ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ
ფოტო: Sony Pictures
ტომ ჰოლანდი ადამიანი ობობას როლში ბრუნდება. Spider-Man: Brand New Day კინოთეატრებში 31 ივლისს გამოვა და Spider-Man: No Way Home-ის მოვლენებიდან ოთხი წლის შემდეგ გააგრძელებს პიტერ პარკერის ისტორიას.
თითქმის ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მაყურებელმა ტომ ჰოლანდის ადამიანი ობობა ბოლოს დიდ ეკრანზე იხილა. ამ ხნის განმავლობაში პიტერის ცხოვრება მთლიანად შეიცვალა — ახლა ის მარტოა, მთელ დროს ნიუ-იორკის დაცვას უთმობს და მისი არსებობა აღარავის ახსოვს.
სანამ ახალ ფილმს ნახავთ, გავიხსენოთ, როგორ დასრულდა პიტერ პარკერის წინა თავგადასავალი და რომელი პერსონაჟები დაბრუნდებიან Spider-Man:Brand New Day-ში.
როგორ დასრულდა Spider-Man: No Way Home?
Spider-Man: Far From Home-ის ბოლოს მისტერიომ პიტერ პარკერის საიდუმლო ვინაობა გაამხილა და მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ ადამიანი ობობა სწორედ ის იყო. ცხოვრების ჩვეულ რიტმში დასაბრუნებლად პიტერ პარკერმა დახმარება დოქტორ სტრეინჯს სთხოვა. მას სურდა, შელოცვის შემდეგ ყველას დავიწყებოდა, რომ პიტერ პარკერი ადამიანი ობობა იყო.
ტომ ჰოლანდი და ზენდეია ფილმში Spider-Man: Far from Home.
ფოტო: Sony Pictures Entertainment
თუმცა, ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავიდა. შელოცვის გამო სხვადასხვა სამყაროს შორის საზღვარი გაიხსნა და პიტერის რეალობაში სხვა ადამიანი ობობების მტრები მოხვდნენ. მათ შესაჩერებლად პიტერ პარკერს ტობი მაგუაირისა და ენდრიუ გარფილდის ადამიანი ობობებიც დაეხმარნენ. მიუხედავად ამისა, მულტივერსის დაშლის საფრთხე კვლავ არსებობდა.
მულტივერსის გადასარჩენად პიტერმა მძიმე გადაწყვეტილება მიიღო — დოქტორ სტრეინჯს სთხოვა, ყველას თავად პიტერ პარკერიც დავიწყებოდა. შელოცვამ იმოქმედა და ფილმის ბოლოს პიტერი სრულიად მარტო დარჩა — ის ემჯეისა და ნედსაც კი აღარ ახსოვდათ. პიტერმა მათთვის სიმართლის თქმა სცადა, თუმცა გადაიფიქრა და ახალი ცხოვრების დაწყება გადაწყვიტა.
როგორია პიტერ პარკერის ცხოვრება ახლა?
Spider-Man: Brand New Day-ის მოქმედება წინა ფილმიდან ოთხი წლის შემდეგ ვითარდება. პიტერ პარკერი უკვე ზრდასრულია, მარტო ცხოვრობს და დანაშაულს, როგორც ადამიანი ობობა ისე ებრძვის.
ფოტო: Sony Pictures
ოფიციალური აღწერის მიხედვით, ემჯეისა და ნედის მის გარეშე ცხოვრების ყურება პიტერზე სულ უფრო ძლიერად მოქმედებს. ამასთანავე, პიტერ პარკერში უცნაური ფიზიკური ცვლილება იწყება, რომელიც, შესაძლოა, ახალი საფრთხის შესაჩერებლად გადამწყვეტი აღმოჩნდეს. თუმცა, შეძლებს თუ არა მის გაკონტროლებას პიტერ პარკერი, სათუოა.
ვინ ბრუნდება ახალ ფილმში?
ტომ ჰოლანდთან ერთად ფილმში ემჯეის როლში ზენდეიასა და ნედის როლში ჯეიკობ ბატალონის ვიხილავთ.
ტომ ჰოლანდი, ზენდეია და ჯეიკობ ბატალონი ფილმში Spider-Man: No Way Home.
ფოტო: Columbia Pictures
ფილმში მარკ რუფალო ჰალკის როლში და ჯონ ბერნტალი დაბრუნდებიან, რომელიც კვლავ ფრენკ კასლს, იგივე დამსჯელის როლს შეასრულებს. ახალ ფილმში სედი სინკსა და ლიზა კოლონ-საიასსაც ვიხილავთ, თუმცა მათი პერსონაჟების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
ძველი მტრის დაბრუნება
Spider-Man: Homecoming-ში მაკ გარგანი მცირე როლით გამოჩნდა და პიტერ პარკერზე შურისძიების სურვილი გამოთქვა. თითქმის ათი წლის შემდეგ პერსონაჟი ბრუნდება — მაიკლ მანდო Spider-Man: Brand New Day-ის მსახიობთა შემადგენლობაშია.
მაიკლ მანდო მაკ გარგანის როლში.
ფოტო: Sony Pictures
მაკ გარგანი, იგივე სკორპიონი, Marvel-ის კომიქსების ილუსტრაციაში.
ფოტო: Marvel
Spider-Man: Brand New Day პიტერ პარკერისთვის ახალი დასაწყისი იქნება. სამყაროს ის აღარ ახსოვს, ძველმა მეგობრებმა ცხოვრება მის გარეშე გააგრძელეს, თავად პიტერი კი ახალი საფრთხის წინაშე დგას.
Spider-Man: Brand New Day კინოთეატრებში 31 ივლისს გამოვა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები