აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
ფოტო: Getty
BTS-მა 2027 წლის გრემის დაჯილდოებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. 2027 წლის თებერვალში დაგეგმილ გრემის 69-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე ჯგუფი თავის მუსიკას აღარ წარადგენს. მიზეზად ჯგუფი აკადემიის მიერ საუკეთესო აზიური პოპშესრულების კატეგორიის შემოღებით გამოწვეულ უკმაყოფილებას ასახელებს.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც K-pop-ის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა სამხრეთკორეულმა ჯგუფმა დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობაზე უარი თქვა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ჯგუფის თითოეულმა წევრმა ინსტაგრამზე პოსტი გააზიარა.
"გადავწყვიტეთ, წელს გრემის დაჯილდოებაში მონაწილეობა არ მივიღოთ. იმედი გვაქვს, მუსიკას მოუსმენენ და შეიყვარებენ იმისთვის, რაც ის სინამდვილეშია, ნაცვლად იმისა, რომ რეგიონული ან ენობრივი ნიშნით დაყონ", — ვკითხულობთ ჯგუფის განცხადებაში.
ფოტო: Getty
სამხრეთ კორეის, იაპონიის, ჩინეთისა და აზიის რეგიონის სხვა ქვეყნების მუსიკისთვის გრემიზე ახალი კატეგორიის დამატება 16 ივნისს დაანონსდა. "კატეგორიის დამატება განპირობებული იყო იმით, რომ ჩვენმა მუსიკალურმა საზოგადოებამ გაგვიზიარა სურვილი, განსხვავებული და ახალი მუსიკალური ჟანრების დაფასების მეტი შესაძლებლობა ჰქონოდათ", — განაცხადა აკადემიის პრეზიდენტმა, ჰარვი მეისონმა.
შეფასებების მიხედვით, გრემის მხრიდან ეს არცთუ ისე წარმატებული ფორმულირება იყო, რადგან აზიური პოპი "ახლისგან" ნამდვილად შორსაა. ათწლეულებია, რაც აზიურ პოპმუსიკას უამრავი მსმენელი ჰყავს, მათ შორის აშშ-შიც. შესაბამისად, აზიურ პოპინდუსტრიაში გაჩნდა შიში, რომ ამ კატეგორიამ შესაძლოა აზიელი პოპარტისტების ერთგვარი იზოლაცია გამოიწვიოს და მათ მთავარ პრესტიჟულ კატეგორიებში კონკურენციის გაწევის შესაძლებლობა წაართვას.
20 მარტს BTS-მა ახალი ალბომი ARIRANG გამოუშვა. ალბომი პოპულარული გამოსვლისთანავე გახდა და ზედიზედ ორი კვირის განმავლობაში Billboard 200-ის ჩარტის სათავეში მოექცა, რაც K-pop შემსრულებლებისთვის სრულიად ახალი რეკორდია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები