეობთ. გვჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება და ერთობლივად კიდევ არაერთ პროექტს განვახორციელებთ", — აღნიშნავს ირაკლი კიკალიშვილი, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი.
ინფორმაციისთვის, კომპანია მეტროპოლი 2022 წლიდან მომხმარებლებს საცხოვრებელი და საინვესტიციო უძრავი ქონების პროექტებს სთავაზობს. საქართველოს ბანკთან პარტნიორობის ფარგლებში კომპანიამ უკვე განახორციელა და ასევე მშენებლობის პროცესშია: მეტროპოლ ლისი, მეტროპოლ შინდისი, მეტროპოლ ბაგები და მეტროპოლ ორთაჭალა. სამომავლოდ კი კომპანია ახალ პროექტებს ნუცუბიძეზე, ჭავჭავაძეზე, აბაშიძეზე, ჭოველიძესა და დიღომში გეგმავს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები