ცხოვრებაში სექსუალურად არავისზე მიძალადია — ჯარედ ლეტო ბრალდებებს უარყოფს
ფოტო: Getty
ჯარედ ლეტო სექსუალური ხასიათის დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. აღნიშნული ბრალდებები BBC-ის დოკუმენტურ ფილმში ოთხმა ქალმა გააჟღერა. მათი მტკიცებით, ლეტომ დანაშაულები მაშინ ჩაიდინა, როდესაც ისინი თინეიჯერები იყვნენ.
BBC-ის ცნობით, მომღერალთან დაკავშირების მრავალგზის მცდელობის მიუხედავად, ლეტოს წაყენებულ ბრალდებებზე პასუხი არ გაუცია. თუმცა, დოკუმენტური ფილმის გამოსვლიდან რამდენიმე საათში, მსახიობის წარმომადგენელმა მისი სახელით განცხადება გაავრცელა. "ცხოვრებაში სექსუალურად არავისზე მიძალადია. ეს ბრალდებები ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული და სრული სიცრუეა", — აღნიშნულია განცხადებაში.
BBC-ის დოკუმენტური ფილმში, სახელად ჯარედ ლეტო: ჰოლივუდის ბნელი საიდუმლო, 10-მა ქალმა ისაუბრა. მათგან ცხრამ საკუთარი ისტორია საჯაროდ პირველად გააჟღერა. ქალები აღნიშნავენ, რომ ლეტოს 2002 წლიდან 2016 წლამდე პერიოდში შეხვდნენ. ამ პერიოდში მსახიობი 30-დან 40 წლამდე ასაკის იყო, ახლა კი ის 54 წლისაა.
ერთ-ერთი ქალის განცხადებით, 17 წლის ასაკში იგი მოტელის სააბაზანოში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. მეორეს თქმით კი, ჯარედ ლეტო მას სექსუალური ძალადობით მაშინ დაემუქრა, როდესაც 19 წლის იყო და სასტუმროს ნომერში მსახიობთან სრულიად მოულოდნელად მარტო აღმოჩნდა.
მესამე ქალი იხსენებს კალიფორნიაში ვარსკვლავთან დამყარებულ სქესობრივ კავშირს 17 წლის ასაკში, რაც იურიდიულად არასრულწლოვანის გაუპატიურებად კვალიფიცირდება. ქალის განცხადებით, როდესაც მან ახსენა, რომ აღნიშნულ შტატში სქესობრივი კავშირისთვის თანხმობის კანონიერი ასაკი 18 წელია, ლეტომ ეს ფაქტი სრულიად უგულებელყო.
მეოთხე ქალის მტკიცებით, ლეტოს მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი იყო. მისი თქმით, მსახიობი ბოროტად იყენებდა საკუთარ ვარსკვლავურ სტატუსს და 16 წლის გოგოსთან სისტემატურად ახორციელებდა სექსუალური შინაარსის სატელეფონო ზარებს და სქესობრივ კავშირსაც სთავაზობდა.
ფოტო: 20th Century Studios
ჯარედ ლეტო 1990-იანი წლებიდან კინოინდუსტრიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. მის ადრეულ, გამორჩეულ როლებს შორისაა ფილმები: Fight Club, The Thin Red Line და Girl, Interrupted. ფილმისთვის Dallas Buyers Club მსახიობმა ოსკარი მოიპოვა. რაც შეეხება ლეტოს მუსიკალურ კარიერას, როკჯგუფი Thirty Seconds to Mars 1998 წელს ჩამოყალიბდა და პოპულარობა მოიპოვა ისეთი ჰიტებით, როგორებიცაა: The Kill, Kings and Queens და This Is War. ამჟამად ჯგუფი ევროპულ ტურნეს მართავს, მომავალ წელს კი კონცერტებით ლონდონსა და მანჩესტერში მსმენელის წინაშე წარდგება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები