10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
ფოტო: Daici Ano/Satoshi Takae/Nacasa & Partners Inc
იაპონური სახლები ხშირად ზომით მოკრძალებულია, თუმცა მათი დიზაინი სივრცის გამოყენების სრულიად ახალ გზებს გვთავაზობს. დიზაინში თითოეული დეტალი ზუსტადაა გააზრებული, რათა მცირე ფართობიც კი მაქსიმალურად ფუნქციური და კომფორტული გახდეს.
აი, ის 10 ინოვაციური სახლი იაპონიაში, რომლებიც მცირე სივრცეს დიდ შესაძლებლობად აქცევს:
1. Love2 House, ტოკიო
ფოტო: Nacasa & Partners Inc
ტოკიოში მდებარე ეს 10 კვადრატული მეტრის სახლი არქიტექტორ ტაკეში ჰოსაკასა და მის მეუღლეს ეკუთვნით. მცირე ზომის მიუხედავად, აქ ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო ყველა სივრცეა მოწყობილი, დახრილი კედლები კი ინტერიერს ზემოდან შემოსული ბუნებრივი სინათლით ავსებს.
2. Building Frame House, ტოკიო
ფოტო: Ooki Jingu
ტოკიოში მდებარე ეს სახლი წყვილისთვის დააპროექტეს. ტრადიციული კედლების ნაცვლად, საცხოვრებელი სივრცეები სხვადასხვა სიმაღლეზე განთავსებული, ერთმანეთში ჩართული იატაკებითაა გამოყოფილი, რომლებიც ერთდროულად ტიხრების, სათავსოებისა და ავეჯის ფუნქციას ასრულებს.
3. Tiny Home is Tall, ტოკიო
ფოტო: Katsumasa Tanaka
დიზაინერულმა სტუდიამ ეს სამსართულიანი სახლი სულ რაღაც 30 კვადრატული მეტრის ნაკვეთზე ააშენა. მცირე სივრცეში სახურავის ტერასა, დახრილ კედელში ჩაშენებული აბაზანა და მეორე სართულზე მოწყობილი პატარა ბაღიც კი მოათავსეს, მაღალი ფანჯრები კი სახლს ბუნებრივად ანიავებს.
4. Cat House, კამაკურა
ფოტო: Lamberto Rubino
არქიტექტორმა ეს სახლი საკუთარი ოჯახისა და ორი კატის საჭიროებების გათვალისწინებით დააპროექტა. მის ცენტრში 23-საფეხურიანი სპირალური კიბეა, რომელიც კატის ნაბიჯზეა მორგებული, ოთახები კი მის გარშემო ხის ტოტებივით ნაწილდება.
5. Pale Veil, ტოკიო
ფოტო: Akira Nakamura
ტოკიოში, რკინიგზასა და მთავარ გზას შორის მოქცეულ ამ ბინაში 40 კვადრატული მეტრის აივანი შიდა და გარე სივრცეებს ერთმანეთთან აკავშირებს. გამჭვირვალე ქსოვილის მოძრავი ფარდა კი სინათლეს არეგულირებს და ზაფხულში მზის მცხუნვარე სხივებს ფილტრავს.
6. Hut and Tower House, ტოკიო
ფოტო: Shinkenchiku-cha
ტოკიოში მდებარე ეს ხუთსართულიანი საოჯახო სახლი ერთმანეთზე დაწყობილი კუბებისგან შედგება. მთავარ კოშკს ქუჩისკენ პატარა მინაშენი უერთდება, რომელიც სტუმრების ოთახად ან სამუშაო სივრცედ გამოიყენება, სპირალური კიბე კი საძინებლებს, მისაღებსა და ზედა სართულის სათამაშო ოთახს აკავშირებს.
7. Tokyo Blue Apartment, ტოკიო
ფოტო: Akira Nakamura
1970-იანი წლების ეს სტანდარტული ბინა დიზაინერულმა სტუდიამ ფერების, განათებისა და სპეციალურად დამზადებული სათავსოების დახმარებით სრულიად გარდაქმნა. იატაკზე გავლებული კობალტისფერი ზოლი სხვადასხვა სივრცეს გამოყოფს, ოთახებს ერთმანეთთან აკავშირებს და ჩვეულებრივ ბინას ინდივიდუალურ ხასიათს სძენს.
8. House with Membrane Roof, ტოკიო
ფოტო: Satoshi Takae
ტოკიოს მჭიდროდ დასახლებულ უბანში მდებარე ამ სახლს სამი მხრიდან სხვა შენობები აკრავს, ამიტომ არქიტექტორებმა ბუნებრივი სინათლის შემოსატანად უჩვეულო სახურავი შექმნეს. სახურავი მზის შუქს ფილტრავს და ოთახებში თანაბრად ანაწილებს, ამავე დროს კი სახლს ანიავებს და ტემპერატურის შენარჩუნებაში ეხმარება. ოთახის ცენტრში ხეებიც კი იზრდება.
9. Symbiotic House, კარუიზავა
ფოტო: Gestalten
ეს სახლი პენსიაზე ახლად გასული წყვილისთვის შეიქმნა. ორი ცალკეული შენობა ერთმანეთს მინის დერეფნით უკავშირდება: ერთში მთავარი საცხოვრებელი სივრცე და საძინებელია, მეორეში კი — სტუმრების ოთახები.
10. Blurring Boundaries, კავასაკი
ფოტო: Daici Ano
ეს სახლი კავასაკიში ოთხსულიან ოჯახს ეკუთვნის. სახურავიდან შემოსული სინათლე და მოძრავი ტიხრები შიდა და გარე სივრცეებს ერთმანეთთან აკავშირებს, ქვედა სართულზე ღია ვერანდაა მოწყობილი, ზემოთ კი — ბაღიანი ტერასა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები