რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
ფოტო: Magnific
არ მგონია, მაღვიძარას ხმა ვინმეს უყვარდეს. მაგრამ, აი, მისი გულისგამწვრილებელი ზარის შემდეგ, თვალს რომ ახელ, ფეხზე ეგრევე წამოხტომის ნაცვლად, საბანში უფრო ღრმად რომ ეფლობი, გვერდს იცვლი და რამდენიმე წუთით უბრალოდ წევხარ, მაგაზე კარგი ცოტა რამე მახსენდება.
კარგი კია, მაგრამ, როგორც წესი, მაგის გამო ხშირად ვსაყვედურობთ თავს — რომ რეჟიმში ვერ ჩავდექით, ნებისყოფა არ გვაქვს, ზარმაცები ვართ!
არადა, ამ დროს ფიზიოლოგიურად სრულიად ბუნებრივი და აუცილებელი პროცესი მიმდინარეობს.
ჩვენი ტვინი ნათურა არ არის, რომელიც ჩამრთველზე თითის ერთი დაჭერით მყისიერად ინთება. დრო სჭირდება, რომ საჭირო მდგომარეობას მიაღწიოს. მეცნიერები ამ გარდამავალ ეტაპს ძილის ინერციას უწოდებენ. ამ დროს ტვინის ტალღები ღრმა ძილის რეჟიმიდან სიფხიზლის რეჟიმში ნელ-ნელა გადადის.
ფოტო: Magnific
როცა თავს უფლებას ვაძლევთ, მაღვიძარას შემდეგ რამდენიმე წუთი უბრალოდ ვიწვეთ, სინამდვილეში სხეულს საშუალებას ვაძლევთ, ეს ხიდი მშვიდად გაიაროს — ამ დროს არტერიული წნევა ნელ-ნელა იმატებს, კუნთებიც ტონუსში მოდის და ჰორმონებიც სიფხიზლისთვის ემზადება.
მაგრამ, თუ გამოღვიძების პირველივე წუთიდან საკუთარ თავს საყვედურებს ვაყრით, ტვინი თვლის, რომ საფრთხეშია. ორგანიზმში ამ დროს სტრესის ჰორმონები ისედაც მაღალია — კორტიზოლი და ადრენალინი — რადგან სწორედ მათი დახმარებით ვახერხებთ თვალის გახელას. ამ ყველაფერს თუ დანაშაულის გრძნობას და ბრაზს ვამატებთ, დღეს დასვენებული კი არ ვიწყებთ, არამედ საბრძოლო რეჟიმში.
რა თქმა უნდა, მაღვიძარას 10-ჯერ გადაწევასა და იმას შორის, რომ თვალების გახელის შემდეგ, სხეულს რამდენიმე წუთი მივცეთ გამოსაფხიზლებლად, დიდი განსხვავებაა. ეს 5 თუ 10 წუთი სიზარმაცე ნამდვილად არ არის, პირიქით — ნელი და მშვიდი პროცესია იმის გააზრების, რომ ახალი დღე დადგა.
ჰოდა, შემდეგ ჯერზე, როცა ლოგინში შეყოვნდები, თავის გასამართლებელი მიზეზების ძებნას ნუ ეცდები — არ გჭირდება! უბრალოდ ღრმად ჩაისუნთქე, გაიზმორე და გახსოვდეს, დილის მშვიდად დაწყება გაცილებით მეტ ენერგიას მოგცემს, ვიდრე შიშით და თვითგვემით ლოგინიდან წამოხტომა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები