აზიის განვითარების ბანკმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის $250 მლნ-ის სესხი დაამტკიცა
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 250 მილიონი დოლარის სესხი დაამტკიცა, რომელიც თბილისის შემოვლითი გზის მნიშვნელოვანი მონაკვეთის მშენებლობას მოხმარდება. როგორც აზიის განვითარების ბანკი წერს, პროექტი გააუმჯობესებს საგზაო კავშირს, შეამცირებს საცობებს და გააძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანსპორტო ჰაბის, როლს.
პროექტის ფარგლებში აშენდება 18,9-კილომეტრიანი, ოთხზოლიანი ავტომაგისტრალის მონაკვეთი, რომელიც თბილისს გვერდს აუვლის და აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო ავტომაგისტრალის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს განაახლებს. სატრანზიტო მოძრაობის დედაქალაქის ფარგლებს გარეთ გადატანა თბილისში საცობების შემცირებას და ადამიანებისა და ტვირთების გადაადგილების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
ADB დააფინანსებს თბილისის შემოვლითი გზის ორ მონაკვეთს:
- მე-4 ლოტს — თბილისის აეროპორტიდან ლოჭინამდე;
- მე-5 ლოტს — ლოჭინიდან რუსთავამდე.
- პროექტი ასევე ითვალისწინებს მისასვლელი და მომსახურების გზების მშენებლობასა და მოდერნიზებას.
"საქართველოს მდებარეობა აზიისა და ევროპის გზაჯვარედინზე ქვეყანას რეგიონული სატრანსპორტო ჰაბის განვითარების უზარმაზარ პოტენციალს აძლევს,“ — განაცხადა საქართველოში ADB-ის დირექტორმა, ლესლი ბერმან ლამმა.
მისი თქმით, თბილისის შემოვლითი გზა ამ პოტენციალის რეალიზებას ხელს შეუწყობს, რადგან შეამცირებს საცობებს და ტვირთების გადაზიდვის საიმედოობას გაზრდის.
"მსგავსი პროექტებით ჩვენ რეალობად ვაქცევთ ჩვენი ქვეყნის პარტნიორობის სტრატეგიის ხედვას — უფრო დაკავშირებულ და კონკურენტუნარიან საქართველოს," — აღნიშნა მან.
როგორც ADB წერს, ახალი გზა შეამცირებს ადგილობრივი და სატრანზიტო გადაადგილებისთვის მგზავრობის დროს, სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის ხარჯებსა და მავნე გამონაბოლქვს. ამასთან, გაიზრდება ტვირთების გადამზიდავების, ექსპორტიორებისა და ტურისტული ბიზნესის მუშაობის საიმედოობა, ხოლო ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა და მძიმედ დაშავებულთა რაოდენობა შემცირდება.
პროექტი ასევე გააუმჯობესებს საავტომობილო გადაზიდვების ეფექტიანობას ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) მეორე დერეფანში, რომელიც ცენტრალურ აზიას ევროპასთან აკავშირებს. ეს საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას გაზრდის და რეგიონულ თუ გლობალურ ბაზრებთან ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.
ADB-მა საქართველოს მთავრობას პროექტის ტექნიკური, ეკონომიკური, ფინანსური, გარემოსდაცვითი და სოციალური სიცოცხლისუნარიანობის შეფასებაშიც გაუწია მხარდაჭერა. ახალი სესხი ემატება ბანკის მიერ საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის უკვე გამოყოფილ 2,3 მილიარდ დოლარზე მეტ დაფინანსებას, რომელიც, მათ შორის, აღმოსავლეთ–დასავლეთის ავტომაგისტრალის, ქობულეთისა და ბათუმის შემოვლითი გზების, ქვეშეთი–კობის ავტომაგისტრალის და ბათუმი–სარფის გზის მშენებლობას მოხმარდა.
"ADB საქართველო 2007 წლიდან უჭერს მხარს და ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი მრავალმხრივი განვითარების პარტნიორია. ამ პერიოდში ბანკმა საქართველოსთვის სესხების, გრანტებისა და ტექნიკური დახმარების სახით დაახლოებით 6 მილიარდი დოლარი გამოყო.
ADB-ის ხუთწლიანი პარტნიორობის სტრატეგია მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქართველოს ჩამოყალიბებას მწვანე, ინკლუზიურ და რეგიონულ დამაკავშირებელ ცენტრად. ამისთვის ბანკი მხარს უჭერს საჯარო და კერძო სექტორის ინვესტიციებს, რეფორმებს, ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას, მდგრადი ინფრასტრუქტურის განვითარებასა და რეგიონულ ინტეგრაციას.
აზიის განვითარების ბანკი (ADB) ერთ-ერთი წამყვანი მრავალმხრივი განვითარების ბანკია, რომელიც აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში მდგრად, ინკლუზიურ და გამძლე ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს. ბანკი წევრ ქვეყნებთან და პარტნიორებთან ერთად მუშაობს რთული გამოწვევების გადასაჭრელად, იყენებს ინოვაციურ ფინანსურ ინსტრუმენტებსა და სტრატეგიულ პარტნიორობებს, რათა გააუმჯობესოს ადამიანების ცხოვრების ხარისხი, განავითაროს მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა და ხელი შეუწყოს გარემოს დაცვას. ADB 1966 წელს დაარსდა და ამჟამად 69 წევრი ქვეყანა ჰყავს, რომელთაგან 50 აზია-წყნარი ოკეანის რეგიონიდანაა", — წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები